კედია სპირიდონ მალხაზის ძე

დაიბადა ენკენისთვის 20, 1884, ქ. ზუგდიდი. ქართველი. ეროვნულ-დემოკრატი. პუბლიცისტი.

სწავლობდა ზუგდიდის საქალაქო სასწავლებელში, აქ სწავლის დამთავრების შემდეგ გადავიდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისათვის დათხოვნილ იქმნა გიმნაზიის მერვე კლასიდან 1905 წელს აპრილის 8-ს, რის შემდეგაც სავსებით ჩაება სარევოლუციო მოძრაობაში. რეაქციის გამარჯვების შემდეგ იძულებული შეიქმნა გასცლოდა ზუგდიდში შემსვლელ დამსჯელ რაზმს.

1906 წლის დამდეგს შეეხიზნა სვანეთს, და მეორე შემდეგ წელს გაზაფხულზე ჩერქეზში გადავიდა. ზაფხულის მიწურულს საქართველოში დაბრუნდა. აქ უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული 102 მუხლის ძალით.

იმავე წლის შემოდგომაზე საფრანგეთში გაემგზავრა. აქ ჩაეწერა პარიზის უნივერსიტეტში, ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო სტოვებს პარიზს და სამხრეთ საფრანგეთში მიდის. სწავლას ტულუზის უნივერსიტეტში განაგრძობს. კვლავ უბრუნდება პარიზს, მაგრამ ისევ იძულებული ხდება სამხრეთს ეწვიოს და უნივერსიტეტს მონპელიეში ამთავრებს. კვლავ პარიზს უბრუნდება, ეწერება სორბონაში ფიზიოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად და მუშაობს პროფესორ დასტრის ლაბორატორიაში. აქ დაჰყოფს წელიწადზე მეტს.

1913 წ. დეკემბერში სამშობლოში ბრუნდება. გზათ პეტროგრადში გამოივლის და რამდენიმე ხნით ჩერდება; აქ მას ატუსაღებენ კიდევაც. ორი თვის პატიმრობის შემდეგ თავს აღწევს ციხეს და სამშობლოში ჩამოდის 1914 წლის ზაფხულზე. მუშაობს არა-სოციალისტურ ეროვნულ მიმართულების შესაქმნელად.

1915 წელს სხვებთან ერთად აარსებს გაზეთ „საქართველოს“, რომლის თანამშრომელია და მკითხველთა წრეში ეს მიმართულება თანდათან ყალიბდება.

1917 წლის ივნისის პირველ რიცხვში იმართება ამ მიმართულების პირველი კონფერენცია, რომელიც აფუძნებს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, იხილავს პროგრამის პროექტს და ამუშავებს პროგრამის საბოლოო რედაქციას. კონფერენცია ირჩევს პარტიის მთავარ კომიტეტს, რომლის თავმჯდომარედ იგი დღემდისაც იმყოფება.

ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის მთავრობის წინადადებით მონაწილეობს ბათომის საზავო კონფერენციაში. ბათომიდან იგივე მთავრობა მას გზავნის თავის სრულუფლებიან წარმომადგენლად ცენტრალ კოალიციის სახელმწიფოების მთავრობებთან მოლაპარაკების გასამართავად ოსმალეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკის შორის მშვიდობიანობის ჩამოგდების თაობაზე ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობის ნიადაგზე.

ბერლინში ჩამოუსწრებს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს დელეგაცია. ამ უკანასკნელის წინადადებით იგი დელეგაციის მუშაობაში ორგანიულ მონაწილეობას იღებს. მიუძღვება დელეგაციის საქმის წარმოებას და კანცელარიას. ბერლინში რჩება ივლისის დამლევამდე, შემდეგ ჩამოდის საქართველოში და საპარლამენტო მუშაობას შეუდგება.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ნიკოლოზ გუმილიოვი (1886 – 1921)

nioloz gulimioviიმპერატორი არწივის პროფილით,
ხუჭუჭა, შავი წვერით,
ო, იქნებოდი შენ დამპყრობელი,
რომ არ გეცხოვრა შენი ცხოვრებით! …
ნაწყვეტი ლექსიდან – „კარაკალა“

რუსი პოეტი ნიკოლოზ გუმილიოვი 1886 წელს, ქალაქ კრონშტადტში, საზღვაო ექიმის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა პეტერბურგში, ყრმობა – ქალაქ თბილისში გაატარა, ადრეულ ახალგაზრდობაში კი ისევ პეტერბურგში დაბრუნდა. გუმილიოვმა ადრეული  ასაკიდანვე სულიერად შეისრუტა იმპერიული სიძლიერის და სამხედრო სიმამაცის – სამხრეთ ეგზოტიკასთან ნაზავი შთაბეჭდილებები, რომლებმაც განაპირობა პოეტის გემოვნება და პოეტური ხელწერა. პოეტის ასეთი სულისკვეთება კარგად გამოჩნდა მის  პირველ კრებულში: „კონკვისტადორების გზა“ (1905). გუმილიოვი გიმნაზიაში სწავლისას არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიბეჯითით. დაგვიანებით დაამთავრა გიმნაზია. 1906 წელს პოეტი პარიზში გაემგზავრა, სადაც ორი წელიწადი დაჰყო. საფრანგეთში გუმილიოვს ურთიერთობა ჰქონდა ფრანგ პოეტებთან და მხატვრებთან. 1908 წელს პოეტი ბრუნდება რესეთში, როგორც უკვე ფორმულირებული პოეტი და კრიტიკოსი. საფრანგეთში პოეტი ისმენდა ლექციებს სორბონაში და საფუძვლიანად სწავლობდა ფრანგულ ლიტერატურას.

გუმილიოვის პირველ კრებულებში ნათლად ჩანს მისი გრძნობები ანა ახმატოვასადმი. ახმატოვა და გუმილიოვი 1910 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ მათი კავშირი მხოლოდ 3 წელი გაგრძელდა.

პოეტი ბევრს მოგზაურობდა აფრიკის კონტინენტზე. შავი კონტინენტის შთაბეჭდილებები ბევრ მის ნაწარმოებში ჩანს. დრამატულ ნაწარმოებში „დონ ჟუანი ეგვიპტეში“, პიესაში – „მარტორქაზე  ნადირობა“.

1910 წელს პოეტი მონაწილეობას იღებს ჟურნალ „აპოლონის“ დაარსებაში. ჟურნალში იგი 1917-მდე უძღვებოდა რუბრიკას – „წერილები რუსულ პოეზიაზე“. „მისი შენიშვნები, როგორც კრიტიკოსის ყოველთვის არსებითია, ის მოკლედ და თემატურად ძალზე რაციონალურად გვეუბნება თავის სათქმელს“. წერდა ვალერი ბრიუსოვი გუმილიოვზე, როგორც კრიტიკოსზე.

აკმეიზმის პერიოდი.

1911 წელს პოეტი ემიჯნება სიმბოლისტებს და ქმნის „პოეტების საამქროს“, სადაც გუმილიოვის გარდა, რომელიც ხელმძღვანელობდა „სინდიკატს“ შედიოდნენ ანა ახმატოვა, ოსიპ მანდელშტამი, მიხეილ ზენკევიჩი და სხვა პოეტი – აკმეისტები. პოეტის პირველ აკმეისტურ ნაწარმოებად ითვლება პოემა – „უძღები შვილი“, აგრეთვე კრებული „სხვისი ცა“.

ბრიუსოვის სიტყვებით, გუმილიოვის ლექსები იმით არის აღსანიშნავი, რომ საინტერესოა თუ როგორ საუბრობს პოეტი და არა ის თუ რას საუბრობს. ქადაგებდა რა სიმამაცეს და პირადი გამარჯვების კულტს, პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იგი ვოლონტიერად ჩაირიცხა ულანის პოლკში. ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ჯვრით. თანამებრძოლების მოგონებებით პოეტი თითქოს განგებ მიისწრაფვოდა ბრძოლების ცხელ წერტილებში. 1916 წელს პოეტმა მიაღწია იმას, რომ რუსული საექსპედიციო კორპუსი სალონიკის ფრონტზე გაეშვათ, მაგრამ იგი პარიზში შეჩერდა, სადაც ახლომეგობრობააკავშირებდა პოეტებთან, მათ შორის გიომ აპოლინერთან. 1918 წელს გუმილიოვი რუსეთში დაბრუნდა. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ინსტიტუტებში, თარგმნიდა ინგლისურ და ფრანგულ პოეზიას. გამოსცა რამდენიმე ლექსთა კრებული, მათ შორის საუკეთესო – „ცეცხლოვანი გოდოლი“.

ნიკოლოზ გუმილიოვი იყო მაგალითი, თუ როგორ ემსახურება ადამიანი თავის იდეალებს და ამისთვის მზადაა იბრძოლოს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. პოეტი მართლმადიდებლურად იყო მონათლული, ამას ის აშკარად და დაუფარავად ამბობდა ბოლშევიკების მმართველობის დროსაც კი. საბჭოთა მმართველობს გარიჟრაჟზე იგი რჩებოდა გამოუსწერებელ მონარქისტად მიუხედავად საფრთხისა, რომელიც „წითელი“ რეჟიმისგან მოდიოდა.

1921 წელს პოეტი დააპატიმრეს და დახვრიტეს განაჩენის სისრულეში მოყვანის ზუსტი თარიღი უცნობია. ოფიციალურ ვერდიქტში წერია: „ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას, ჰყავდა თანამზრახველები, რომელთა ვინაობასაც არ ასახელებს“.

დახვრეტის წინ, პოეტმა ბოლშევიკები, რომელთაც სმენოდათ გუმილიოვის სიმამაცის შესახებ საგონებელში ჩააგდო: „ასეთი სიმამაცე, ვაჟკაცობა დახვრეტის წინ?! ეს წარმოუდგენილია. ჰმ! უგნური პოეტი. რა უნდოდა კონტრევოლუციის რიგებში, ყოფილიყო ჩვენთან, ბოლშევიკებთან; ჩვენ სწორედ ასეთ მამაცებს და უშიშრებს ვეძებთ!“.

