(დ. 10 დეკემბერი 1881, ქ. ქუთაისი). ნაფიცი ვექილი, სოციალისტ-რევოლიუციონერი.
განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც გაათავა იურიდიული ფაკულტეტი.
სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში მუშაობა დაიწყო ქ. პეტერბურგში 1902 წელს. უმთავრესად პარტიულ მუშაობას აწარმოებდა მუშათა ორგანიზაციებში.
1904 წლიდან 1909 წლამდე განიცადა სხვა და სხვა გვარი ადმინისტრატიული შევიწროვებანი: გაჩხრეკა, ციხეში ჯდომა, გამოძიება ბრალდების წამოყენებით (126 მ. სისხ. სმ-ლებ.), ეტაპი და სხვა.
უნივერსიტეტის გათავების შემდეგ 1910 წელს ჩაიწერა ნაფიცი ვექილის თანაშემწეთ ქ. ქუთაისში და, როგორც ვექილმა-დამცველმა, მონაწილეობა მიიღო ბევრ პოლიტიკურ პროცესებში (მაგალითად: ზოტიკე ჩიქვილაძის, მელიტონ გობეჩიას და სხვა პროცესი).
იყო მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოც. რევოლუციონერთა ფრაქციის მდივნის თანაშემწე.
მონაწილეობს მესამე პარტიულ ყრილობის მუშაობაში ქ. მოსკოვში, როგორც ქუთაისის გუბერნიის პარტიულ ორგანიზაციების დელეგატი.
1917 წელს ქუთაისის ქალაქის საბჭომ აირჩია დელეგატათ პეტერბურგის დემოკრატიულ თათბირზე დასასწრებლათ.
1917 წლის თებერვლის რევოლიუციის პირველ დღეებიდანვე ასრულებდა უკანასკნელ დრომდე სხვა და სხვა თანამდებობას: იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეთ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკსცთა საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგათ, კავკასიის ჯარის მხარის საბჭოს წევრი, ქ. ქუთაისის საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი და ქუთაისის გუბერნიის კომისრათ.
1917 წლის განმავლობაში იყო არჩეული ქუთაისის გარნიზონის მიერ დელეგატათ კავკასიის ჯარის პირველს და მეორე ყრილობაზე დასასწრებლათ.
იხ. სტალინური სიები საქართველოდან
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი