(დ. 1882, სოფელი მეჯვრისხევი (გორის მაზრა)). ტომით ქართველი. მასწავლებელი
პარტიული რწმენა – სოციალ-დემოკრატი
დავამთავრე
ქ.
ხარკოვის
უნივერსიტეტის
ისტორიულ-ფილოლოგიური
ფაკულტეტის
ისტორიული
ნაწილი
თფილისის ადრესი – გოლოვინის პროსპექტი, №12.
ძველი
რეჟიმის
დროს
ვმასწავლებლობდი.
1912 წელს ვიყავ დატუსაღებული
და
გადაცემული
სამხედრო-საოლქო
სასამართლოზე
არსებულ
წესწყობილების
წინააღმდეგ
პროპაგანდა-აგიტაციის
გაწევისთვის.
სასამართლომ
ბრალდება
დაუმტკიცებლად
სცნო.
(დ. 2 აგვისტო, 1886, სოფ. მაღლაკი (ქუთ. მაზრ.)). საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (სოციალისტ-რევოლუციონერი).
პირველ დაწყებითი სწავლა მიიღო იმავე სოფლის სამრევლო შკოლაში. 1906 წელს დაასრულა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელი და მასთან არსებული პედაგოგიური კურსები.
1907 წლის მარტიდგან დაიწყო სახალხო მასწავლებლობა. მსახურობდა ს. ბასილეთში (ოზურ. მაზრ.), საჩხერეში (შორაპ. მაზ.), მაღლაკში (ქუთ. მაზ.). 1914 წელს გამოცთის საშვალებით შეიძინა უმაღლესდაწყებითი სასწ. მასწავლებლის წოდება. ამის შემდეგ სხვა და სხვა ადგილებზე მსახურებდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლებში (ართვინი, სუფსა, ლანჩხუთი). უკანასკნელათ 1917 წელს მოწვეულ იქმნა ქუთაისის უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის მასწავლებლათ, სადაც დღემდის ირიცხება სამსახურში.
(დ. 14 თებერვალი, 1887, სოფ. ნახუნაოში (სამეგრელო, სენაკის მაზრა ქუთაისის გუბერნიისა – გ. 27 ივნისი, 1962). ქართველი, სოციალისტ-ფედერალისტი. მასწავლებელი.
თფილისის ადრესი: ყიფიანის ქ. № 13
საშვალო განათლება მიუღია ქუთაისისა და თფილისის ქართულ გიმნაზიებში, უმაღლესი მოსკოვის უნივერსიტეტში.
სტუდენტობიდანვე ეწეოდა პარტიულსა და საზოგადო კულტურულ მუშაობას. სტუდენტთა ორგანიზაციების გამგეობათა წევრად იყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქუთაისის ქართულს გიმნაზიაში მასწავლებლობასთან ერთად მუშაობდა ქუთაისის დრამატიულ საზოგადოებაში, ჯერ გამგეობის წევრად, შემდეგ თავმჯდომარის ამხანაგად და ბოლოს თავმჯდომარედ ხსენებულ გამგეობისა. ამავე დროს იყო ს. ფ. გუბერნიის კომიტეტის წევრად, ქალაქის საბჭოს ხმოსნად, მასწავლებელთა კავშირის გამგეობის წევრად.
თანამშრომლობდა ქართულს პრესაში
(სახალხო საქმესა, „ხალხის მეგობარსა“ და მათ წინამორბედ ორგანოებში), სადაც მოუთავსებია
საზოგადო და სპეციალური ხასიათის (ხელოვნების შესახებ – სათეატრო დარგში) წერილები.
ადმინისტრაციის კლანჭებს დასხლტომია რამდენჯერმე ბედნიერ შემთხვევათა გამო, მათ შორის
ერთხელ სოფელში 1905 წლის რევოლუციის მიწურულში მაშინდელ მთავრობისა და წესწყობილების
წინააღმდეგ საჯარო გამოსვლისათვის მის დასაჭერად გამოწვეულ „სტრაჟნიკებს“ მოსკოვისკენ
გაასწრო და მეორედ თფილისში ბინის გაჩხრეკის დროს უვიცმა პოლიციელმა ლეგალური და არალეგალური
ლიტერატურა ერთმანეთში ვერ გაარჩია, რასაც მაშინდელ პირობებში გადასახლება უნდა მოყოლოდა.
(დ. 16 ივნისსი, 1880, სოფ. კასპი, გორის მაზრა). ქართველი. მასწავლებელი.
თფილისის ადრესი: ფასანაურის შესახვევი №4.
სოციალ-დემოკრატი
გავათავე 4 კლასი სათავ.-აზნაურო სკოლაში, 5-8 კლასი თბილისის მე-3 გიმნაზიაში, შემდეგ დავასრულე პეტროგრადის უნივერსიტეტი.