სულ მალე  პოეტის სიკვდილის შემდეგ, ქალაქ ბერლინში, გამოიცა  მისი საუკეთესო ლექსთა კრებული:  „ცეცხლოვანი გოდოლი“. სამშობლოში  კი მხოლოდ 60 წლის შემდეგ, ოფიციალურად მოიხსნა ცენზურა დიდი პოეტის შემოქმედებაზე.

რევოლუციების ხანა

1770 – 1789 წლებში ამერიკის ინგლისური კოლონიები და ევროპის ათასწლოვანი მონარქიები მთელი რიგი ამბოხებების ასპარეზად იქცა; ისინი წინ უსწრებდნენ „ფრანგულ რევოლუციას“. 1770 წლის 5 მარტს ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ უსამართლო გადასახადების გასაპროტესტებლად გამოსული ბოსტონელების დახოცვა გახდა ამერიკის დამოუკიდებლობის ომის დასაწყისი. 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიის კონგრესზე შეიკრიბნენ ცამეტი კოლონიის წარმომადგენლები და გამოაცხადეს „ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა“. 1778 წელს ლუი XVI-ს საფრანგეთი გადამწყვეტ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდა მათ. ომი დამთავრდა 1781 წლის ოქტომბერში, როდესაც ინგლისის ჯარები დაამარცხეს გენერალ უოშინგტონის „ამბოხებულებმა“ და საფრანგეთის ჯარებმა როშამბოს სარდლობით. 1783 წ. ვერსალის ხელშეკრულებით ინგლისმა ცნო თავისი 13 კოლონიის დამოუკიდებლობა. ყველა შტატში „პატრიოტებმა“ შექმნეს კონსტიტუცია, რომელსაც წინ ჰქონდა წამძღვარებული „ადამიანის უფლებების დეკლარაცია“, რაც უზრუნველყოფდა „სიცოცხლეს, თავისუფლებას, ბედნიერების ძიებას“. მოქალაქეები გამოცხადდნენ კანონის წინაშე თავისუფლებად და თანასწორებად. ძალაუფლება ასამბლეებისა და ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ხელში იყო და აღარ – მეფისა ან იმპერატორისა, ევროპის მსგავსად.

ევროპაში

ბებერ ევროპაში განათლებული ხალხი აღფრთოვანებული იყო ამერიკის ამბებით, რომელსაც გაზეთებიდან და ამერიკიდან დაბრუნებული მოხალისეების, ხშირად არისტოკრატების მონათხრობიდან იცნობდნენ. „პატრიოტი“ იქცა მოდურ სიტყვად, ხოლო შეერთებული შტატები – სამაგალითო ქვეყანად. პირველი რევოლუციური გამოსვლები მოხდა შვეიცარიაში, სადაც ქვეყანას მართავდა არისტოკრატიის კორპუსი, „პატრიარქატი“. „წარმომადგენლებმა“ (ბურჟუებმა) და „ადგილობრივებმა“ (XVI-XVII სს.-ში საფრანგეთიდან ემიგრირებული პროტესტანტების შთამომავლებმა), რომელთაც არავითარი პოლიტიკური უფლება არ გააჩნდათ, 1782 წლის აპრილში მოახერხეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მაგრამ პიემონტელებისა და ფრანგების ჯარების დახმარებით პატრიარქატი სწრაფად აღდგა. მრავალმა დემოკრატმა თავი შეაფარა ლუი XVI-ის საფრანგეთს! იმავე წელს არეულობა დაიწყო ირლანდიაში, ინგლისის სამფლობელოში, სადაც 80 000 ირლანდიელმა „მოხალისემ“ ბოიკოტი გამოუცხადა ინგლისურ საქონელს. ერთი წლის შემდეგ, ინგლისელი პროტესტანტების მიერ შევიწროებულმა კათოლიკეებმა შექმნეს იატაკქვეშა ორგანიზაცია: „გაერთიანებული ირლანდიელები“, რომელმაც ხმის უფლება მოითხოვა. არც თავად ინგლისი იყო მშვიდად. „ასოციაციები“ მოითხოვდნენ საყოველთაო ხმის მიცემის სისტემას, ხმის მიცემის კონფიდენციალურობას. იმავდროულად სახალხო „გორდონ რაიოტსის“[1] გამოსვლებმა რვა დღის განმავლობაში ლონდონი ცეცხლის ალში გახვია და სისხლის მდინარეები დააყენა. 1783 წლიდან რევოლუციამ ხელახლა იფეთქა გაერთიანებულ პროვინციებში, სადაც ბურჟუაზიამ და ჰოლანდიელმა არისტოკრატიამ ჩამოაყალიბა „პატრიოტული პარტია“, რომლის მიზანიც იყო სუვერენის, გენერალ-გუბერნატორის  (Stathouder) ვილჰელმ V-ის უფლებების შეკვეცა. „პატრიოტები“ შავ კოკარდებს ცხვირწინ უფრიალებდნენ შტატჰაუდერის მომხრეებს. 1785 წელს სამი დღის განმავლობაში სახალხო აჯანყება ემუქრებოდა ვილჰელმ V-ს.

„პატრიოტების“ მარცხი

1787 წლის სექტემბერში „პატრიოტთა მილიცია“ საბოლოოდ დაამარცხა სიძის დასახმარებლად მოსული პრუსიის მეფის, ფრიდრიხ-ვილჰელმ II-ის არმიამ. მარცხმა ვერ შეაშინა მეზობელი ბელგიის – ავსტრიის გვირვინის ქვეშევრდომის -პატრიოტები. ტრადიციების პატივისმცემელმა ბელგიელებმა ავსტრიის იმპერატორ იოზეფ II-ის მიერ ჩატარებულ ლიბერალურ რეფორმებში საფრთხე დაინახეს. ქვეყანა აჯანყებებმა შეარყია. აჯანყებულებს სათავეში ედგნენ ვან დერ ნოოტი (რომელიც ძველი რეჟიმის ტრადიციული ღირებულებების მომხრე იყო) და ვონკი, „პატრიოტების“ მეთაური. მათ ბრაბანსონული შავ-წითელი კოკარდა აირჩიეს.  აჯანყება მოედო ლიეჟის მხარეს და ბრაბანსონს, მაგრამ 1790 წლიდან ავსტრიის ჯარებმა ქვეყანაზე კონტროლი აღადგინეს. პატრიოტებმა თავი რევოლუციურ საფრანგეთს შეაფარეს, სადაც როგორც გმირებს, ისე ხვდებოდნენ.

„მოქალაქენო, შეიარაღდით!“

რევოლუციის წინ საფრანგეთი საღვთო კანონის მონარქია იყო. მართავდა მეფე, აბსოლუტური მონარქი, მინისტრებისა და სათათბიროს დახმარებით, რომელსაც თავად ნიშნავდა.

1787 წელს ლუი XVI იყო 33 წლის, დაქორწინებული მარი-ანტუანეტზე, ავსტრიის იმპერატრიცა მარია-ტერეზას ასულზე. სამეფო ხაზინა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ერთ-ერთი უდიდესი ხარჯი (2 მლდ ლივრი) გაღებულია ინგლისის წინააღმდეგ აჯანყებულ ამერიკელთა დასახმარებლად. დანახარჯის დასაფარად სამეფო მუდმივად იღებდა სესხებს ბანკირებისგან და გადასახადებს, რომელთაც მხოლოდ მესამე წოდება იხდიდა. ამ პერმანენტული დეფიციტის დასაფარად ფინანსთა მინისტრებმა წამოაყენეს წინადადება ფისკალური თანასწორობის დაწესების შესახებ, მაშასადამე, თავადაზნაურთა და სასულიერო წოდებას უნდა დაწესებოდა გადასახადები. თავისი წინამორბედების მსგავსად მინისტრი ლომენი დე ბრიენიც წინააღმდეგობას წააწყდა პარიზის პარლამენტის მხრიდან, რომლის მტკიცებითაც მხოლოდ სამი წოდების − სასულიერო, თავადაზნაურთა და მესამე წოდების − გენერალურ შტატებს შეეძლოთ ახალი გადასახადების დაწესება. თავიანთი თანამდებობის ყიდვით გაკეთილშობილებულ ამ პარლამენტარებს სურდათ სამეფო ხელისუფლების გაკონტროლება. ლუი XVI-მ ისინი პროვინციაში გადაასახლა. პროტესტის ნიშნად მათ რენში, პარიზში, ბორდოში, გრენობლში სახალხო აჯანყებები გამოიწვიეს. მეფე დანებდა და მოიწვია გენერალური შტატები 1789 წლის 1-ელ მაისს. ამ პოლიტიკურ მღელვარებას დაერთო საშინელი ეკონომიკური კრიზისი. 1787 წლის წყალდიდობების შემდეგ მოსავალი გაანადგურა 1788 წლის სეტყვიანმა ქარიშხლებმა. პურის ფასმა კატასტროფულად აიწია, გლეხობა კი შემოსავლის გარეშე დარჩა. ტექსტილის მწარმოებლებმა, რომელთაც უკვე უწევდათ ინგლისურ საქონელთან კონკურენცია, მუშები დაითხოვეს. რომლებიც იძულებული გახდნენ სოფელ-სოფელ ემათხოვრათ. 1789 წლის გაზაფხულზე იმედის ნაპერწკალი გაჩნდა ხალხში. სამეფოს ყველა ქალაქსა და სოფელში სამივე წოდება შეიკრიბა 1 139 დეპუტატის ასარჩევად და 60 000 თხოვნის რვეულის შესადგენად. გლეხები −მოსახლეობის უმრავლესობა − ითხოვდნენ სენიორის უფლებების, თავიანთი მოსავლისა და პირუტყვის მეათედის, მარილზე გადასახადის გაუქმებას.

