ჰანა არენდტი

hana arendtiჰანა არენდტი გერმანიის ქალაქ ჰანოვერში 1906 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. ადრეული ასაკიდან ძალინ დიდ ინტერესს იჩენდა კითხვის მიმართ, დაინტერესებული იყო კანტის ფილოსოფიითა და გოეთეს შემოქმედებით. შესაძლოა კიერკეგორის ფილოსოფიით გატაცებამ გამოიწვია თეოლოგიაზე არჩევანის გაკეთება. სწავლა არენდტმა მარბურგის უნივესრიტეტში განაგრძო, სადაც ასწავლიდა მარტინ ჰაიდეგერი, რომელიც იმ დროისთვის ეგზისტენციურ ფილოსოფიაზე მუშაობდა. მარბურგში სწავლის წლებიდან დაიწყო არნედნტისა და ჰაიდეგერის ხანგრძლივი ურთიოერთობა. ჰაიდეგერის ფენომენოლოგიურმა მეთოდმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არენდტის შრომაზე. მან ჰუსერლთან ერთად დაიწყო ამ მეთოდის შესწავლა და ჰაიდელბერგის უნივესტიტეტის სტუდენტი გახდა, აქვე სწაველობდა კარლ იასპერსი, რომლის ხელმძღვანელობითაც მან დისერტაცია დაწერა წმინდა ავგუსტინეს სიყვარულის კონცეფციასთან დაკავშირებით. არენდტის პოლიტიკური აზროვნების უნიკალური მიდგომა მისი განათლებიდან და ფენომენოლოგიურ მეთოდიდან წარმოიშვა. სხვა ტიპიური პოლიტიკური ნაშრომებისგან განსხვვაბეით, რომლებიც უმეტესწილად ემპირიული მონცემების ან ზოგადი პოლიტიკური კონცეფციების ანალიზით იწყებოდა არენდტი დასაწყისშიო პრიორიტეტს ანიჭებდა ადამიანის ცხოვრებას თავისი ფაქტორბივი ბუნებით, იყენებდა ფენომენოლოგიურ მეთოდს, რომლის თანამხად, საგნები თავის თავს უბრუნდებიან. არენდტი ცდილობდა გამოევლინა პოლიტიკური გამოცდილების ფუნდამენტური სტრუქტურები, ან პოლიტიკური არსებობა თავისი, სხვებისგან დამოუკიდებელი. კონკრეტული არსის გათვალისწინებით, 1929 წელს არენდტი გიუნტერ შტერნზე დაქორწმინდა. გერმანიაში ანტისემიტიზმის გამძაფრების ხანა იყო და არნედტმა დაიწყო იმ პროექტის განხორცილება, რომელიც მას გერმანულ ნაციონალიზმსა და უმცირესობას შორის კონფლიქტის გააზრებაში დაეხმარებოდა. წიგნი – ებრაელი ქალის ცხოვრება აღწერდა ებრაული სალონის მეპატრონეს ბიოგრაფიას, რომელმაც ადრეულ 1800 წელს ქრისტიანობა მიიღო. 1958 წლამდე წიგნი გამოუქვეყნებელი რჩებოდა. 1933 წელს, ნაციონალური სოციალიზმის ზრადსთან ერთად არენდტი პოლიტიკურად გააქტიურდა. გერმანულ სიონისტურ ორგანიზასიათან ერთად, მან ხელი შეუწყო ნაციზმის მსვერპლთა შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას რის გამო გესტაპომ დააკავა. მაგრამ არენდტმა გესტაპოს თავი დააღწია და პარიზში გაიქცა. პარიზში ჰანამ განაგრძო პოლიტიკური მოღვაწეობა, რაც ებრაელი ბავშვების გერმნაიიდან პალესტინაში გადაყვანასთან იყო დაკავშირებული. 1939 წელს არენდტი მეუღლეს გაშორდა და ჰეინრიხ ბლუხერზე დაქორწინდა. გერმაიიდან პოლიტიკური დევნილი და კომუნისტი ბლუხერი როზა ლუქსემბურგის სპარტაკუსის ლიგაში მოაღვწეობდა, ქორწინებიდან 6 თვეში წყვილი სამხრეთ საფრანგეთში დააშორეს. ეს ბევრი გერმანიიდან დევნილის ბედისწერა გახდა მას შემდეგ, რაც ვერმახტი შემოიჭრა. არედნტმა აქაც გაქცევა მოახერხა და ბლუხერს შეუერთდა და 1941 წლის მაისში მან თავშესაფარი ამერიკაში იპოვა.

