„სოციალური კაპიტალის“ კონცეფცია სოციოლოგმა ჯეიმს ს. კოულანმა შემიმუშავა. მისი მიზანი სოციალური ქსელების მნიშვნელობის განხილვაა. (e.g., Coleman, 1988.) მოგვიანებით, პოლიტოლოგმა რობერტ პატნამმა გამოთქვა აზრი, რომ დემოკრატიები კარგად ფუნქციონირებენ თავისი სოციალური კაპიტალის პროპორციულად და რომ სოციალური კაპიტალი აშშ-ში კლებას განიცდიდა. (2000) წიგნში „მარტო ბოულინგი“ პატნამი განმარტავს, „მაშინ როცა ფიზიკური კაპიტალი ფიზიკურ ობიექტებთანაა კავშირში, ხოლო ადამიანური კაპიტალი ინდივიდების საკუთრებასთან, (ისეთს, როგორიცაა მაგალითად – უნარები) სოციალური კაპიტალი ადამიანებს შორის კავშირებს, სოციალურ ქსელებსა და მათგან წარმოქმნილ ურთიერთქმედების ნორმებსა და სიმყარეს შეესაბამება. ამ თვალსაზრისით, სოციალური კაპიტალი მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ფენომენთან, რასაც ზოგი „სამოქალაქო ნებას“ უწოდებს. განსხვავება ისაა, რომ „სოციალური კაპიტალი“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სამოქალაქო ნება ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც ორმხრივი საზოგადოებრივი ურთიერთობების მჭიდრო ქსელშია ჩანერგილი.
მას უკავშირდება „კოლექტიური ეფექტიანობის” იდეა, რომელიც სოციოლოგმა რობერტ სამპსონმა და მისმა კოლეგებმა განავითარეს; აქ იგულისხმება სოციალური ქსელების გამოყენება, ან მათი გამოყენების შესაძლებლობები ისეთ ზოგად პრობლემასთან მიმართებაში, როგორიცაა დანაშაული. სამპსონი გამოთქვამს აზრს, რომ კოლექტიური ეფექტიანობის დონე მნიშვნელოვნად განაპირობებს ცხოვრების ხარისხს საზოგადოებებში“. როდესაც მთავრობები და გაერთიანებები გაცილებით უკეთ ფუნქციონირებს მაშინ, როცა ხალხი სოციალურ ქსელებს საზოგადოებრივი მიზნებისათვის იყენებს, სამოქალაქო განათლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ის მიმართულია იმისკენ, რომ ხალხმა თავად სოციალური ქსელების შექმნაში, შეფასებასა და დაცვაში.
თარგმნა მაკა ალანიამ