1789 წლის 5 მაისს ვერსალში გაიხსნა გენერალური შტატების სხდომა. მესამე ხელისუფლებას იმდენივე დეპუტატი ჰყავდა, რამდენიც არისტოკრატიასა და სასულიერო წოდებას ერთად. თუმცა თუკი ხმის მიცემა წოდების მიხედვით განხორციელდებოდა და არა სულადობის, მესამე წოდება უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. ამის თავიდან ასაცილებლად 17 ივნისს მესამე წოდების დეპუტატებმა თავი ეროვნულ ასამბლეად გამოაცხადეს. მათ 20 ივნისს პომის სათამაშო დარბაზში ფიცი დადეს, არ დაშლილიყვნენ კონსტიტუციის შედგენამდე. შვიდი დღის შემდეგ ლუი XVI-მ უბრძანა სასულიერო პირებსა და თავადაზნაურობას, შეერთებოდნენ ნაციონალურ ასამბლეას, რომელმაც მიიღო სახელწოდება „დამფუძნებელი“.

ძველი რეჟიმის დასასრული

პარიზი უკიდურეს გასაჭირში იყო, ხალხი ააღელვა  დედაქალაქში პატრულირებისთვის შემოყვანილი 20 000 ჯარისკაცის დანახვამ. 12 ივლისს მეფემ დაითხოვა მეტისმეტად რეფორმატორი მინისტრი ნეკერი. არისტოკრატთა შეთქმულების შიშით „პატრიოტებმა“ გაძარცვეს იარაღის საწყობი, ხოლო 14 ივლისს ბასტილია და ჯარის საწყობი. ამ ამბოხის შემდეგ პატრიოტმა ბურჟუებმა ყოველ ქალაქში შექმნეს პირველი ეროვნული გვარდია.

ყვებოდნენ, რომ პროვინციაში არისტოკრატები აფინანსებდნენ ყაჩაღთა ბანდებს სამკალების გასაძარცვად. 20 ივლისიდან 6 აგვისტომდე გლეხებმა იარაღს დასტაცეს ხელი.დაიწყო „დიდი შიში“.

სოფლელები ციხე-კოშკების წინააღმდეგ აღდგნენ, წვავდნენ სასენიორო ღალა-ბეგარის საბუთებს. ვერსალში არისტოკრატი დეპუტატების ძალისხმევით 4 აგვისტოს ღამეს გამოიცა დეკრეტი, რომელიც აუქმებდა პროვილეგიებს. ძველი რეჟიმი დაემხო. გლეხები განთავისუფლდნენ მიწასთან დაკავშირებული გადასახადებისაგან. გამარჯვება იზეიმა კერძო ბურჟუაზიულმა საკუთრებამ. ამ დღიდან მოყოლებული, კეთილშობილთა დიდი გვარების წარმომადგენლები ემიგრაციაში მიდიოდნენ და ცდილობდნენ უცხოელი მონარქების ჩარევას საფრანგეთის საქმეებში. 1789 წლის შემოდგომაზე მეფეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამტკიცებული პრივილეგიების მოსპობა და „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“.

15 და 6 ოქტომბერს პატრიოტული პრესის მიერ ატეხილი განგაშის გამო 5000-მდე ქალი გაემართა ვერსალისკენ, რომ „კურტიზანთა[2] მავნე გავლენისგან“ გამოეხსნათ მეფე.  სამეფო ოჯახი და ფუძემდებლური ასამბლეა უნდა დაბრუნებულიყვნენ რევოლუციის ცენტრად ქცეულ პარიზში. 1789-1791 წლებში საფრანგეთი კონსტიტუციური მონარქია გახდა. შეძლებულ მოქალაქეთაგან არჩეულმა ასამბლეამ შეზღუდა მეფის ძალაუფლება, ვეტო დაედო და 2-დან 6 წლამდე გადაიდო კანონის მიღება.

ხაზინის შესავსებად ფუძემდებლურმა ასამბლეამ მოახდინა სასულიერო წოდების ქონების – „ეროვნული სიმდიდრის“ –  კონფისკაცია და გასაყიდად გაიტანა. ამით უნდა უზრუნველეყოთ ახალი ქაღალდის ფულის – ასიგნატის – ღირებულება. 1790 წლის 14 ივლისს ლუი XVI-ის თანდასწრებით მარსის მინდორზე მოეწყო გრანდიოზული ცერემონია: „ფრანგთა ერთობა“ – სჯეროდათ, რომ რევოლუცია დასრულდა, თუმცა ეს მხოლოდ ილუზია იყო. სასულიერო პირთა მიერ ხმის მიცემამ სამოქალაქო კონსტიტუციისათვის, რომელიც კიურეებისა და ეპისკოპოსების ხელდასხმას სახელმწიფოს უქვემდებარებდა, ვერაფერი მოაგვარა. 1791 წელს პაპმა ის გაკიცხა. სასულიერო წოდება დაიყო დაუმორჩილებელ და კონსტიტუციონალისტ მღვდლებად. კიდევ უფრო დამძიმდა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები, რევოლუციონერებიც გაიხლიჩნენ. მაშინ გამოჩნდა კლუბები, სადაც ბურჟუები და სან-კიულოტები (კონვენტში მონაწილე რევოლუციონერები) იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ. რობესპიერი და ბრისო დადიოდნენ იაკობინელთა კლუბში პარიზში, რომელიც დაკავშირებული იყო 3 000 ფილიალთან პროვინციაში. ხოლო პოპულარულ კორდელიერების[3] კლუბში ტაშს უკრავდნენ დანტონსა და მარატს. 1701 წლის 20 ივნისს მეფის ჩაშლილმა გაქცევამ პატრიოტები უფრო დააპირისპირა. 17 ივლისს მარსის მინდორზე ლაფაიეტის ბრძანებით ესროლეს დემოკრატ კორდელიერებს, რომელთაც ხელი მოაწერეს პეტიციას მეფობის გასაუქმებლად. ოქტომბერში არჩეულ იქნა ახალი ასამბლეა: „საკანონმდებლო“.

ომი და ტერორი

დანტონი ეშაფოტზემინისტრებსა და ჟირონდის დეპუტატებს მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ომი გააერთიანებდა საფრანგეთს. თავის მხრივ, მარი-ანტუანეტს და ლუი XVI-ს სურდათ ამ ომში დამარცხება, რომ დაბრუნებოდნენ აბსოლუტურ მონარქიას. 1792 წლის 20 აპრილს ასამბლეამ ომი გამოუცხადა ავსტრიის იმპერატორს, მარი-ანტუანეტის ძმიშვილს. 11 ივლისს გამოცხადდა, რომ სამშობლო საფრთხეშია. აგვისტოს დასაწყისში სან-კიულოტებისგან შემდგარმა პარიზის 48 სექციამ მოითხოვა მეფის გადადგომა, რადგან ეჭვი ჰქონდათ მის კავშირზე მტრის არმიასთან. 10 აგვისტოს ტიუილრის სასახლე დანტონისა და რობესპიერის მიერ ორგანიზებულმა ამბოხმა მოიცვა. ეროვნულმა საკანონმდებლო ასამბლეამ დეკრეტი გამოსცა მეფის დაპატიმრებისა და საყოველთაო ხმის მიცემით არჩეული ახალი ასამბლეის − „კონვენტის“− მოწვევის შესახებ. საზღვრების სიახლოვეს მარცხს მარცხი მოსდევდა. პარიზში სან-კიულოტებმა 1 300 კონტრრევოლუციაში ეჭვმიტანილი პატიმარი გაჟლიტეს. 21 სექტემბერს კონვენტმა რესპუბლიკა გამოაცხადა. მაგრამ კონფლიქტი ჩამოვარდა ეკონომიკური თავისუფლების მომხრე ჟირონდისტებსა და საკვებზე გადასახადის დაწესების მომხრე მონტანიეებს შორის. 1793 წლის დასაწყისში მეფის დასჯამ საფრანგეთი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრია ომში. ევროპის მონარქებმა საფრთხე იგრძნეს რესპუბლიკელების არმიის გამარჯვებების გამო. ევროპის დიდი სახელმწიფოების კოალიციას სათავეში ინგლისი ჩაუდგა. მიუხედავად 300 000 ადამიანის მონაწილეობისა, ფრანგულმა არმიამ მრავალი მარცხი განიცადა. მარტში ვანდეის გლეხები აღდგნენ სამხედრო სამსახურში გაწვევის წინააღმდეგ. ისინი 10 თვის განმავლობაში აწარმოებდნენ პარტიზანულ ომს „ცისფრების“ ანუ რესპუბლიკელების წინააღმდეგ. რევოლუციის დღეებში 31 მაისიდან 2 ივნისამდე მონტანიე დეპუტატებმა დააპატიმრეს ჟირონდისტები, რომლებმაც ვერ შეძლეს კონტრრევოლუციური საფრთხეების შეჩერება. მალე 60 დეპარტამენტმა თავი ჟირონდისტების მომხრედ და კონვენტის წინააღმდეგ აჯანყებულად გამოაცხადა. საფრთხის თავიდან ასაცილებლად სახალხო ხსნის კომიტეტმა, რომელიც 1793 წლის აპრილში შეიქმნა, დაამყარა ნამდვილი დიქტატურა. გამოიცა დეკრეტი სახელმწიფო ტერორის დაწესების შესახებ. უსაფრთხოების გენერალურმა კომიტეტმა და თითოეული კომუნის რევოლუციურმა კომიტეტმა დაიწყეს ეჭვმიტანილების სიების შედგენა და მათი დაპატიმრება. სექტემბერში ჟაკ რუს „ცოფიანების“ ზეწოლით სან-კიულოტების რევოლუციურმა არმიამ ხელში აიღო დიდი ქალაქების მომარაგების ზედამხედველობა. რევოლუციურმა ტრიბუნალმა  ფურკიე-ტენვილის თავმჯდომარეობით დიდი პროცესი მოაწყო დედოფლისა და ჟირონდისტების წინააღმდეგ… სახალხო ხსნის კომიტეტის განკარგულებები სრული სიმკაცრით სრულდებოდა: ლიონში ფუშემ სიკვდილით დაასჯევინა 2 000 ჟირონდისტი და როიალისტი! ეკონომიკურ ტერორთან ერთად გახშირდა ქონების კონფისკაცია და ფასებისა და ხელფასების რეგლამენტაცია, მაგრამ ამ ღონისძიებებმა გამოიწვია ცხოვრების გაძვირება. 1794 წლის გაზაფხულზე აჯანყების შიშით რობესპიერმა დააჭერინა უკიდურესი მემარცხენე „ებერტისტები“, რამაც ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. რამდენიმე დღის შემდეგ მან სიკვდილით დაასჯევინა დანტონი და კამიი დემულენი, რომლებიც ტერორის დასრულებას მოითხოვდნენ. საზღვრებზე რესპუბლიკურმა არმიამ მრავალი გამარჯვება მოიპოვა: ჰონდსჰოოტში, უატინიში, ფლერუსში. თუმცა 1794 წლის 10 ივნისს სახალხო ხსნის კომიტეტმა ხმა მისცა II წლის 22 პრერიალის[4] უმსგავს კანონს, რომელიც აუქმებდა პროცესებზე დაცვის ადვოკატს. გილიოტინაზე „თავები ისე ცვიოდა, როგორც საანგარიშო ქვები“ : 1 376 მსხვერპლი იყო თვე-ნახევარში ანუ იმდენივე, რამდენიც 1793 წლის მარტიდან 1794 წლის აპრილამდე.  II წლის 9 თერმიდორს[5] ყველა ჯურის კონვენტისტებმა რობესპიერი და მისი მეგობრები დამნაშავედ ცნეს. მეორე დღეს 23 რობესპიერისტი დასაჯეს გილიოტინაზე. ტერორმა 40 000 ადამიანი იმსხვერპლა 2 წლის განმავლობაში; დახურეს მეტისმეტად  რობესპიერისტული იაკობინელთა კლუბი.

