სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

esსიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ისოტრია სათავეს ძველი საბერძნეთიდან იღებს. ეს  უფლება იმ ხანაში გაჩნდა,  როდესაც ჩვეულებრივ ადამიანებს ინტელექტუალურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. ჩვენს წელთაღიცხვამდე 700 წელს ჰესიოდემ თავის „თეოგენიაში“  ღმერთები და სამყარო ადამიანების კერძო ინეტერესების საკითხად“ სცნო. ისეთი არა კლერიკალის, როგორიც ჰესიოდე იყო, ასეთი თამამი და ღია განაცხადი ეგვიპტესა და ძველ მესოპოტამიაში დამკვიდირებულ რელგიგიურ დოქტრინებს  ეწინააღმდგებოდა. 590 წელს მიღებულმა სოლონის კანონებმა მოქალაქეებს გამოხატვის მეტი თავისუფლება მიანიჭა. უფრო პრაქტიკულ რეალობად გამოხატვის თავისუფლება კლისთენე რეფორმების შემდეგ გახდა. დემოსი იყო დომინანტი ძალა, თითოეული ბერძენი ჯარისკაცი თვლიდა, რომ საერთო გამარჯვება მისი პირადი ინეტერესების გამარჯვებას ნიშნავდა.  განსაკუთრებული ლიბერალური რეჟიმის პიროებებმა პიკს პერიკლეს დროში მიაღწია. (430). თუმცა, ათენელებსაც ჰქონდათ სიტყვისა და გამოხატვის განსაზღვრული დაშვებული  საზღვრები. ისეთი დრამატურგები, როგორიც მაგალითად არისტოფანე იყო, სიტყვის თავისუფლებას თავის პიესებში სხვადასხვა მოღვაწეთა სამხილებლად და გასაკრიტიკებლად იყენებდა, ათენის ძლევამოსილება მისი მოწინააღმდეგე სპარატასა და თებეს ფონზე თანადათანობითი ქრებოდა;  ბევრი თვლიდა, რომ ათენელთა გამოხატვის თავისუფლებას განსაკუთღებული უპირატესობა  სულაც არ მოჰქონდა. ყველაზე ნათელი მაგალითი იყო სოკრატეს წინააღმდეგ ჩატარებული სასამართლო გახდა, სოკრატეს  ახალგაზრდების გარყვნასა  და მათთვის  ღმერთების გახნობაში სდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს.

რომის იმპერიაში გამოხატვის თავისუფლების მიმართ პოზიტიურად და ნეგატიურად განწყობილი პერიოდები ერთმანეთს ცვლიდა. რომის რესპუბლიკის ბოლო წლებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ცნობილი დამცველი იყო მარკუს პროციუს კატონი უმცროსი, იულის ცეზარისა და ტრიუმვირატის მთავარი მოწინააღმდეგე, რომელსაც  ლიბიუსმა  „რომის სინდისი“. უწოდა.  მომდევნო საუკუნეებში ის არაერთი ცნობილი ნაშრომის გმირი გახდა. რომის რესპუბლიკის დამხობის შემდეგ გამოხატვის თავისუფლების უფლება  სხვადასხვა იმპერატორების მმართველობაზე იყო დამოკიდებული. შედარებით ლოიალურები იყვნენ ამ მხრივ ავგუსტუსი, ვესპასიენე, კლავდიუსი.  განსაკუთღებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ  კალიგულა, ტიბერიუსი, ნერონი, რომლებიც ადამიანებს თვითნებურად,  აზრის გამოხატვის გამო ასალმებდნენ სიცოცხლეს.