პარტიული მუშაობა დავიწყე 1902 წელში; ვეწეოდი პროპაგანდას მუშათა წრეებში, ვწერდი და ვავრცელებდი პროკლამაციებს, ვეწეოდი აგიტაციას, გაფიცვებს ვხელმძღვანელობდი, დემონსტრაციების და მანიფესტაციებისაკენ მოუწოდებდი. მონაწილეობას ვიღებდი მარქსისტულ პრესაში.
სტუდენტობის დროს (1900-4) მოძრაობაში მონაწილეობისათვის სამჯერ ვიყავ დატუსაღებული და სამჯერ უნივერსიტეტიდან გამორიცხული. 1905 წლის შემდეგ კიდევ სამჯერ ვიჯექი ციხეში; ორჯელ თბილისიდან გადასახლებული.
1903 წლიდან მოყოლებული დღევანდლამდე განუწყვეტლივ ვიღებდი მონაწილეობას მარქსისტულ მიმართულების ჟურნალ გაზეთებში (ჟურნ. „კვალიდან“ მოყოლებული) ვათავსებდი პუბლიცისტურ, პოპულარულ სამეცნიერო და კრიტიკულ წერილებს.
პარტიულ მუშაობის გარდა ვიყავ მასწავლებლათ. რევოლუციის დაწყებისას კავკასიის დროებითმა მთავრობამ დამნიშნა სამოსწავლო ოლქის კომისრათ ვიყავ გაზ. „Борьба“-ს რედაქტორათ. დღეს „ერთობის“ რედაქტორი ვარ.
ძველ დროში, როდესაც ადამიანებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სამუშაო იარაღები, ელადის ქალაქ ათენში ცხოვრობდა ერთი მოქანდაკე და არქიტექტორი – დედალოსი. მასზე ამბობდნენ, მარმარილოსგან ისეთ ქანდაკებებს ქმნის, ცოცხალი ადამიანები გეგონებაო. დედალოსმა ასწავლა ბერძნებს ტაძრების აგება და კედლის სისწორის დაცვაც ძაფზე დაკიდული ქვის მეშვეობით.
დედალოსს ერთი შეგირდი ჰყავდა, მისი დისშვილი – ტალოსი. ტალოსი ბიძის მსგავსად გამომგონებლის ნიჭით იყო დაჯილდოვებული. თევზის ფარფლებმა მას ხერხის შექმნა შთააგონა, წრის დასახატად ფარგალი გამოიგონა; ფარგლის მეშვეობით ხის ნაჭერზე წრე დახაზა; შემდეგ გამოთალა, გამოთლილ ხის ნაჭერს ტრიალი აიძულა და ახალი გამოგონებაც, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი დაზგაც მზად იყო.
დედალოსი მოსწავლის წარმატებებმა შურით აღავსო და მისი მოკვლა განიზრახა. მასწავლებელმა ტალოსი ათენის აკროპოლისის მაღალ კლდეზე აიყვანა, მასთან ერთად კლდის კიდესთან დადგა და მოსწავლეს ხელი ჰკრა. დედალოსის დანაშაული გამჟღავნდა. აეროფაგმა მას სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანა. სიკვდილისთვის თავი რომ დაეღწია, დედალოსმა ათენი დატოვა და კუნძულ კრეტაზე გაიქცა.
იმ დროს კრეტას მეფე მინოსი მართავდა. მეფემ სიხარულით მიიღო დევნილი არქიტექტორი და მინოტავრისთვის უზარმაზარი შენობის, ლაბირინთის აგება დაავალა. მინოტავრი ნახევრად ადამიანი და ნახევრად ხარი იყო, სწორედ მისთვის უნდა შეექმნა დედალოსს სასახლე. სასახლის უამრავ ოთახსა და მიწისქვეშა გასასვლებებში მოხვედრილი ადამიანი უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ იპოვიდა.
მრავალი წელი გაატარა დედალოსმა კუნძულ კრეტაზე. სამშობლოში დაბრუნების ფიქრი მას მოსვენებას არ აძლევდა. კრეტის მეფეს არ სურდა სახელოვანი არქიტექტორის სამშობლოში გაშვება. დედალოსი მიხვდა რომ. უკვე მეფე მინოსის სტუმარი კი არა ტყვე იყო. დედალოსმა კუნძულის დატოვება მტკიცედ გადაწყვიტა, ხშირად მიდიოდა ზღვის სანაპიროზე, ჩამოჯდებოდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ დაეღწია თავი მეფე მინოსის ტყვეობიდან. გამოსავალი დიდხანს არ ჩანდა. ერთხელ დედალოსმა მზერა ზეცას მიაპყრო და გაიფიქრა, „ტყვეობას თავს ვერც ზღვით და ვერც ხმელეთით ვერ დავაღწევ, ხსნის ერთადერთი გზა ცა არის, ადამიანსაც ხომ შეუძლია ჩიტივით ფრენა“.
