დრაკონის კანონები

ძველბერძნულ პოლის ათენში დრაკონმა, პირველმა ძვ. წ. 621 წელს შექმნა სამართლის ნორმები, რომელსაც „დრაკონის კანონები“ ეწოდა. ეს კანონები ათენის ისტორიაში ჩვენამდე პირველი წერილობითი ფორმით მოღწეული კანონთა კრებულია

ხშირ შემთხვევაში კანონის შედგენისას დრაკონმა წერილობით დააფიქსირა უკვე არსებული ნორმები. ანტიკურ სამყაროში დრაკონის კანონებს უწოდებდნენ არა „νομοι“ – „კანონები“, არამედ „υεσμοι“ – „წესი“.

დრაკონის კანონებში მეტ-ნაკლებად ნათლად იქნა გაწერილი პოლისის მმართველთა ფუნქციები და მათი არჩევის წესი.  მართალია კანონები  ეხებოდა სახელმწიფოს მოწყობის საკითხებსაც, მაგრამ მათში განსაკუთრებული ადგილი სისხლის სამართლის საკითხებს ეთმობოდა.

ამ კანონების მიხედვით ყველა დანაშაული, მიუხედავად იმისა, მცირე იყო ის თუ დიდი ისჯებოდა სიკვდილით. როდესაც დრაკონს ჰკითხეს თუ რატომ იყო მისი კანონები ასე მკაცრი, მან უპასუხა, რომ მცირე დანაშაულისთვის ასეთი სასჯელი დამსახურებულად მიაჩნდა, ხოლო უფრო მძიმე სასჯელისთვის სხვა ვერაფერი მოიფიქრა.

პლუტარქე ამბობდა, რომ დრაკონის კანონები დაწერილი იყო არა მელნით, არამედ სისხლით. ამ კანონების მიხედვით სიკვდილით ისჯებოდა როგორც მკვლელი, ასევე სხვის ბაღში შეაპრული ვაშლის ქურდიც. დანაშაულად არ განიხილებოდა მკვლელობა, რომელიც თავდაცვის მიზნით იყო ჩადენლი.

საგულისხმოა, რომ დრაკონის კანონები ვრცელდებოდა უსულო საგნებზეც, მაგალითად, როდესაც ბერძენი ათლეტის ფეაგენის სპილენძის ქანდაკება  ადამიანს დაეცა, დაზარალებულის შვილებმა ქანდაკების წინააღმდეგ მკვლელობის ბრალდებით საჩივარი შეიტანეს. პოლისის მცხოვრებლებმა დრაკონის კანონების შესაბამისად ქანდაკება ზღვაში გადააგდეს.

კანონის მიხედვით მკვლელობის დანაშაულს სხვადასხვა კვალიფკაცია ეძლეოდა. მაგ: წინასწარგანზრახული, გაუთვალისწინებელი, და თავდაცვის მიზნით ჩადენილი. გათვალისწინებულ იქნა უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილიც (მაგ. სპორტული შეჯიბრებების დროს).

არეოპაგი განიხილავდა მხოლოდ განზრახ მკვლელობის დანაშაულს და სასჯელიც შესაფერისად მკაცრი – სიკვდილით დასჯა იყო.

ეფეტების კოლეგია პალადიუმში რომელიც არჩეული მოქალაქეებიდან იყო დაკომპლექტებული და რომლის წევრთა ასაკიც 50 წლის აღემატებოდა გაუთვალისწინებელი მკვლელობების საქმეებს განიხილავდა ასეთი  მკვლელობები ისჯებოდა გაძევებით და არა სიკვდილით. თავდაცვის მიზნით მკვლელობა ან საკუთრების დაცვა არ ისჯებოდა კანონით.

ეფეტები ოთხ სასამართლო პალატში განიხილავდნენ გარკვეული შინაარსის საქმეებს, ამიტომ ეფესების სხდომა ხან ერთ და ხან მეორე პალატაში მიმდინარეობდა, იმისდა მიხედვით, თუ რომელ შემთხვევას განიხილავდნენ. მეფე თავმჯდომარეობდა ყველა საქმის განხილვას. შემდგომში დემოკრატიის განვითარებასთან ერთად ეფესების კოლეგიის საქმიანობა გარკვეულწილად შეიზღუდა. მას მხოლოდ რელიგიური საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცა.

მართალია კანონებმა, რომელიც დრაკონს ეკუთვნის მკაცრი და ულმობელი კანონების სახელი დაიმკვიდრეს ისტორიაში, უნდა ღინიშნოს, რომ ისინი ბერძნული სამართლის განვითარების საქმეში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

ზალეუკოსის კანონები

250px-Zaleucusძველი საბერძნეთის კანონმდებლის ზალეუკოსის საქმიანობის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. იგი ძვ. წ. VII საუკუნეში ცხოვრობდა. ზოგიერთის აზრით იგი პითაგორას მოსწავლე ან მონა იყო. კანონები, რომელიც მან შექმნა მიმართული იყო კერძო და საზოგადოებრივ ურთიერთობებში მორალური, წესრიგის დამყარებაზე და ძალზედ მკაცრ ხასიათს ატარებდა.

ზალეუკოსის კანონი ითვალისწინებდა კანონში ცვლილების შეტანასაც, ამ შემთხვევაში კანონში ცვლილების შეტანის მსურველი სხდომაზე კისერზე თოკშემოხვეული მოდიოდა და იმ შემთხვევაში თუ კანონში შესატანი ცვლილება არ იქნებოდა გათვალისწინებული იქვე იხრჩობდა თავს. ამიტომ 300 წლის განმავლობაში ზალეუკოსის კანონებში მხოლოდ 2 შესწორება იქნა შეტანილი. ზალეუკოსს მიაწერენ სხვადასხვა სახის დამნაშავეთა მიმართ მოსამსართლეთა თვითნებური გადაწყვეტილებების აღკვეთის მიზნით გარკვეული სახის სასჯელის დაწესებასაც.

Zaleucusროგორც აღვნიშნეთ ზალეუკოსის კანონში სულ ორი ცვლილება შევიდა.

კანონში ეწერა: „თვალის ამომთხრელი თვითონ კარგავს თვალს“ შესწორებულ კანონს დაემატა „… თუ ვინმე ცალთვალას თვალს ამოთხრის –  ორივე თვალს დაკარგავს“. ყველა დაეთანხმა ამ ცვლილებას – როგორც სამართლიანს. მეორე შესწორება ასეთი იყო: „ვინც ცოლს უშვილობის გამო შორდება, მას უფლება აქვს ახალი ცოლის მოყვანისა“, შესწორება კი ასე გამოიყურებოდა „… მაგრამ არა ყოფილ ცოლზე უმცროსისა“.