გამოხატვის თავისუფლება გამოწვევა იყო  წინა ქრისტიანი მმართელებისათვისაც მოგვიანებით, ორთოდოქსული რელიგიის დამკვიდრების შემდეგ ეს საკითხი  უფრო გამწვავდა. ქრისტიანული დოქტრინებისათვის შესაძლო საფრთხეების შემცველ იდეოლოგიასთან დაპირიპსირების მიზნით ეკლესიის მამები სხვადასხვა შემაფერხებელ ზომებს მიმართავდნენ. 325 წელს მოწვეულმა ნიკეეას საეკლესიო კრებამ ქრისტიანობის ძირითადი დოქტრინები დაადგინა.  ერეტიკული შინაარსის ლიტერატურის მალულად გამოქვეყენებამ  და გავრცელებამ  უფრო  მკაცრი ცენზურის შემოღების წინაპირობა შექმნა.  დასავლურ ცივილიზაციაში ტერმინმა ცენზურა აკრძალული წიგნების ინდექსის გამოქვეყნების შემდეგ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. პირველად ასეთი ინდექსი 1559 წელს, პაპმა, პავლე მეოთხემ გამოსცა. მას შემდეგ  ის სხვადასხვა პაპების მიერ ოცჯერ იქნა გამოცემული.. ბოლო ასეთი ინდექსი 1948 წელს გამოქვეყნდა. ხოლო 1966 წლიდან მათი გამოცემა შეწყდა. აკრძალული წიგნების ჩამონათვალში თავმოყრილი იყო იმ წიგნების დასახელებები, რომლებიც მწვალებლური იდეოლოგოური მიდრეკილებებისა და შინაარსის გამო, ეკლესიამ მიუღებლად ჩათვალა და მათი აკრძალვა გადაწყვიტა. თავდადედებული ზილოტები წმინდა იკვიზიციის სახელით არამარტო წიგნებს, მათ ავტორებსაც ხშირად  ცეცხლზე წვავდნენ. 1543 წელს გამოცემული ეკლესიის დეკრეტი იუწყებოდა, რომ ნებისმიერი წიგნის გამოცემას ეკლესიის ნებართვა სჭირდებოდა. მოგვიანებით, 1563 წელს საფრანგეთის მეფე კარლ მეცხრემ დადგენილების თანახმად, მეფის სპეციალური ნებართვის გარეშე ნებისმიერი წიგნის გამოცემა აკრძალა. მის მაგალითს ბევრმა საერო მმართველმა მიმართა. სახელმწიფო  მმართველები ლიცენზირების სისტემას იმ   სამეცნიერო თუ სხვა ტიპის ლიტერატურის ბეჭდვისა და გამოქვეყნების  კონტროლისთვის იყენებდნენ, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგისა და დამკვიდრებული მორალის პოტენციურ  საფრთხედ მიიჩნევდნენ.

მნიშვნელოვანი ძვრა სიტყვისა და გამოხატვის თავსუფლების სასიკეთოდ   1512 წელს მოხდა, როდესაც პირველად გამოიცა მაგნა კარტა. თუმცა, რეალურ პროგრესი 1627 წელს გამოცემულმა პეტიციის აქტმა გამოიწვია. პეტიციის თანახმად იკრძალებოდა ადამიანის დასჯა ან დაპატიმრება  მისი განსხვავებული შეხედულებისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო 1644 წელს გამოიცა ჯონ მილტონის ცნობილი ნაშრომი  აეროპაგეტიკა. რომელიც 1643 წელს პარლამენტარების მიერ მიღებული კანონის წინააღდეგ ილაშქრებდა. კანონი  ახალი ტიპის ცენზურის შემოღებას ითვალისწინებდა.

მეცხრამეტე საუკუნეში სიტყვის თავისუფლების დამცველი არგუმენტების შემცველი ნაშრომი გამოსცა ჯონ სტიუარტ მილმა, ტრაქტატი სახელწოდებით –  თავისუფლების შესახებ. „შეხედულების გამოთქმის ჩახშობის განსაკუთრებული ბოროტება ის არის, რომ ის ადამიანთა მთელ მოდგმას ძარცვავს – შთამომავლობასაც და ახლანდელ თაობასაც; კიდევ უფრო მეტად ძარცვავს მათ, ვინც ამ შეხედულებას არ ეთანხმება, ვიდრე მათ, ვინც მას იზიარებს.“ – წერდა მილი.

გამოხატვის თავისუფლების ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი საფრანგეთის განმანათლებლობამ შეიტანა. ამ მხრივ საგულისხმოა ვოლტერის ცნობილი ფრაზა „შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.“ სინამდვილეში, ეს სიტყვები სიტყვასიტყვით ვოლტერს არ ეკუთვნის, ისინი ფრანგი განმანათლებლის შეხდულებებისა და იდეოლოგიის ერთგვარი შეჯამებელი ვარიანტია, რომელიც მისმა ბიოგრაფმა დაუტოვა ისტორიას. გამოხატვის თავისუფლებაში მნიშვნელოვანი  წვლილი შეიტანა საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთმა  უმთავრესმა დოკუემტმა, – ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციამ, რომელიც 1789 წელს გამოიცა. დეკლარაციის მიხედვით ყველა ადამიანსა და მოქალაქეს საკუთარი აზრის გამოთქმის თავისუფლება ეძლეოდა. ამავე თვეში ჯეიმს მედისონმა აშშ წარმომადგენელთა პალატაში ახალი კანონპროექტი შეიტანა. რომლის  თანახმად კანონში არ უნდა ყოფილიყო არანაირი აკრძალვა სიტყვის, რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებად აღიარებს.

ელეონორა რუზველტი და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია

ruzveltiელეონორა რუზველტს ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი  ტრუმანმა  მსოფლიოს პირველი ლედი უწოდა. ის იყო გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, დიპლომატი, რომელსაც არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს ბედი აღელვებდა.