სან-კიულოტი

2სან-კიულოტებიც იქნენ დასჯილი ახალგაზრდა და მდიდარი ბურჟუების − მუსკადენების[6] მიერ. დასავლეთში განახლდა შუანების პარტიზანული ომი (გერილა). 1795 წლის ოქტომბერში კონვენტი დაიშალა და ადგილი დაუთმო დირექტორიას. III წლის ახალმა კონსტიტუციამ კანონშემოქმედი ორივე ასამბლეის არჩევის  უფლება მისცა 20 000 მესაკუთრეს. აღმასრულებელი ხელისუფლება გადაეცა ხუთ დირექტორს. ყოველი არჩევნების შემდეგ ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, ხან როიალისტების მხრიდან, ხან კი – იაკობინელებისა.

„რევოლუცია დამთავრდა!“

V წლის 13 ვანდემიერს[7] გენერალმა ბონაპარტმა ჩაახშო როიალისტების ამბოხი. სიტუაცია კატასტროფული იყო. ასიგნამ [ასინიამ] დაკარგა ღირებულების 95%! ფასების ამ თავბრუდამხვევმა ზრდამ 1795 წლის ზამთრის  პერიოდიდან საშინელი გაჭირვება გამოიწვია. ყაჩაღობა მძვინვარებდა, ომი გრძელდებოდა, რადგან ბელგიისა და რაინის მარცხენა ნაპირის ანექსიამ შეუძლებელი გახადა ზავი ინგლისსა და ავსტრიასთან. ხაზინის დეფიციტმა რესპუბლიკა დამოკიდებული გახადა ბანკირებსა და ამბიციურ გენერლებზე.

იტალიაში ბონაპარტმა დაამარცხა ავსტრიელები.

1797 წლის 18 ოქტომბრის კამპო-ფორმიოს ზავით საფრანგეთის მფლობელობაში გადავიდა ბელგია, მილანი, ვენეცია და იონიის კუნძულები. ანექსირებულ იქნა მულუზი, ნიცა, ჟენევა, სავოია, პიემონტი. გაჩნდა „მოძმე რესპუბლიკები“ ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და იტალიაში. 1798 წელს ინგლისი სათავეში ჩაუდგა ახალ კოალიციას დირექტორიის წინააღმდეგ. 1799 წლის დასაწყისში რესპუბლიკურმა არმიამ მრავალი მარცხი განიცადა. ბონაპარტმა კი ადმირალ ნელსონის მიერ მისი ფლოტის განადგურების შემდეგ ეგვიპტის დაპყრობა აიკვიატა.

საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა მშვიდობასა და წესრიგს ითხოვდა. ამასობაში დაბრუნდა ბონაპარტი. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სიეიესის, დიუკოს, მინისტრების – ტალეირანისა და ფუშეს, თავისი ძმის ლუსიენის – ხუთასი დეპუტატის საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარის, მხარდაჭერით მან სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო: VIII წლის 19 ბრუმერს[8] დაითხოვა ხუთასის ასამბლეა. ბონაპარტი, სიეიესი და დიუკო დანიშნულ იქნენ კონსულებად და ხელში აიღეს მთელი ძალაუფლება. მაშინ ბონაპარტმა გამოაცხადა: „ მოქალაქენო, რევოლუცია დამთავრდა!“

სხვაგან, ევროპასა და ამერიკაში

ფრანგულ რევოლუციას საზღვარგარეთ ეხმიანებოდნენ გარკვეული სოციალური ჯგუფი ან რომელიმე რეგიონი. ოფიციალური ხელისუფლება არასოდეს ყოფილა რეალური საფრთხის ქვეშ, რადგან რევოლუციონერები იზოლირებულები იყვნენ (ჟენევის გარდა).

ინგლისი

1792: ლონდონში შეიქმნა „რევოლუციური კლუბები“, რომლებიც საყოველთაო არჩევნებს ითხოვდნენ.
1795: სახალხო აჯანყებები ლონდონსა და ბირმინჰემში პურის სიძვირის გამო.
1797: ლა მანშისა და ჩრდილოეთის ზღვის ფლოტები აჯანყდა და თავი გამოაცხადა „მცურავ რესპუბლიკად“.

ირლანდია

1793: ვულფი თოუნის წინამძღოლობით კათოლიკე „ერთიანი ირლანდიელები“ ითხოვენ პროტესტანტებთან სრულ თანასწორობას.
1798: გლეხობის გამოსვლები ინგლისელების წინააღმდეგ. რეპრესიებმა 30 000-მდე ადამიანი შეიწირა.

შვეიცარია

1790: ვალეს გლეხობა ითხოვდა ფეოდალური წყობის გაუქმებას; ხუთი მათგანი სიკვდილით დაისაჯა.
1792: ჟენევაში ძალაუფლება ხელში აიღეს დემოკრატებმა. შეიქმნა რევოლუციური ტრიბუნალი: სიკვდილით დაისაჯა 11 არისტოკრატი.

გერმანია

შეიქმნა ბავარიის „განათლებულთა საზოგადოება“. ფილოსოფოსები კანტი და ფიხტე გულშემატკივრობდნენ საფრანგეთის რევოლუციას. მოხდა ინტელექტუალთა დევნა.

ავსტრია

1790: გლეხებისა და ბურჟუაზიის პეტიცია შედგა „ოთხი წოდების“ შესაკრებად.
1704: აღმოჩნდა ფრიდრიხ II-ის საწინააღმდეგო ფარული კლუბების შეთქმულება. ორი მონაწილე სიკვდილით დაისაჯა.

უნგრეთი

1794: „იაკობინელთა“ და „რეფორმატორთა“ ფარული კლუბები, რომლებშიც შედიოდნენ მცირე არისტოკრატები და ბურჟუაზია, ითხოვდნენ სასულიერო წოდებისა და მაღალი არისტოკრატიისათვის პრივილეგიების გაუქმებას. მათი რჩეულები დააპატიმრეს,  18 მათგანი კი სიკვდილით დასაჯეს.

შვედეთი

1792 წლის 16 მარტს: არისტოკრატებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მეფე გუსტავ III, რომელმაც უფლებრივად გაათანაბრა გლეხები და გაათავისუფლა ისინი ფეოდალური ბეგარისაგან.

პოლონეთი

1791 წლის 3 მაისს: მეფე სტანისლას პონიატკოვსკიმ „პატრიოტების“ მხარდაჭერით შეადგინა კონსტიტუცია, რომელმაც მონარქია გახადა მემკვიდრეობითი. მან დიეტა ნამდვილ პარლამენტად გადააქცია.
1794: კოსციუშკო და იაკობინელები გამოვიდნენ გლეხების ემანსიპაციის წინადადებით. ისინი წარუმატებლად აჯანყდნენ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

ესპანეთი

1789 წლიდან დაიხურა საზღვრები. ესპანელი ხალხი მტრულად იყო განწყობილი რევოლუციის მიმართ.

იტალია

ჩრდილოეთსა და ნეაპოლში არისტოკრატია და ბურჟუაზია რევოლუციურ კლუბებში გაერთიანდნენ.
პიემონტის გლეხობა მანიფესტაციებზე გაჰყვიროდა: „გაუმარჯოს პარიზს! გაუმარჯოს საფრანგეთს!“. 1796 წელს აღმოჩენილ იქნა სტუდენტთა შეთქმულება და ორი მათგანი სიკვდილით დაისაჯა. 1794 წელს ნეაპოლში იაკობინელთა კლუბები დაშალეს.

შეერთებული შტატები

1793: გამრავლდა „დემოკრატთა“ კლუბები.
1795: ვაშინგტონი გამოვიდა იაკობინელთა და ტერორის წინააღმდეგ.
1797: იაკობინელობაში ეჭვმიტანილი ფრანგები გაძევებულ იქნენ.

სამხრეთი ამერიკა

1792 წლის 21 აპრილს: ხოაკინ ხოზედა სილვა ხავიერი ჩამოახრჩეს პორტუგალიის ქვეშ მყოფი ბრაზილიის დამოუკიდებლობისათვის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის.
1794: ბოგოტაში (კოლუმბია) დააპატიმრეს ნარინო  „ადამიანის უფლებების დეკლარაციის“ თარგმნის გამო.
1795: კიტოში (ეკვადორი) დაპატიმრებულ იქნა სანტა კრუზ ესპეხო, რადგან მოინდომა ესპანელების გაძევება ამერიკიდან. 1792 წელს ვენესუელელი მირანდა მსახურობდა ფრანგულ არმიაში. ვენესუელაში შეთქმულების ჩაშლას მოჰყვა ორმოცდაათი ადამიანის სიკვდილით დასჯა. ზოგიერთმა შეფიცულმა გაქცევა მოახერხა; სიმონ ბოლივარი მათ ევროპაში შეუერთდა.