დედალოსმა გადავწყვიტა თავისი ფიქრი რეალობად ექცია. ფრინველების სხვადასხვა ზომის ფრთები შეაგროვა ბულბულები ერთმანეთს სელის ძაფით გადააბა, ბოლოები კი სიმყარისთვის ცვილით გაამაგრა. სამუშაო დასრულდა. ფრთები მზად იყო. დედალოსმა ფრთები მხრებზე მიიმაგრა და ცაში აიჭრა.
გაკვირვებული შესცქეროდა დედალოსის ვაჟი იკაროსი მამის ფრენას უზარმაზარი ფრინველივით რომ აიჭრა ცაში და კამარა შეკრა. მასაც მოუნდა ცაში ნავარდი, მამას სთხოვა, მისთვისაც დაემზადებინა ფრთები და თან წაეყვანა. დედალოსი დათანხმდა.
კრეტიდან გაფრენის დღეც დადგა. დედალოსმა შვილი თავისთან იხმო და ფრენის წინ ასე დაარიგა: „ფრთხილად იფრინე იკაროს, ნუ დაეშვები ზღვის ზედაპირთან ახლოს, რადგან წყალმა შესაძლოა ფრთები დაგისველოს და ნურც ძალზე მაღლა აიჭრები ცაში,. მზე ცვილს დაადნობს და ბუმბული დაგცვივდება. მე გამომყევი და ნუ ჩამომრჩები“. დედალოსმა და იკაროსმა ფრთები ზურგზე მიიმაგრეს და ცაში აიჭრნენ. ვინც ხმელეთიდან მათ ჩიტივით ფრენას შეჰყურებდა ფიქრობდა რომ ორი ღმერთი მისრიალებდა ცის ლაჟვარდზე. იკაროსი ფრენით გაერთო, გათამამდა, სულ უფრო ძლიერად იქნევდა ფრთებს. დაივიწყა მამის დარიგება და ზეცაში სულ უფრო მაღლა და მაღლა აიჭრა. მცხუნვარე მზემ ცვილი გაადნო. იკაროსს ფრთები დასცვივდა და უზარმაზარი სიმაღლიდან ზღვაში ჩავარდა.
დიდხანს დაეძებდა დედალოსი შვილს, მაგრამ ზღვის ტალღებზე მხოლოდ ბულბული ლივლივებდა. დედალოსი უახლოეს კუნძულზე დაეშვა ფრთები დატეხა და საკუთარი ქმნილება, რომელმაც თავისუფლება მიანიჭა, მაგრამ შვილი დააკარგვინა სამუდამოდ დასწყევლა. სულ მალე ზღვამ ნაპირზე იკაროსის სხეული გამორიყა. მამამ შვილი კუნძულზე დაკრძალა და იმ დღიდან კუნძულს სადაც იკაროსი განისვენებს იკარია ეწოდა.
ადამ სმიტი იყო შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი. მისი წიგნი „ერების სიმდიდრე“, რომელშიც ის დაწვრილებით აღწერს პოლიტიკური ეკონომიკის პირველ სისტემას, მიიჩნევა „კაპიტალიზმის ბიბლიად“.
ადამ სმიტი დაიბადა 1723 წელს, შოტლანდიის პატარა სოფელ კერკოლდიში. 14 წლის ასაკში სწავლა დაიწყო გლაზგოს უნივერსიტეტში, ხოლო 1740 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
1748 წლიდან, ადამ სმიტი საჯარო ლექციებს კითხულობდა ედინბურგის უნივერსიტეტში, 1752 წელს კი გახდა მორალის ფილოსოფიის კათედრის გამგე გლაზგოს უნივერსიტეტში.
1759 წელს, ადამ სმიტმა გამოაქვეყნა „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“. 1764 წელს ის ბაკლიუს ჰერცოგის მასწავლებლად მიიწვიეს. შემდეგი ორი წლის განმავლობაში, ადამ სმიტი თავის მოსწავლესთან ერთად მოგზაურობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ამ მოგზაურობისას, მან გაიცნო თავისი თანამედროვე სახელგანთქმული მოაზროვნეები: ვოლტერი, ჟან-ჟაკ რუსო, და რობერ ჟაკ ტიურგო, ფრანსუა კენე, ბენჯამინ ფრანკლინი.
ადამ სმიტმა ჰერცოგის სამსახურისთვის მიიღო სამუდამო პენსია. ის გაემგზავრა მშობლიურ სოფელ კერკოლდიში, რათა დაეწერა „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, რომელსაც შემოკლებულად უწოდებენ „ერების სიმდიდრეს“. წიგნი გამოქვეყნდა 1776 წელს და მიიჩნევა, რომ არის პოლიტიკური ეკონომიკისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომი. „ერების სიმდიდრე“, კლასიკური ეკონომიკის ფუნდამენტური ნაშრომი, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან წიგნს, რაც კი ოდესმე დაწერილა.
