ჩვენს შესახებ

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილება

საქმიანობის ძირითადი მიზნები:
  • სამოქალაქო განათლების გავრცელების პროცესების ხელშეწყობა;
  • სამოქალაქო განათლების სფეროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა.
განხორციელებული პროექტები:

ციფრული კოლექციები:

  1. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა“;.

კოლექციაში განთავსებულია სამოქალაქო განათლების სფეროში საქართველოში გამოცემული ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები სრულტექსტოვანი ფორმატით.

  1. სამოქალაქო საზოგადოების პერიოდ გამოცემების ციფრული კოლექცია;

კოლექციაში შესულია საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორიშო ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და ფონდების მიერ გამოცემული ჟურნალები, სერიული გამოცემები, სტატიები, ანგარიშები, ბიულეტენები, მიმოხილვები, ანალიზი.

  1. „ციფრული კოლექცია „სამართალი“;

კოლექცია შეიქმნა „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკის“ ბაზაზე და წარმოადგენს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორის მიერ სამართლის სფეროში გამოცემული ლიტერატურის ციფრულ ბიბლიოთეკას.

  1. ციფრული კოლექცია ეკონომიკა“;

კოლექცია შეიქმნა „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკის“ ბაზაზე. და წარმოადგენს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორის მიერ ეკონომიკის სფეროში გამოცემული ლიტერატურის ციფრულ ბიბლიოთეკას.

  1. ციფრული კოლექცია „ლექსიკონები“;

კოლექციაში განთავსებულია ყველა ლექსიკონი, რომელზეც მოხერხდა საავტორო უფლების მოპოვება.

  1. ციფრული კოლექცია „ვეფხისტყაოსანი“;

კოლექციაში განთავსდა „ვეფხისტყაოსნის“ სრული ტექსტი და ხელნაწერი.

„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის თითო-თითო სტროფი გადაწერეს საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა.

  1. „სამოქალაქო საზოგადოების ინტრანეტული  ციფრული ბიბლიოთეკა“;

კოლექციაში განთავსებულია ის ლიტერატურა, რომლის განთავსებაზეც სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა საავტორო უფლების მოპოვება.

 ციფრული კოლექციები განთავსებული ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებგვერდზე ციფრული ბიბლიოთეკაში „მამარდაშვილი“. იხილეთ ბმული.

 ლექსიკონები:

ელექტრონული ლექსიონები განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ ლექსიოების ბაზაში. იხილეთ ბმული

სამოქალაქო განათლების ლექსიკონი;

მომდინარე პროექტმა განყოფილებას ბიძგი მისცა მუდმივად განახლებად ლიტერატურასთან ერთად სამოქალაქო სფეროსთან დაკავშირებით გამოცემული სპეციალიზირებული ლექსიკონების ციფრული ბაზის შექმნას. ბაზაში განთავსდა ადამიანის უფლებათა დაცვის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, დიპლომატიის, იურისპრუდენციის, სახელმწიფო მართვისა და სხვა თემებთან დაკავშირებული განმარტებითი ლექსიკონები და გზამკვლევები.

civil ენციკლოპედიური ლექსიკონი“;

„civil ენციკლოპედიური ლექსიკონი“, გულისხმობს სამოქალაქო განათლების სფეროში ქართულენოვან და თარგმნილ ლიტერატურაში არსებული სპეციფიკური სამოქალაქო ტერმინოლოგიის დახმარებით „ენციკლოპედიური ლექსიკონის შექმნას“. ლექსიკონების ბაზა ხელს უწყობს სამოქალაქო ცოდნის გაღრმავებასა და სამოქალაქო განათლების პროფილთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონების ერთიან ბაზაში სამოქალაქო განათლების განყოფილებამ განათავსა შემდეგი ლექსიკონები:

  • ბოტანიკური ლექსიკონი: მაყაშვილი, ა. მცენარეთა სახელწოდებანი.
  • უნივერსალური ლექსიკონი; ალ. ელერდაშვილი
  •  ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცვლილებები.  გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე.
  • ქრისტიანული ლექსიკონი. პიერო პეტროზილო
  • საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი: (2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით) / ლევან ბეჟაშვილი, თამარ ჩხაიძე, შოთა თარხნიშვილი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s