მეორე მსოფლიო ომის პეიროდში არენდტი ნიუ იორკში ცხოვრობდა და აქვეყნებდა ნაშრომებს, რომლებიც ტოტალიტარიზმის აფუძვლების სახელწოდებით გამოქვეყნდა. წიგნმა დიდი გამოხმარურება მოიპოვა და არნედტი მნიშვნელოვან ცნობილ ფიგურად აქცია. ნიუ იორკში არნედტი ორ ინტეელქტუალურ წრეში მოღვაწეოდა, ადრეული ნაშრომები იბეჭდებოდა ებრაულ საზოგადობივ სამეცნიერო ჟურნალში. სხვა გამოცემებში ის აქვეყნებდა სტატიებს ებრაული სამხედრო ძალების მხარდასაჭერად. იყო ერთ-ერთი ებრაული გამომცემლობის რედატორი. მეორე ინტელექტუალური წრე დაკავშირებული იყო პარტიზანულ მიმოხილვასთან.

1952 წელს არენდტმა მარქსისა და ტოტალიტარიზმის სწავლასთან დაკავშირებით გუგენჰეიმის გრანტი მიიღო. დაიწერა სამი წიგნი „ადამიანური მდგომარეობა“ (1958), „წარსულსა და მომავალს შორის“ (1961) და „რევოლუციის თაობაზე“ (1968) სადაც გამოჩნდა ფენომენოლიოგური მეთოდის პოირობებში პოლიტიკური ფილოსოფიის რეკონსტრუქციის მისწრაფება. წინააღმდეგობრივი ნაშრომი „მოსაზრებები ლითლ როქზე“ ახლად გაატიურებულ შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებს განიხილავდა. არენდტი აკრიტიკებდა აღმასარულებელი ხელისუფლების ძალმომრეობას და იმას, რასაც „იმპერიალისტურ მმართველობას“ უწოდებდა. გამოდიოდა ვიეტნამის სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ. არნედტი იყო პირველი ქალი მეცნიერი, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტში სრული პროფესორი გახდა. ყველაზე დიდი ხმაური 1963 წელს გამოცემულ ნაშრომს „ეიჰმანი იერუსალიმში“ მოყვა. ავტორი, როგორც ნიუ იორკერის კორესპონდენტი, განიხილავდა ისრეალში მიმდინარე ეიჰმანის სასამართლო პროცესს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეიპყრეს, ლეიტენანტ პოლკოცნიკი, რომელსაც ებრაელების სიკვდილის ბანაკებში განთავსება ედებოდა ბრალად. ავტორი წერდა, რომ ეიჰმანს არ ამოძრავებდა ბოროტების კეთების სადისტური სურვილი, მაგრამ ის აზრს მოკლებული, ფაუფიქრებელი იყო და არ ფიქრობდა იმაზე, თუ რას ჩადიოდა. ბოროტების ბანალურობის მისეული არენდტისეული კონცეფცია გახდა მასსა და ებრაულ გაერთიანებას შორის უთანხოების მიზეზი, რდაგან ბევრის მიერ წაკითხულ იქნა როგორც ეიჰმანის გამართლება და ებრაელთა უდანაშაულობის კითხვის ქვეშ დაეყნება. არენდტი ღელავდა იმის გამო, რომ ცნობიერ და რაციონალურ აზორვნებასთან შეჯერებული ქმედება მოდერნიზაციასთან ნაციონალიზმისა და მიკერძოებულობის გამო ფეხრდებოდა. არენდტის ნაშრომების უმეტესობა შეისწავლიდა თანაზიარ სამყაროსა და მაშში ჩაბუდებულ თავისუფლების პასუხიმსგებლობათა არსს. ეიჰმანის პროცესთან დკაავშირებული ნაშრომების შემდეგ დაიწყო არენდტის ლექციათა სერია განაჩენთან, ნეო კანტიანუტ ჭვრეტასთან დაკავშირებით, რაც გახდა მისი ცნობილი ნაშრომის „გონების ცხოვრების“ ნაწილი. შოტლანდიაში ერთ-ერთი ლექციის კითხვის დროს არენდტს გულის შეტევა დაემართა. შეტევა 1975 წელს, 4 დეკემბერს ნიუ იორკში გამეორდა და ფატალური აღმოჩნდა.