„ღმერთი და ჩემი მეფე…“

1791 წლის შემდეგ პატრიოტები მრავალჯერ დაუპირისპირდნენ ვანდეის გლეხობას, რომელიც მათ ბრალს დებდა სასულიერო წოდების ქონების კონფისკაციაში, ეკლესიების დახურვასა და უვნებელი პროცესიების ხმლით გარეკვაში. 1793 წლის თებერვალში კონვენტმა 300 000-ანი არმია გამოიყვანა, რომ ევროპის მონარქიებს წინ აღდგომოდა. ვანდეელი ახალგაზრდები აჯანყდნენ „არა გაწვევას!“ ძახილით. 800 მრევლში ჩამოჰკრეს განგაშის ზარი. დაიწყეს სამხედრო სამსახურისაგან თავისუფალი და ხშირად სასულიერო წოდების ქონებას დაუფლებული ბურჟუების (მოქალაქეების) სახლების ძარცვა. აჯანყებულები კეთილშობილებს სთხოვდნენ, რომ მათთვის ეხელმძღვანელათ. უარის თქმა ღალატად მიიჩნეოდა. მალე ბონშანი, შარეტი, ლაროშჟაკლენი სათავეში ჩაუდგნენ გლეხების არმიას, რომელსაც ეწოდებოდა „კათოლიკური სამეფო არმია“ ან კიდევ, „თეთრები“ და 30 000-დან 70 000-მდე ადამიანისგან შედგებოდა საჭიროებისდა მიხედვით. 1793 წლის გაზაფხულიდან ზამთრამდე ვანდეელები წარმატებულ პარტიზანულ ომს ეწეოდნენ თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში რესპუბლიკის ჯარისკაცების ანუ „ცისფრების“ წინააღმდეგ, რომლდებიც უმოწყალოდ ხოცავდნენ მოსახლეობას და აპარტახებდნენ სოფლებს. ვანდეის ზოგიერთმა მეთაურმა გულმოწყალება გამოიჩინა და ათასობით ტყვე შეიწყალა. 1793 წლის დეკემბერში ვანდეელები დამარცხდნენ, მაგრამ ნორმანდიასა და ბრეტანში შუანებმა შეუტიეს პატრიოტებსა და „კონსტიტუციონალისტ“ მღვდლებს. შუანების სახელის გასატეხად რესპუბლიკელებმა 1795 წელს შექმნეს „ცრუ შუანების კომპანიები“, რომლებმაც თავი გამოიჩინეს განსაკუთრებული სისასტიკით. 1794 წლის იანვარ-მაისში 12 „ჯოჯოხეთის პოლკად“ დაყოფილი გენერალ ტიუროს 90 000 მეომარმა ვანდეა სისხლსა და ცეცხლში ჩაახრჩო. ისინი ხოცავდნენ განურჩევლად ყველას, როიალისტს თუ პატრიოტს. ლეჟეში ორსულებიც კი ამოხოცეს.

1796-1799 წწ. კონტრრევოლუციური მოძრაობა თითქმის მთელ ევროპაში იყო გაჩაღებული. შვეიცარიაში რამდენიმე კანტონის აჯანყება მთელი წელიწადი გაგრძელდა. გლეხთა აჯანყება  მოხდაბელგიასა და ლუქსემბურგში. იტალიაში 1799 წლის მარტიდან აგვისტომდე აჯანყებული იყო კალაბრია. „წმინდა რწმენის ჯარებს“ კარდინალი რუფო ხელმძღვანელობდა. მათ მოახერხეს ფრანგების გაძევება ნეაპოლიდან. ეს იყო ერთადერთი კონტრრევოლუციური მოძრაობა, რომელიც გამარჯვებით დასრულდა.

შუანების „გერილია“ ანუ პარტიზანული ომი რევოლუციის დასრულებიდან კიდევ ოცდაათ წელიწადს გრძელდებოდა. მათ მკერდზე ეკეთათ წმინდა გული და კრიალოსანი, მგზნებარე რწმენის ნიშნად. ქუდზე ემაგრათ  თეთრი კოკარდი, სამეფო დროშის ფერი. 1793 წლიდან ვანდეის არმიამ, რომელსაც ფული შემოაკლდა, დაბეჭდა ასიგნატები ლუი XVII-ის გამოსახულებით. ზავის ხელმოწერისთანავე ეს ფული გადაცვლადი უნდა გამხდარიყო.

შუანები საიდუმლო კომუნიკაციისთვის იყენებდნენ პირობით ნიშნებს. მაგალითად: 1. წისქვილი ჯვრის ფორმით ნიშნავდა „შეკრებას“; 2. წისქვილი „ძაღლის მარჯვენა ფეხი“ : „წინ!“ 3. წისქვილი „უბანში“, ტილოგადაფარებული ფრთებით: „სიმშვიდეა“; 4. წისქვილი „ძაღლის მარცხენა ფეხი“ : „უკან დაიხიეთ! მხოლოდ ორი წისქვილი მტრის შეცდომაში შესაყვან ინფორმაციას მიანიშნებდა.

ქალები რევოლუციის ორომტრიალში

რევოლუციურ მოძრაობაში ქალები თავიდანვე აქტიურად ჩაებნენ. 1789 წლის გაზაფხულზე ბევრი ქალი კენჭს იყრიდა ასამბლეებში, რომელთაც დეპუტატების ასარჩევად ხმა უნდა მიეცათ, თუმცა ქალებს ხმის უფლება არ ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანი წერდა საჩივრთხოვნის წიგნებს, სადაც აპროტესტებდნენ მხოლოდ „მუშაობის, მორჩილების და დუმილის“ შესაძლებლობას.

1790  წელს ქალები გაერთიანდნენ  ბატალიონებად და ხმლით ხელში მსვლელობა მოაწყეს სამშობლოს საკურთხეველთან ფიცის დასადებად. ერთი წლის შემდეგ ოლემპ გუჟმა თავის „ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში“ ჩაწერა: „ქალს აქვს უფლება ავიდეს ეშაფოტზე, ასევე უნდა ჰქონდეს მას უფლება, ავიდეს ტრიბუნაზე“. ზოგიერთმა რადიკალმა მანდილოსანმა („რევოლუციონერი რესპუბლიკელი ქალების საზოგადოება“) მოითხოვა სრული პოლიტიკური და უფლებრივი თანასწორობა. რამდენიმე ხნის შემდეგ „ქალთა კლუბებმა“ თავს იდვეს ავადმყოფებისა და გაჭირვებულების მოვლა-დახმარება. 1792 წლიდან მოქალაქე ტერუანია დე მერიკურმა მოითხოვა „ამაზონთა პოლკის“ შექმნა. საკანონმდებლო ასამბლეამ ის უარით გაისტუმრა, მაგრამ ოცდაათიოდე ქალი მაინც შევიდა რევოლუციურ არმიაში. კონტრრევოლუციის მომხრე ქალები კი მალავდნენ ახალწვეულებს, უვლიდნენ დაჭრილებს, ამზადებდნენ თოფის მასრებს და  ჯაშუშობდნენ რესპუბლიკელებს. ხშირად ისინი, კაცურად გადაცმულები, მეფის მომხრეთა ჯარშიც იბრძოდნენ. ომის უმწვავეს მომენტებში ყველა წოდების ქალი იყო ჩაბმული. ვინ დაჭრილთა გადასახვევებს ამზადებდა, ვინ ჯარისკაცებისთვის ტანსაცმელ-ფეხსაცმელს აგროვებდა ან კემსავდა. ასეთი ამაგი ქალებს მცირედ დაუფასდათ: რევოლუციის დასასრულს ისინი ჩართეს სამემკვიდრეო სიებში, მისცეს გაყრისა და განათლების უფლება. მხოლოდ და მხოლოდ.

ტერორი

1793 წლის 4-5 სექტემბერს სან-კიულოტებმა ეკონომიკური კრიზისისა და კონტრრევოლუციის დასაძლევად ეფექტური ღონისძიებების გატარება მოითხოვეს. ამის პასუხად კონვენტმა გამოსცა დეკრეტი ტერორის შესახებ და შეზღუდვა დააწესა ხელფასებსა და ფასებზე. კანონი ეჭვმიტანილების შესახებ უფლებას იძლეოდა როგორც იმიგრანტებისა და მოღალატეების, ასევე ზომიერი თუ გულგრილი ადამიანების დაპატიმრებას. ამგვარად დაპატიმრებულ იქნა 800 000-მდე ადამიანი. მთელი ძალაუფლება თავმოყრილი იქნა სახალხო ხსნის კომიტეტისა (რომელსაც მართავდნენ რობესპიერი და სენ-ჟუსტი) და საზოგადო უსაფრთხოების კომიტეტის (რომელიც აკონტროლებდა პოლიტიკურ პოლიციას) ხელში. ზედამხედველობის კომიტეტები მთელ საფრანგეთში ასმენდნენ, ჩხრეკდნენ, აპატიმრებდნენ. 1794 წელს 1200 ციხეში 240 000 ტუსაღი იყო. რევოლუციური ტრიბუნალის მოქმედების დასაჩქარებლად მოსამართლეთა რაოდენობა 5-დან 16-მდე გაიზარდა. უკიდურესმა მემარცხენე ჟურნალისტმა ებერმა მოითხოვა სიკვდილით დასჯის გაზრდა, განსაკუთრებით დამტაცებლებისა და „ეგოისტებისა“, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ფასების ხელოვნურად გაზრდაში. ამ ზომებს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ქალაქებში პურის შოვნა ჭირდა, ხორცის ფასი კი მიუწვდომელი იყო. დილის სამი საათიდან დგებოდა რიგები მაღაზიების წინ. სასაზღვრო ან აჯანყებულ დეპარტამენტებში კანონი ძალიან მკაცრად ტარდებოდა. მივლინებით გაგზავნილები, როგორც მაგალითად, კარიე − ნანტში ან ფუშე − ლიონში, უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ. ლიონში 2 000 მსხვერპლი აიყვანეს გილიოტინაზე ან დახვრიტეს ფსევდო სასამართლო პროცესის შედეგად. ნანტში 6 000 პატიმარი ნავებზე მიჯაჭვული, დაახრჩვეს ლუარაში… 1794 წლის 10 ივნისის დეკრეტით ეს იყო   „დიდი ტერორი“. 6მხოლოდ პარიზში მხოლოდ ექვსი კვირის განმავლობაში გილიოტინით[9] დაისაჯა 1376 ადამიანი. ტერორის დიქტატურა რობესპიერის დამხობასთან ერთად დასრულდა, 1794 წლის 27 ივლისს (II წლის 9 თერმიდორს).