ადამ სმიტი ამტკიცებდა, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ყველაზე მეტად პროდუქტიული და სასარგებლოა საზოგადოებისთვის. ის მხარს უჭერდა ისეთ ეკონომიკურ სისტემას, რომელიც ეფუძნება „უხილავი ხელით“ მართულ პიროვნების ეგოიზმს, რადგან მას მოაქვს უდიდესი სარგებელი ყველასთვის. სმიტის ეკონომიკური ნაშრომები არის ყველაზე მეტად სისტემური და სრულყოფილი, ამიტომ მისი იდეები კლასიკური ეკონომიკის საფუძვლად იქცა.
1787 წელს, ადამ სმიტი გლაზგოს უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს, მაგრამ სამი წლის შემდეგ, 1790 წლის 17 ივლისს, ის ედინბურგში გარდაიცვალა.
გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831) მიეკუთვნება „გერმანული იდეალიზმის“ ეპოქას. ის ყველა თავის ნაშრომსა და ლექციაში ცდილობდა განევითარებინა სრულყოფილი და სისტემური ონტოლოგია „ლოგიკური“ ამოსავალი წერტილიდან. ჰეგელი ყველაზე მეტად ცნობილია ისტორიის ტელეოლოგიური ხედვის გამო. მე-20 საუკუნეში, ჰეგელის აზრების „ლოგიკური“ მხარე დიდწილად დავიწყებული იყო, მაგრამ მისი პოლიტიკური და სოციალური ფილოსოფია კვლავ იწვევს ინტერესსა და მხარდაჭერას პოულობს.
ჰეგელი დაიბადა 1770 წელს შტუტგარტში, 1788-1793 წლებში სწავლობდა თეოლოგიას ტიუბინგენში, სადაც დაუმეგობრდა მომავალ დიდ პოეტს ფრიდრიხ ჰოლდერლინს და ფრიდრიხ ფონ შელინგს, რომელიც, ჰეგელის მსგავსად, გახდა გერმანული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ფიგურა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჰეგელი მუშაობდა მასწავლებლად ოჯახებში ბერნსა და ფრანკფურტში. 1800 წლამდე, ჰეგელმა თავი მიუძღვნა რელიგიური და სოციალური თემების შესახებ იდეების განვითარებას. თუმცა, ჰოლდერლინისა და შელინგის ზეგავლენით, მისი ინტერესები შეიცვლა „კრიტიკული“ ფილოსოფიით, რომლის ინიციატორიც იმანუელ კანტი იყო და რომელიც შექმნა ფიხტემ. 1801 წელს, ჰეგელი გადავიდა იენაში და გამოაქვეყნა თავისი პირველი ფილოსოფიური ნაშრომი „განსხვავება ფიხტესა და შელინგის ფილოსოფიურ სისტემებს შორის“. 1803 წლამდე ის შელინგთან თანამშრომლობდა „ფილოსოფიის კრიტიკული ჟურნალის“ რედაქტირებაზე.
1807 წელს, ჰეგელმა გამოაქვეყნა თავისი პირველი მთავარი ნაშრომი „გონის ფენომენოლოგია“. წიგნი შელინგმა მისადმი მიმართულ კრიტიკად მიიჩნია, რის გამოც მათი მეგობრობა მოულოდნელად დასრულდა.
1808-1815 წწ. ჰეგელი იყო ფილოსოფიის მასწავლებელი და გიმნაზიის დირექტორი ნიურნბერგში. ამ პერიოდში, ის დაქორწინდა და დაწერა „ლოგიკის მეცნიერება“.
1816 წელს, ჰეგელი დაინიშნა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგედ. ჰაიდელბერგში ყოფნისას, მან გამოაქვეყნა „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია“, რომელიც იყოფა სამ ნაწილად: „ლოგიკა“, „ბუნების ფილოსოფია“ და „გონის ფილოსოფია“.
1818 წელს, ჰეგელი გახდა ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე, რაც ითვლებოდა ყველაზე პრესტიჟულ თანამდებობად გერმანელ ფილოსოფოსთა წრეში. 1821 წელს, მან გამოაქვეყნა თავისი მთავარი ნაშრომი პოლიტიკურ ფილოსოფიაში „სამართლის ფილოსოფიის საფუძვლები“.
ჰეგელის გარდაცვალების შემდეგ, გამოქვეყნდა მისი ლექციები ისტორიის ფილოსოფიაზე, რელიგიის ფილოსოფიაზე, ესთეტიკაზე და ისტორიის ფილოსოფიაზე.