არენდტის ცხოვრება გახდა არტურ კოენის ნაწარმოების შთაგონების წყარო. წიგნში კოენმა არენდტის პიროვნული ბრძოლა და რომანტიზმით სავსე ცხოვრება აღწერა. სიცოცხლის მანძილზე არენდტი ცდილობდა საზოგადოებრივი აზრისგან დაეცვა პირადი ცხოვრება და ნაკლებად ჩნდებოდა ინეტრევიუებით პრესასა და ტელევიზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი გამორჩეული ინტელექტუალად ითვლებოდა, არენდტი უარყოფდა ანგლო-ამერიკული ფილოსოფური ტენდენციების პრაგტმატულ, ემპირიულ და ლიბერალურ ბუნებას. მისმა ნაშრომებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია პოლიტიკურ თეორიაზე. 1975 წელს ევროპული ცივილიზაციისთვის გაწეული წვლილისთვის დანიის ხელისუფლებამ ის სონინგის პრემიით დააჯილდოვა. არენდტი პირველი ქალბატონი და პირველი ამერიკელი იყო, ვინც სონინგის პრემიით დაჯილდოვდა.

ბორის პასტერნაკი (1890 – 1960)

1980578_10203124953822327_354664923_n (1)„ჩვენ ხშირად ვერ აღვიქვამთ სინამდვილეს. ის წარმოგვიჩნდება ხოლმე ახალ უნცობ კატეგორიაში. ეს კატეგორია, მხოლოდ თავისივე კუთვნილება გვგონია და არა ჩვენი მდგომარეობა, რომლის გარდა თითქოს უკვე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, თითქოს მარტო ჩვენი მდგომარეობა დარჩა უსახელო და ახალი. ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ შევურჩიოთ რაიმე სახელი ამ მდგომარეობას და გამოდის მხოლოდ ერთი – ხელოვნება!

ბორის პასტერნაკი.

პასტერნაკი მოსკოვში, ებრაელ ინტელიგენტთა ოჯახში 1890 წელს დაიბადა. მამა – მხატვარი, ლეონიდ პასტერნაკი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი იყო. დედა – პიანისტი როზალია პასტერნაკი. მშობლები ბორისის დაბადებამდე ერთი წლის ადრე ოდესიდან მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად.

პასტერნაკის ოჯახი მეგობრობდა ცნობილ მხატვრებთან, ისააკ ლევიტანთან, მიხეილ ნესტეროვთან, ვასილი პოლენოვთან, ნიკოლაი გესთან. სახლში სტუმრობდნენ მუსიკოსები და მწერლები, მათ შორის ლევ ტოლსტოიც. 1900 წელს რაინერ რილკემ მოსკოვში ვიზიტისას გაიცნო პასტერნაკების ოჯახი. 13 წლის ასაკში მომავალი პოეტი, ცნობილი კომპოზიტორის სკრიაბინის შემოქმედების გავლენით მუსიკით დაინტერესდა. შემორჩენლია პასტერნაკის ორი სონატა ფორტეპიანოსთვის.

13 წლის ასაკში პასტერნაკმა ცხენით ჯირითის დროს ფეხი მოიტეხა და მსუბუქი კოჭლობა პოეტს მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა. ამ ფაქტის გამო ის საბრძოლო ვალდებულებისგან განთავისუფლდა. ცხოვრების ამ ეპიზოდს პოეტი, შემდგომ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა.

1901 წელს პასტერნაკმა მოსკოვის მე-5 გიმნაზიაში ჩააბარა და ოქროს მედლით დაამთავრა. საბოლოოდ მომავალმა პოეტმა თქვა უარი მუსიკოსის პროფესიულ კარიერაზე. მოგვიანებით პასტერნაკი იტყვის: „მე ვერ ვაპატიე ჩემ თავს სრულყოფილი სმენის არქონა, ამიტომაც ჩემს მუსიკალურ კარიერას საბოლოო ვერდიქტი გამოვუტანე“. 1908 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მოგვიანებით ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა. 1912 წლის ზაფხულში ფილოსოფიას სწავლობდა გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტში პროფესორ ჰერმან კოგენის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდშივე პასტერნაკმა ცოლობა შესთავაზა იდა ვისოცკაიას, მაგრამ უარი მიიღო. ეპიზოდი აღწერილია ლექსში − „მარბურგი“. იმ წელსვე პასტერნაკი მშობლებთან და დებთან ერთად ვენეციას ეწვია. მომავალში ვენეციის შთაბეჭდილებები თავის შემოქმედებაშიც ასახა.

პასტერნაკი მოსკოვის ლიტერატორთა წრეში იწყებს შესვლას. უახლოვდება პოეტ ვლადიმირ მაიაკოვსკის, რომლის შემოქმედება და პიროვნული თვისებები მასზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. მოგვიანებით 1920-იან წლებში, უკავშირდება მაიაკოვსკის ჯგუფს − „ლეფი“, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რევოლუციის შემდეგ პასტერნაკი პრაქტიკულად არცერთ გაერთიანებაში არ შესულა და დამოუკიდებელი პოზიცია ეკავა.