რევოლუციური ზეიმები

რევოლუციის პერიოდში ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა ცერემონიების შექმნის პირობა ხდებოდა. ზეიმები მოსახლეობას საშუალებას აძლევდა გამოეხატა თავისი სიმპათია ახალი იდეებისადმი. 1792 წლამდე ყველა ზეიმი მესით სრულებოდა. ხშირად წირვის დასრულებისას მერი საკურთხეველთან მიდიოდა და ფიცს დებდა თავისუფლებასა და თანასწორობაზე.

ზეიმების შექმნის აპოგეა ტერორის პერიოდს ემთხვევა. რობესპიერის მომხრეთა აზრით, სამოქალაქო ზეიმებს უნდა ჩაენაცვლებინათ აკრძალული ქრისტიანული დღესასწაულები. ყველაზე გრანდიოზული იყო უმაღლესი არსების ზეიმი. რომელზეც ასი ათასობით პარიზელი იყრიდა თავს.

კონვენტმა დაშლამდე შვიდი ეროვნული ზეიმი დააწესა, რომელშიც აღრეული იყო მორალი და პატრიოტიზმი: ახალგაზრდობის ზეიმი 30 მარტს, სიბერის ზეიმი − 27 აგვისტოს, „რესპუბლიკის შექმნის“ ზეიმი − 22 სექტემბერს და სხვა. უკანასკნელი აღინიშნებოდა დაპყრობილ ტერიტორიებზეც: მილანში, რომში, ეგვიპტეში. 27 ივლისს, თავისუფლების ზეიმზე, რომელიც ტერორის ბოლო ხანს დამკვიდრდა, მეცნიერები, მასწავლებლები და მოსწავლეები მიდიოდნენ მარსის მინდორზე, რომელიც მორთული იყო ბონაპარტის არმიის მიერ იტალიიდან წამოღებული სურათებითა და ქანდაკებებით.

ოჯახი და განათლება

კონვენტის მმართველობის პერიოდში იაკობინელებმა ჩაიფიქრეს სკოლის „გარევოლუციურება“. განათლების მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკური  პრინციპებით გამსჭვალული კარგი მოქალაქეების ჩამოყალიბება. დაბალხელფასიანი დაწყებითი სკოლის მასწავლებლები განთავსდნენ ოდესღაც მღვდლის დაქვემდებარებაში მყოფ სოფლის სკოლებში. მაგრამ საგნის მასწავლებლები და საკლასო ოთახები არასაკმარისი იყო. ამას გარდა, ოჯახები შვილებს არ გზავნიდნენ სკოლაში, რადგან „ფრანგთა ერთობის“ გამო მოსწავლეებს აიძულებდნენ ფრანგულის გამოყენებას, თუმცა შინ ისინი მხოლოდ ადგილობრივ ენაზე საუბრობდნენ. ზოგ მასწავლებელს ზედმეტი მოსდიოდა და ბავშვებს კითხვას ასწავლიდა „კაცისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციით“. აქტიური სწავლების მეთოდი იყო რესპუბლიკელი მასწავლებლის მიერ მოსწავლეების ქუჩაში გასეირნება ხელით მომუშავეთა ხელობების საკუთარი თვალით სანახავად.

კონვენტი შეეცადა ბოლო მოეღო ბავშვების მიტოვებისათვის და საამისოდ დააწესეს მატერიალური დახმარება გოგონა-დედებისათვის. ნაპოვნ ბავშვებს ამიერიდან უწოდებდნენ ობლებს და მათ იფარებდნენ საერო საავამყოფოებში, მათი აღზრდა მუნიციპალიტეტების მოვალეობა იყო. თუ მიტოვებული ჩვილი გადარჩებოდა (10-დან 9 იღუპებოდა), მას საავადმყოფოდან სოფელში გზავნიდნენ ძიძასთან. ხშირად ეს მგზავრობა ჩვილისთვის ფატალურად სრულდებოდა. მძიმე იყო ჰიგიენური პირობებიც, ტილები და რწყილები მხოლოდ ღარიბების ხვედრი როდი იყო.

ქორწინება რევოლუციამდე რელიგიური საიდუმლო იყო, რევოლუციის შემდეგ კი იგი სამოქალაქო ხელშეკრულებად იქცა. ცერემონია მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის ოფიცრების თანდასწრებით, მღვდლის დალოცვით ან ამის გარეშე, 1793-1794 წწ. (რევოლუციის II წელს) ქორწინება განსაკუთრებით გახშირდა. ზოგადად ქორწინდებოდნენ პარასკევს ან კვირას, ხშირად ნეფე-პატარძალი ფიცს დებდა თავისუფლებასა და თანასწორობაზე; ეგონათ, რომ რევოლუცია ცხოვრებას გააუმჯობესებდა, თანაც ცდილობდნენ თავი დაეხსნათ სამხედრო მიზნებისთვის ქონების დათმობისაგან, რაც მხოლოდ მარტოხელებს ევალებოდათ. მომრავლდა ანგარებიანი ქორწინებები. „საერთო სახლებიდან“ გამოსულ ახალდაქორწინებულებს ასეთი გამამხნევებელი წარწერებით ხვდებოდნენ: „მოქალაქე ქალებო, მიეცით სამშობლოს შვილები, ბედნიერება გარანტირებულია!“ ამ კავშირებიდან მილიონზე მეტი ჩვილი დაიბადა. რაც შეეხება განქორწინებას − რომელიც ამოქმედდა 1792 წლის შემოდგომიდან − იგი მხოლოდ ქალაქის მოსახლეობაში ხორციელდებოდა, რადგან სოფლის მოსახლეობა მტკიცედ მისდევდა ეკლესიის სწავლებას.

დექრისტიანიზაცია

მღვდლებს დაევალათ სასულიეროთა სამოქალაქო კონსტიტუციაზე ერთგულების ფიცის დადება. მხოლოდ „დამფიცებლებს“ ან „კონსტიტუციონალებს“ ჰქონდათ მესის ჩატარების უფლება. ხოლო „დაუმორჩილებლები“ საეჭვოდ მიიჩნეოდნენ. საზღვრებთან მიმდინარე ომმა უფრო დააჩქარა ანტირელიგიური ზომების გატარება. 1792 წელს აიკრძალა საეკლესიო შესამოსლის ტარება, დაუფიცებელი მღვდლები გადაასახლეს; ზარბაზნებისა და თოფების დეფიციტის შესავსებად ადნობდნენ საეკლესიო ზარებს; ამან სახალხო უკმაყოფილება გამოიწვია.

კათოლიკური სარწმუნოების განადგურების მიზნით 1793 წლის ოქტომბერში კონვენტისტებმა შემოიღეს ახალი კალენდარი, სადაც კვირადღეები შეცვლილი იყო „დეკადის“[10]-ებით. ყველა თვე 30დღიანი იყო და სახელი ჰქონდა შეცვლილი. წმინდანთა სახელები გადაიქცა მცენარეთა ან ფესვების სახელწოდებებად. ახალი ერა იწყებოდა 1792 წლის 22 სექტემბერს. 1793 წლის 22 სექტემბერი შესაბამისად იყო II წლის 1-ლი ვანდემიერი. „ცრურწმენების მოსაკლავად“ ზოგიერთი აპირებდა იესოს სასწაულების აღდგენა-გამეორებას, რითაც მათი სიყალბე უნდა დაედგინათ. 1793 წელს პარიზის გარეუბნებში სან-კიულოტებმა დაიწყეს ეკლესიების დახურვა. სახალხოდ წვავდნენ საღვთო მნიშვნელობის მქონე სურათებს, აწყობდნენ მასკარადებს: საეკლესიო შესამოსლით შემოსილი მოქალაქეები ვითომ მესას ატარებდნენ. მღვდლები ტოვებდნენ თავიანთ სამსახურს ან იმალებოდნენ. სან-კიულოტების რევოლუციური არმია სოფლიდან სოფელში გადადიოდა და აძრობდა გზაჯვარედინებზე აღმართულ ჯვრებს, ამსხვრევდა ვიტრაჟებს და აზიანებდა ბარელიეფებს.

მარატის სიკვდილირელიგიური მსახურება უნდა ჩანაცვლებულიყო ქალღმერთ გონიერებისა და რევოლუციის წამებულების მარატისა და ლე პელეტიეს კულტით. 1793 წ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს დაერქვა „გონიერების ტაძარი“ და ოპერიდან მოწვეული მოცეკვავე იქ თავისუფლებას განასახიერებდა. წირვა აიკრძალა პარიზის ყველა ტაძარში. სან-კიულოტი ჯარისკაცები არბევდნენ მეფეთა აკლდამებს. ერთ-ერთი მათგანი დაეძგერა ანრი IV-ის შესანიშნავად შემონახულ ცხედარს, ხმლით ულვაში წააჭრა და დაიყვირა: „ტირანს ულვაშები დავაჭერიო!“ ეწყობოდა სხვადასხვა ცერემონია: პარადები, თავისუფლების ხის დარგვა, სიტყვით გამოსვლები, ძმური ბანკეტები და ცეკვები. ამ ახალმა კულტებმა სწრაფად დაღალა პატრიოტები.

