წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 1

და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი. იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში ძჱ არშუშაჲსი. რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი სომეხთა სპაჲპეტისაჲ, რომლისათჳს ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით ვარდან და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით. და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს ეტყჳნ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის ყოფად მისთჳს, რაჲთამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტჱსსა. ხოლო ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქუას ყოვლად განწირულისაჲ, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაჲ ქრისტჱსი! ანუ ვინ არა სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტჱსთჳს. რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათჳს, არამედ ძღუნად თავსა თჳსსა შესწირვიდა მეფისა მის მიმართ უვარის-ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა და თაყუანის-სცემდა ცეცხლსა, რამეთუ ყოვლით კერძოვე თავი თჳსი ქრისტჱსგან განაგდო. ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისგან, რაჲთამცა სათნო ეყო მეფესა, და ესრეთ ეტყოდა, ვითარმედრომელი-იგი ბუნებით ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა შჯულსა, ვითარცა ესე მე”. ამას უქადებდა, რომელ-იგი არა აქუნდა ჴელთა შუშანიკისგან. მაშინ განიხარა მეფემან და ბრძანა ცოლად მისა ასული მეფისაჲ.

თავი მეორე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s