პასტერნაკის პირველი ლექსები 1913 წელს გამოქვეყნდა. პირველი წიგნი – „ტყუპი ღრუბლებში“ იმავე წელს დაიბეჭდა. თავად პოეტი შემოქმედების პირველი ნაბიჯებით უკმაყოფილო იყო.

ჯარში სავარაუდო გაწვევის გამო პასტერნაკმა 1916 წელი ურალში გაატარა, სადაც ვსევოლოდ ვილვენსკის ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა.

პასტერნაკის მშობლებმა და დებმა ლუნაჩარსკის პირადი შუამდგომლობით დატოვეს საბჭოთა კავშირი და ბერლინში გადავიდნენ საცხოვრებლად. იწყება პასტერნაკის აქტიური მიმოწერა ოჯახთან და ემიგრირებულ მწერლებთან. კერძოდ, მარინა ცვეტაევასთან, ხოლო მისი მედიატორობით რაინერ რილკესთან. 1922 წელს პოეტი მხატვარ ევგენია ლურიეზე დაქორწინდა.

20-იანი წლების დასასრულს მოდის მოკლე პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირის მთავრობა და ლიტერატურული გარემო ოფიციალურად აღიარებს პასტერნაკის შემოქმედებას. პოეტი აქტიურ მონაწილეობას იღებს სსრკ-ს მწერალთა კავშირის მოღვაწეობაში, გამოდის სიტყვით კავშირის პირველ ყრილობაზე 1934 წელს, სადაც ბუხარინმა ოფიციალურად გაახმოვანა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ პასტერნაკი საბჭოეთის საუკეთესო პოეტად ეღიარებინათ.

1335 წელს პოეტი მონაწილეობას იღებს პარიზში მიმდინარე მწერალთა საერთაშორისო კონგრესში, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისადმი იყო მიძღვნილი.

1936 წელს აქვეყნებს ორ ლექსს, რომლებიც განმსჭვალულია სტალინისადმი აღფრთოვანებით, თუმცა, ძალიან მალე მთავრობის მხრიდან პოეტისადმი დამოკიდებულება ნეგატიურად იცვლება. მას ადანაშაულებენ „მსოფლმხედველობაში, რომელიც არ შეესაბამება ეპოქას“. კატეგორიულად მოითხოვენ პოეტისაგან თემატურ და იდეოლოგიურ გარდაქმნას. რაც უფრო შორდებოდა პოეტი საბჭოთა კავშირს და მის რეჟიმს იდეურად და მსოფლმხედველობით, მით უფრო მეტ ტრაგიკულ ელფერს იძენდა მისი პოეზია. 30-იანი წლების ბოლოს პასტერნაკი პრაქტიკულად თარგმნებით იყო დაკავებული. თარგმნიდა შექსპირს, გოეთეს, შილერს. ამ პერიოდში პოეტმა საქართველოშიც იმოგზაურა. დაუმეგობრდა  ტიციან ტაბიძეს, კოლაუ ნადირაძეს, პაოლო იაშვილს; თარგმნა მათი პოეზია. საქართველოსადმი სიყვარული პოეტმა – „მხატვარ“-სა და „მგზავრის ჩანახატებ-ში“ გამოხატა.

1937 წელს პოეტმა სამოქალაქო სიმამაცე გამოავლინა და არ მოაწერა ხელი ტუხაჩევსკის დახვრეტას, დემონსტრაციულად მოინახულა რეპრესირებული მწერლის – ბორის პილნიაკის სახლი. როგორც შეეძლო მატერიალურად ეხმარებოდა ემიგრირებულ მწერლებს.