კიდევ რა შეცვალა რევოლუციამ

მონარქიის დაცემის შემდეგ სან-კიულოტები − მცირეშემოსავლიანი წვრილი ხელოსნები − ბევრ რამეს მოელოდნენ რევოლუციისგან. ისინი ითხოვდნენ ქონებრივ თანასწორობას და სურდათ საზოგადოების ღრმა ცვლილება განათლებისა და პროპაგანდის გზით. აკრძალეს როიალისტური გაზეთები და ახალი გაზეთებისა და ალმანახების გავრცელებით აპირებდნენ ახალი ადამიანის შექმნას. ამ ალმანახებში, რომლებიც სოფლად დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, ტრადიციული რუბრიკების გვერდით მოთავსებული იყო მოქალაქის უფლება-მოვალეობების განმარტებები.[11]

ძალიან მოდაში იყო პატრიოტული სიმღერები. რევოლუციის მხოლოდ II წელს შეიქმნა 1300 სიმღერა თავისუფლებასა და თანასწორობაზე, აზოტის მარილების დამზადებასა და რესპუბლიკურ განქორწინებაზე. რესპუბლიკის თეატრში იმავე წელს დაიდგა „მეფეთა განკითხვის დღე“: დაუსახლებელ ვულკანურ კუნძულზე მონარქის მიერ გადასახლებული მოხუცებული ერთ დღეს დაინახავს, როგორ გადმოჰყავთ ევროპელ სან-კიულოტებს კუნძულზე 15 შებორკილი მეფე და რომის პაპი; „გამათანასწორებელმა ვულკანმა“ უნდა შთანთქას „გვირგვინოსანი ტირანები“; ესპანეთის მეფე წამოიძახებს: „თუ გადავურჩი, სან-კიულოტი გავხდები!“ პაპი კი იტყვის: „მე ცოლს შევირთავ!“ − ეს წარმოდგენა 100 000-ზე მეტმა მაყურებელმა ნახა. სან-კიულოტები სახელებს უცვლიდნენ კომუნებს, რომელიც წმინდანის ან მეფე-დედოფლის სახელს შეიცავდა. „მესიე“(ბატონო), „მადამ“-ის (ქალბატონო) ნაცვლად ხმარობდნენ „სიტუაიენ“-ს (მოქალაქე). „არისტოკრატიის სინონიმი“ − „თქვენობით“ საუბარი შეცვალა „შენობით“-მა. იაკობინელებმა პროვინციაში აკრძალეს ადგილობრივი ენის ან დიალექტის გამოყენება − ის კონტრრევოლუციის ასოცოაციას იწვევდა − ფრანგულის, „თავისუფლების ენის“ სასარგებლოდ. 1793 წლის აგვისტოში ძველი რეჟიმის რთული საზომი სისტემა შეიცვალა მეტრითა და გრამით.

რომანული სტილის ავეჯზე გაჩნდა ეროვნული სამი ფერი. შპალერზე, კედლის საათებზე, ქაშანურ-ფაიფურზე გამოხატული იყო ფრიგიული ქუდი[12] ან რევოლუციის წამებულთა გამოსახულებები. თამაშებიც კი „გაარევოლუციურეს“. ჭადრაკში აღარ ამბობდნენ „შამათი“, არამედ − „მათი ტირანს“. ბანქოს მეფეები, დედოფლები, ვალეტები გარდაიქმნენ ფოლოსოფოსებად, სათნოებებად, სან-კიულოტებად.

საფრანგეთიდან ევროპაში მოხდა რევოლუციის ექსპორტი, რომლის დევიზი იყო: „ომი ციხე-კოშკებს, მშვიდობა ქოხებს!“ რევოლუციურმა ასამბლეებმა ის გამოიყენეს დაპყრობილი ქვეყნების ანექსიის მიზნით. 1795 წ. გენერალმა პიშეგრიუმ დაიპყრო ჰოლანდია და ჰააგელი იაკობინელების მოთხოვნით იქ გამოცხადდა ბატავის რესპუბლიკა, რამდენიმე თვის შემდეგ საფრანგეთმა მოახდინა „ავსტრიის ნიდერლანედების“ (ბელგია) ანექსია.

დირექტორიის ხანაში კონტროლის მიზნით ბონაპარტმა ავსტრიის მიერ დაპყრობილ მიწებს თავს მოახვია მოძმე რესპუბლიკების შექმნა, მილანში შეიქმნა ალპებსგადმოღმა რესპუბლიკა, გენუაში − ლიგურიის რესპუბლიკა და ნეაპოლში − პართენოპეული რესოუბლიკა. ფრანგულ არმიაზე დაყრდნობით შვეიცარიელმა დემოკრატებმა 1798 წ. დააარსეს ჰელვეციის რესპუბლიკა.

„მოძმე რესპუბლიკებში“ ძველი ხელისუფლება იაკობინელებმა შეცვალეს, გაუქმდა პრივილეგიები, სენიორალური უფლებები, მოხდა სასულიერო წოდების ქონების კონფისკაცია. ადგილობრივ მოსახლეობას მძიმედ დააწვა ფრანგული არმიის შენახვა, ქალაქების იძულებითი კონტრიბუცია, რაც ხშირად იწვევდა აჯანყებებს. ამას გარდა, ფრანგმა გენერლებმა პირველებმა დაიწყეს იტალიიდან ხელოვნების ნიმუშების გატანა, მიქელ ანჯელოსა და ლეონარდო და ვინჩის ტილოებით დაწყებული და ეტრუსკული ვაზებითა და ძველი ხელნაწერებით დამთავრებული. თავად ბონაპარტის პირადმა ქონებამ ამ დროს შეადგინა რამდენიმე მილიონი.

XVIII ს-ის დასასრული, ასევე, იყო სამეცნიერო აღმოჩენების ეპოქაც. ადამიანთა საზოგადოება შევიდა ინდუსტრიული რევოლუციების ხანაში. 1777 წ. გენერალმა და ქიმიკოსმა ლავუაზიემ საფუძველი დაუდო თანამედროვე ქიმიას ჰაერში ჟანგბადისა და აზოტის აღმოჩენით. ნიკოლა ლებლანმა ზღვის მარილი სოდად გარდაქმნა და ამით ბიძგი მისცა მინის, საპნის, ქლორის წარმოებისა და სამრეცხაოების განვითარებას. ამავე პერიოდში გერმანელმა კლაპორთმა აღმოაჩინა ურანი, ფრანგმა ვოკლენმა − გასანათებელი გაზი, ინგლისელმა უილკინსონმა ააგო პირველი დიდი ლითონის ხიდი და ლითონის გემის კორპუსი, ამერიკელმა რობერტ ფულტონმა პარიზში გამოფინა თავისი წყალქვეშა ნავი ნაუტილუსი, ძმებმა მონგოლფიერებმა შექმნეს საჰაერო ბურთი; გამოიცადა პირველი პარაშუტი; კლოდ შაპმა გაგზავნა პირველი ტელეგრამა. 1791 წ კანონით, გამომგონებლებს ფუძემდებლური ასამბლეა იცავდა. პირველი დიპლომი აიღო ნიკოლა კონტემ შავი და ფერადი ფანქრების გამოგონებისათვის. დაიწყო საგნების მასობრივი გამოშვება.

ფრანგული რევოლუციის მსოფლიო მნიშვნელობა

1800 წელს ევროპას აბსოლუტური მონარქიები მართავდნენ. ლათინური ამერიკა ჯერ კიდევ პორტუგალიისა (ბრაზილია) და ესპანეთის (ყველა დანარჩენი ტერიტორია) მონარქიების კოლონიური სამფლობელო იყო. თუმცა საფრანგეთის რევოლუციის იდეები იქ მალევე გავრცელდა და მთელი XIX ს-ის განმავლობაში იწვევდა გამოსვლებსა და რევოლუციებს. სხვაგან − მაჰმადიანურ სამყაროსა და ცარისტულ რუსეთში ან იმპერიულ ჩინეთში − მხოლოდ XX ს-ის დასაწყისში დაიწყო დემოკრატიული რეფორმები.

ლათინური ამერიკა იყო პირველი, რაც შეარყია „თავისუფლებისა“ და „ხალხთა დამოუკიდებლობის“ იდეებმა. მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ სან მარტინმა 1817 წელს ჩილე გაანთავისუფლა ესპანელთა უღლისაგან. ორი წლის შემდეგ „განმათავისუფლებლად“ წოდებულმა ბოლივარმა გამოაცხადა ვენესუელისა და ახალი გრენადის − მომავალი კოლუმბიის ნაწილის − დამოუკიდებლობა. 1826 წელს, იმპერატორ ავგუსტინე I-ის დამხობის შემდეგ, დაიბადა პერუსა და ბოლივიის რესპუბლიკები. ესპანეთის მეტროპოლიამ განგაში პირველად 1820 წლის 1-ელ იანვარს ატეხა, როდესაც ბატალიონის მეთაურმა რიეგომ „1500 კაცით შემოირბინა ქვეყნის სამხრეთი და ყვირილით მოითხოვდა 1812 წლის კონსტიტუციას (ნაპოლეონის მიერ თავსმოხვეული ესპანეთის ოკუპაციისას). მეფე ფერდინანდ VII-ს ისევე, როგორც ოცდაათი წლით ადრე ლუი XVI-ს, მოუწია კონსტიტუციის ერთგულებაზე დაფიცება. იმავე პერიოდში პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში აჯანყება  იწყება შეძახილებით: „გაუმარჯოს კონსტიტუციას!“ მეფე იოანე VI-მ იგი დაამტკიცა 1822 წლის ოქტომბერში. 1829 წელს საფრანგეთის რევოლუციის გულანთებულმა დამცველმა ბერძენმა პატრიოტებმა თურქთა ბატონობისგან გაათავისუფლეს თავიანთი ქვეყანა.