1948 წლის 10 დეკემბერს პარიზში, გაერომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. მოხდა ის, რაც არასდროს მომხდარა გაეროს სხდომებზე. დელეგაცია წამოდგა და აპლოდისმენტებით შეეგება ასაკოვან, მოკრძალებულ ქალბატონს, რომელსაც სახეზე თბილი ღიმილი ჰქონდა. ეს ქალბატონი ელეონორ რუზველტი იყო.

1947 წელს როდესაც გაეროს ადმიანის უფლებათა კომიტეტი დაარსდა, ელეონორა რუზველტი, რომელიც  პრეზიდენტ ჰარი ტრუმანის მიერ ერთი წლის წინ დელეგატად იყო არჩეული, კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შემუშავების პროცესში, ქალბატონი რუზველტი რუსეთის დელეგაციას დაუპირიპირდა. მათ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ. ისინი ითხოვნდნენ პირობას, რომ ყოველი მუხლის ქვემოთ ხაზგასმული ყოფილიყო, რომ მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იყო განესაზღვრა კონკრეტული უფლების აღიარება. რუსები მოითხოვდნენ ეკონომიკური და სოციალური უფლებების – დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის უფლებების ჩართვას – და აცხადებდნენ, რომ თავინათი მნიშვნელბით ისინი პოლიტიკურ უფლებებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. გარკვეული დისკუსიის შემდეგ რუზველტმა სახელმწიფო დეპარტამენტი დაარწმუნა, ჩაერთოთ ეკონომიკური უფლებები დეკლარაციაში. რუსები მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ დეკლარციის შინაარსის გამო და მწავავე განცხადებებს აკეთებდნენ  შეერთებულ შტატებში არსებული რასობრივი დისკრიმინაციისა და უმუშევრობის შესახებ.

როდესაც რუსი დელეგატი აშშ-ში შავკანიანთა მდგომარეობას შეეხო, რუზველტმა მას შესთავაზა, გამოეგზავნათ საკუთარი ჯგუფი აშშ-ში ამ პრობლემებზე დასაკვირვებლად, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამერიკის დელეგაციასაც თავის მხრივ ექნებოდა უფლება მსგავსი მისიით ჩასულიყო საბჭოთა კავშირში.

დეკლარაციაზე დღეში 16 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ. დელეგატები ოცნებობდნენ. პანამას დელეგატი რუზველტს ახსენებდა, რომ თავად დელეგატებსაც გააჩნდათ თავიანთი უფლებები.

1948 წლის ზაფხულითვის დეკლარაციამ საბოლოო სახე მიიღო. ის მარტივი, გასაგები ენით იყო შედგენილი და ეფუძნებოდა მაგნა კარტას, ამერიკული უფლებათა ბილის, საფრანგეთის უფლებათა დეკლარაციის პრინციპებს. ის შედგებოდა პრეამბულისა და 30 მუხლისგან, სადაც გაწერილი იყო 40 მდე ფუნდამენტური უფლება და თავისუფლება.

პირველი მუხლი ყველა ადამიანის თანასწორობასა და თავისუფლებას ეხებოდა.

მეორე ანტიდისკრიმინაციის პრინციპს. მესამედან 21 მუხლამდე –  განხილული იყო სიცოცხლის, სამოქალაქო, პოლიტიკური, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებები. წამებისგან თავისუფლება, დაუსაბუთებელი თავისუფლების აღვეთისგან თავისუფლება, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება.

22 და 27 მხულები ეკონომიკურ, სოციალურ და კულურულ უფლებებს ეხებოდა.

როდესაც გენერალური ასამბლეა 1948 წელს პარიზში შეიკრიბა, საბჭოთა კავშირს ბლოკირებული ჰქონდა ბერლინი. რუზველტმა ფრანგულად წარმოთმულ სიტყვაში განაცხადა, რომ რუსების მიერ ადამიანის უფლებების არ აღიარება მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო. როდესაც დეკლარცია საბოლოოდ იქნა მიღებული, ლიბანის ელჩმა ჩარლზ მალიკმა განაცხადა : ვერ წარმომიდგენია, როგორ მოხარხებდით ყველაფერ ამის დასრულებას, რომ არა ელეონორა რუზველტი. მიუხედავად იმისა, რომ რუზველტი ამაყობდა დეკლარაციის მიღებაში შეტანილი წვლილით, ის მუდამ რეალისტად რჩებოდა. მან იცოდა, რომ მხოლოდ დეკლარაციის სიტყვები არ იყო საკმარისი. როგორც მოგვიანებით განაცხადა, მთავარი იყო ყველას საკუთარ ქვეყანაში ეცხოვრა და ეღვაწა ყოველი ადამიანის თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის“.