საავტორო უფლებები

ekaსაავტორო უფლება – ტერმინი მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. თავდაპირველად ის მხოლოდ ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და კარტოგრაფიაზე ვრცელდებოდა. 1709 წელს  მიღებული იქნა დედოფალ ანა სტიუარტის სტატუტი, რომელიც არეგულირებდა ინტელექტუალური კუთვნილების საკითხებს. სტატუტში შეიტანეს  ორი მნიშვნელოვანი მუხლი: 1) ავტორს, სპეციალურ რეესტრში უნდა დაერეგისტრირებინა საკუთარი ნამუშევარი. 2) საავტორო უფლება განისაზღვრებოდა 28 წლით. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ავტორის ქმნილება საზოგადოების კუთვნილება ხდებოდა.

eka11564 წლის 19 მარტს ვენეციაში პირველად მიიღეს კანონი საავტორო უფლებათა დაცვის შესახებ. ეს იყო პირველი ამ ტიპის კანონი, სადაც აღიარებული იყო ე.წ. „მორალური უფლება“, რომლის თანახმად, მხოლოდ კონკრეტული გამოგონების ავტორს ეძლეოდა უფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარი ინოვაციის გამოყენებაზე.

ამ პერიოდში მოღვაწეობდა ლეონარდო და ვინჩიც, თუმცა მიუხედავად არაერთი გამოგონებისა, მას ამ კანონით მონიჭებული უფლებებით არ უსარგებლია. შესაძლოა, ის გაურბოდა ეკლესიასთან დაპირისპირებას. საეკლესიო პირები ნებისმიერი სახის ინოვაციის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი.

შუა საუკუნეებში ამ კანონის წინამორბედი იყო ე.წ. პრივილეგიები, რომელსაც მონარქი ავტორს ანიჭებდა და ისინი ძირითადად მხატვრულ ნაწარმოებებზე ვრცელდებოდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი შემოქმედი თავად გაურბოდა ასეთ პრივილეგიას, რადგან საკუთარი ქმნილების მთავარ ავტორად ღმერთს მიიჩნევდა, თავად კი ღმერთის ქმნილების შემსრულებელი იყო.

eka2მეხცრამეტე სუკუნიდან საავტორო უფლებების საკითხი უფრო აქტიური გახდა და ლიტერატურულ ნაწარმოებებს სხვა ტიპის ქმნილებებიც დაემატა. 1865 წელს ფოტოგრაფიაც ინტელექტუალურ კუთვნილებად იქნა აღიარებული. უნდა აღინიშნოს, რომ კანონი სავტორო უფლების შესახებ მაინცდამაინც ეფექტურად ვერ მუშაობდა. ამის მაგალითია ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“ რომელიც ძალიან რეზონანსული ნაწარმოები იყო და მისი რამდენიმე ათეული არალეგალური თარგმანი გაკეთდა. ბიჩერ სტოუს არაერთი მცდელობის მიუხედავად მან ვერცერთი მთარგმნელის წინააღმდეგ ვერ შეიტანა სასამართლო სარჩელი.

1866 წელს მიიღეს ბერნის კონვენცია, რომელიც საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი გახდა. მისი მიზანი იყო ყველა ქვეყნისთვის საერთო საავტორო უფლებები დაეწესებინა. სწორედ მის საფუძველზე შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია.

eka32012 წელს შვედეთში ოფიციალურად დარეგისტრირდა „კოპიმიზმის მისიონერული ეკლესია“ (copy me). რელიგიური ორგანიზაციის მთავარი მიზანია ფაილებისა და დოკუმენტების თავისუფალი და შეუზღუდავი გაცვლა-გამოცვლა. იარსებებს სპეციალური საიტი, სადაც კულტის მიმდევრები განათავსებენ და სურვილის შემთხვევაში უსასყიდლოდ გადმოიწერენ სასურველ ინფორმაციას. რელიგიის დამფუძნებლები ახალაზრდა „პირატული“ მოძრაობის წარმომადგენლები არიან. ისინი იმედოვნებენ, რომ ამიერიდან პირატულ საქმიანობასთან მებრძოლი ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ მათთვის ხელის შეშლას. რადგან ორგანიზაციის საქმიანობა დაცული იქნება შვედეთის კანონით რელიგიის თავისუფლების შესახებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s