პასტერნაკის რომანი „ექიმი ჟივაგო“ 10 წლის მანძილზე იქმნებოდა, 1945-დან 1955 წლამდე. თავად მწერლის აზრით „ექიმი ჟივაგო“ მისი შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს. ნაწარმოები სამოქალაქო ომის ფონზე.  რუსული ინტელიგენციის დრამატულ პერიოდს ასახავს. რომანი განმსჭვალულია მაღალი პოეტურობით, მასში ჩართულია მთავარი პერსონაჟის, იური ჟივაგოს ლექსები. პასტერნაკმა არაერთხელ გადააკეთა რომანის სათაური. სხვადასხვა ვერსიები იყო „რუსი ფაუსტის გამოცდილება“ „არა სიკვდილს“, „სანთელი იწვოდა“. რომანი ეხება ადამიანის არსებობის იდუმალ, ეგზისტენციალურ საკითხებს, სოცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებებს, ქრისტიანულ და ებრაულ ფილოსოფიას. საბჭოთა კავშირში ნაწარმოებს როგორც მთავრობის, ისე ლიტერატურული წრეების მხრიდან უკიდეურესად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორი, საბჭოთა მწერალი და პოეტი კონსტანტინ სიმონოვი, პასტერნაკისთვის ტრიბუნასთან სიტყვის აკრძალვის წინადადებით გამოვიდა. რომანის პუბლიკაციამ ჯერ იტალიაში და შემდგომ ბრიტანეთში პასტერნაკი საბოლოოდ საბჭოეთისთვის მიუღებელ ლიტერატურად აქცია. საბჭოთა კავშირის ბეჭდვით მედიაში პოეტზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო. პასტერნაკი დაუყონებლივ გარიცხეს მწერალთა კავშირიდან და მისი საბჭოთა კავშირიდან გასახლება მოითხოვეს.

ნობელის პრემია

1946 წლიდან პასტერნაკი პრაქტიკულად ყოველ წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. 1958 წელს, მისი კანდიდატურა წინა წლის ნობელიანტმა, ფრანგმა მწერალმა ალბერ კამიუმ წარადგინა. პასტერნაკი, ლიტერატურის დარგში ივანე ბუნინის შემდეგ, გახდა ნობელის პრემიის მეორე ლაურეატი რუსეთიდან

პასტერნაკისთვის პრემიის გადაცემას უკიდურესად შეხვდა როგორც საბჭოთა მთავრობა, ისე მწერალთა კავშირი. მწერალ სერგეი სმირნოვის სიტყვები:

„…როგორ მოახერხა ნობელის კომიტეტმა ვერ შეემჩნია ტოლსტოი, მაქსიმ გორსკი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, მიხეილ შოლოხოვი, სამაგიეროდ მშვენიერად შეამჩნიეს ბუნინი და მას შემდეგ, რაც ემიგრაციაში გადაიხვეწა და საბჭოთა ხალხის მტრად იქცა. ახლაც დაახლოებით იგივე – ოცდაათი ვერცხლი გამყიდველს“.

პრემია პასტერნაკს ლირიკულ პოეზიაში განსაკუთრებული ნიჭისა და მიღწევებისათვის გადაეცა, მაგრამ საბჭოთა მთავრობა ყველანაირად ცდილობდა, რომ დიდი ხნით შენარჩუნებულიყო განწყობა, თითქოს მხოლოდ „ექიმი ჟივაგო“, როგორც ანტისაბჭოთა რომანი გახდა უმაღლესი ჯილდოს მიღების მიზეზი. ხელოვანმა ვერ გაუძლო ზეწოლას, როგორც მთავრობის, ისე ლიტერატურების მხრიდან და იძულებული იქნა უარი ეთქვა პრემიაზე. შვედეთის აკადემიისათვის გაგზავნილ ტელეგრამაში, პასტერნაკი წერდა: „იმის გათვალისწინებით რა საზოგადოებასაც მე ვეკუთვნი, მე უარი უნდა ვთქვა პრემიაზე. უაღრესად მადლიერი ვარ დაფასებისთვის და ჯილდოსთვის. ნუ მიიღებთ შეურაცხყოფად ჩემ უარს პრემიის ოფიციალურ მიღებაზე“.

პასტერნაკის დევნის შწყვეტის ინიციატივით ჯავაჰარლალ ნერუმ და ალბერ კამიუმ ნიკიტა ხრეშროვთან მას პირადად უშუამდგომლეს. მაგრამ ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა. მწერალთა კავშირში მისი აღდგენა, არც კი განიხილებოდა.

მალე ხელოვანს ფილტვების სიმსივნე დაუდგინეს. დაავადებამ პასტერნაკი ბოლო წლებში ლოგინს მიაჯაჭვა.

პასტერნაკის ბიოგრაფი, დიმიტრი ბიკოვი წერს, რომ საბჭოთა მთავრობა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ პოეტი არ ყოფილიყო ბედნიერი იმ საზოგადოებაში, რომელსაც იგი მიეკუთვნებოდა და მთელ პასუხისმგებლობას მის სიკვდილში მთავრობას აკისრებს.

პასტერნაკი პერედელკინოში 1960 წლის 30 მაისს სიმსივნით გარდაიცვალა. 2 ივნისს, ცნობილ პოეტს უამრავმა ხალხმა მიაგო პატივი და უკანასკნელ გზაზე გააცილა.

მასალა მოამზადა გიორგი ბოჯგუამ