სიკვდილით დასჯა

სასჯელის განსაკუთრებული ზომა. ტრადიციულად, ადამიანის საერთაშორისო უფლებები აღიარებს სახელმწიფოების უფლებას გამოიყენოს სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, გარკვეული დანაშაულებისთვის, რომელთა განაჩენსაც გამოიტანს კომპეტენტური სასამართლო. თუმცა ამჟამად საერთაშორისო სამართალი არაორაზროვნად გმობს სიკვდილით დასჯას. მეოცე საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა ამგვარი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ აშკარად გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების შეხედულებას სიკვდილით დასჯაზე – მე-6 მუხლში მოცემულია მიმართვა იმ სახელმწიფოებისადმი, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს ასეთი სასჯელი, რომ აღნიშნულმა სახელმწიფოებმა სიფრთხილით მიმართონ სასჯელის ამგვარი ზომის შეფარდებას. მე-6(6) მუხლში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ არ უნდა განხორციელდეს რაიმე ისეთი, რაც „ხელს შეუშლის წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს სასჯელის უმაღლესი ზომის გაუქმებაში“. მე-6 ზოგად შენიშვნაში ადამიანის უფლებათა კომიტეტი სახელმწიფოთა ანგარიშებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ გაუქმებასთან დაკავშირებული პროგრესი საკმაოდ არაადეკვატურია (პ. 6). კომიტეტი ასევე ფიქრობს, რომ თუმცა სახელმწიფოები არ არიან ვალდებულნი სრულიად გააუქმონ სიკვდილით დასჯა, მაგრამ მათ უნდა შეზღუდონ აღნიშნული ზომის გამოყენება და მიმართონ მას მხოლოდ ძალიან მძიმე დანაშაულებისას (პარაგ. 6). სიკვდილით დასჯა უნდა იყოს „დიდი გამონაკლისი“ და მოიცავდეს შესაბამის დამცავ მექნიზმს სასამართლო განხილვისას. სიკვდილმისჯილს უნდა ჰქონდეს საქმის გადასინჯვის და პატიების ან განაჩენის შეცვლის მოთხოვნის უფლება (პ. 7). ფაქტიურად, როგორც ამას გვიჩვენებს აფრიკულ კომისიაში წარდგენილი საჩივრები, სიცოცხლის უფლება ირღვევა, როცა ინდივიდი ისჯება ისეთი განაჩენის საფუძველზე, რომელიც გამოტანილია სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დარღვევით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s