1830-1831 წწ. რევოლუციის ცეცხლმა ხელახლა მოიცვა ევროპა. ბრიუსელში ბელგიელი ხალხი აჯანყდა ფრანგული არიის სიმღერით. ვარშაველი პოლონელები, თავიანთი ენისა და კათოლიკური რწმენის ერთგულნი, აჯანყდნენ რუსეთის წინააღმდეგ. იტალიაში ავსტრიელთა ჯარმა ჩაახშო განთავისუფლების მცდელობა. 1848 წელს რევოლუციის ახალმა ტალღამ შეარყია ევროპა. დემოკრატებს ყველა ქვეყანაში სურდათ მონარქიის გაუქმება და საყოველთაო ხმის მიცემით არჩეული მთავრობების დადგენა. უნგრეთში, იტალიასა და გერმანიაში ეს მცდელობები მარცხით დასრულდა, გაიმარჯვა მონარქიულმა რეაქციამ. მაგრამ ეს მოძრაობა შეუქცევადი იყო. XIX ს-ის დასასრულს „თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის, „ხალხთა უფლებების თავისთავად მიმზიდველმა“ იდეებმა მრავალი ქვეყანა დაიპყრო. ესპანეთის სამეფოში საგასატას ლიბერალურმა სამინისტრომ 1890 წელს დააწესა საყოველთაო ხმის მიცემა. 1893 წელს ხელისუფლებაში მყოფმა ბელგიის კათოლიკურმა პარტიამ  ხალხს დაუდგინა დამფუძნებელი ასამბლეის კრება და საყოველთაო ხმის მიცემა.

თურქეთი პირველი მაჰმადიანური ქვეყანა იყო, რომელსაც 1789 წლის იდეები შეეხო. 1839-დან 1861-მდე მიმდინარეობდა რეფორმების (თანზიმათი) პერიოდი, რომელიც კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობას აწესებდა. 1923 წელს რესპუბლიკის გამოცხადებამდე მუსტაფა ქემალმა გააუქმა სასულიერო წოდებები და 1934 წელს ქალებს მიანიჭა ხმის უფლება (საფრანგეთზე 11 წლით ადრე); ეს იყო უზარმაზარი ნახტომი.

1911 წლის შემოდგომაზე ბებერი ჩინეთი აჯანყდა მანჩჟუს დინასტიის წინააღმდეგ. 1789 წლის ივლისის საფრანგეთის მსგავსად, რევოლუციონერმა სუნ იატ სენმა შეკრიბა პროვინციების დეპუტატების ეროვნული ასამბლეა.

დაბოლოს, ფრანგული რევოლუციის ყველაზე ძალადობრივი ასპექტებით შთაგონებული და ლენინის ხელმძღვანელობით ბოლშევიკების (კომუნისტების) მიერ ორგანიზებული რუსეთის 1917 წლის რევოლუცია. დემოკრატიის მათეული კონცეფციის გასატარებლად მათ დიქტატურა და ტერორი გამოიყენეს. იაკობინელები და სან-კიულოტები იქცნენ მათ „დიად წიანაპრებად“. სხვათა შორის, ბოლშევიკები საკუთარ თავს სიამოვნებით ეძახდნენ „იაკობინელებს“. მათ მარატის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს საბჭოთა კრეისერს, ხოლო  1918 წელს ძეგლი დაუდგეს რობესპიერს.

________________________

[1] ლორდ ჯორჯ გორდონის მიერ მოწყობილი ანტიპაპისტური მღელვარებები.
[2] დაახლოებულ პირთა.
[3] ძველი რეჟიმის დროს ეწოდებოდათ ფრანცისკელი ორდენის წარმომადგენლებს.
[4] რესპუბლიკის კალენდრის მეცხრე თვე, 20-21 მაისიდან 19-20 ივნისამდე და შეესაბამებოდა თიბვის პერიოდს.
[5] 1794 წლის 27 ივლისი.
[6] 9 თერმიდორის შემდეგ იაკობინელთა აქტიური მოწინააღმდეგე, ექსცენტრულად ჩაცმული ახალგაზრდა კოხტაპრუწა.
[7] 1795 წლის 5 ოქტომბერი
[8] 1799 წლის 10 ნოემბერი.
[9] იტალიაში, შოტლანდიასა და გერმანიაში გილიოტინას იყენებდნენ XVI ს.-იდან. საფრანგეთში 1792 წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ქირურგმა ლუიმ და ექიმმა გიიოტინმა გააუმჯობესეს იგი და შესაძლებელი გახდა თავის სწრაფად წაცლა – ირიბი ცული შეკრული ბრალდებულის კისერს ეცემოდა მთელი სიმძიმით – გილიოტინამ შეცვალა დასჯის სხვა იარაღები.
[10] ყოველ მეათე დღეს ერთი დასვენების დღე.
[11] 1789-1800 წწ. სულ 1350 დასახელების გაზეთი გამოიცა, მათ შორის, მარატის L’Ami du Peuple (ხალხის მეგობარი) და ებერის Le Père Duchesne (მამა დიუშენი). გამოდიოდა როიალისტური გაზეთებიც, მათში ყველაზე დიდი ტირაჟი ჰქონდა (მეფის მეგობარი).
[12] ანტიკურობაში მონების განთავისუფლების სიმბოლო.

ჟან ლე რონ დ’ალამბერი

alamberiმეცნიერი ფილოსოფოსებს შორის, მათემატიკოსი – დაიბადა პარიზში 1717 წლის 16 ნოემბერს. ბიოლოგიური მამა იყო არტილერიის კომისარი, შევალიე დეტუში, დედა კი – მარკიზა დე ტანსენი, ცნობილი ლიტერატურული სალონის დიასახლისი, რომელმაც გაჩენისთანავე მიატოვა ჩვილი სენ-ჟან ლე რონის ეკლესიის საფეხურებზე. თავიდან იგი დაკარგული ბავშვების თავსეფარში მოათავსეს, თუმცა მამამ მალევე მიაკვლია და მეშუშე ხელოსნის ოჯახს მიაშვილა, რომელსაც მის აღსაზრდელად გარკვეულ პენსიას უხდიდა. დ’ალამბერმა ორმოცდარვა წელი დაჰყო გამზრდელ დედასთან, მის გარდაცვალებამდე. დ’ალამბერს მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა, იგი წარმატებით სწავლობდა სამართალსა და მედიცინას.

სითხეების მექანიკასა და ინტეგრალურ გამოთვლებზე პირველი ნაშრომების შექმნის  შემდეგ, 24 წლის ასაკში დ’ალამბერი მიიღეს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში, 28 წლის ასაკში კი – ბერლინის აკადემიაში. მოგვიანებით მან უარი უთხრა ფრიდრიხ II-ს ბერლინში საცხოვრებლად გადასვლაზე და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინეს ტახტის მემკვიდრის აღმზრდელად მუშაობაზე წელიწადში ასი ათასი ლივრის სანაცვლოდ.1743 წელს მან გამოაქვეყნა თავისი მნიშვნელოვანი ტრაქტატი დინამიკაზე, სადაც გააუმჯობესა ძალის განსაზღვრება და მოგვცა, რასაც მას შემდეგ დ’ალამბერის პრინციპი ეწოდება (მოძრაობის რაოდენობის შენახვა). 1747 წელს მან დაწერა სტატია ვიბრაციულ მწკრივებზე, სადაც პირველმა მოგვცა და ამოხსნა კერძო წარმოებულებიანი განტოლება, რომელიც არეგულირებს ბგერით ტალღებს. ასევე დ’ალამბერისაა რეფლექსიები ქარის ზოგადი მიზეზის შესახებ (განზოგადებული ეულერის მიერ) და ტრაქტატი მზებუნიობების პრეცესიის შესახებ, სადაც ნაწილობრივ ახსნა 3 სხეულის პრობლემა. ამას გარდა, იგი ითვლება მუსიკის თეორეტიკოსად და რამოს შემოქმედების ზედმიწევნით მცოდნედ.

დ’ალამბერმა პარიზულ მოდურ სალონში გაიცნო დიდრო. მათი მეგობარი იყო აბატი გა დე მალვი, აკადემიკოსი და კომპილატორი, რომელმაც უბიძგა მათ ენციკლოპედიის შექმნისკენ. დ’ალამბერმა და დიდრომ ჩამბერის ციკლოპედიის თარგმნის ნაცვლად გადაწყვიტეს მეცნიერების გაერთიანება ლოგიკურად ერთ ფილოსოფიურ სისტემაში. მათი ნაშრომის ქვესათაური იყო მეცნიერებათა არგუმენტირებული ლექსიკონი.

ენციკლოპედიის წინასიტყვაობაში – შესავალი სიტყვა, რომელიც 1751 წელს პირველი ტომის დასაწყისში დაიბეჭდა და რომელიც მის საუკეთესო ნაშრომად რჩება, დ’ალამბერი ამტკიცებდა პირდაპირი კავშირის არსებობას ცოდნის პროგრესსა და სოციალურ პროგრესს შორის. ეს ტექსტი არის ლუმიერების [განმანათლებლების] ჭეშმარიტი მანიფესტი. მასში გამჟღავნებული იყო მათი მიზანი: „აზროვნების საერთო წესის შეცვლა“.

1759 წელს ეკლესიის მიერ მრავალჯერ გამოთქმული ბრალდებების გამო, მეფემ ბრძანა ნაბეჭდი ეგზემპლარების განადგურება და გამოცემის შეწყვეტა. დალამბერს დიდროსთან უთანხმოების გამო უკვე დანებებული ჰქონდა თავი ენციკლოპედიისათვის. ამ დროს იგი გახდა ფრანგული აკადემიის ისტორიოგრაფი და მუდმივი მდივანი. ამ პერიოდიდან დ’ალამბერი აკადემიაზე დიდ, შეიძლება ითქვას, დესპოტურ  ზეგავლენას ახორციელბდა თავისი მეგობრის, მადმუაზელ ლეპინასის დახმარებით.

1745 წლიდან დ’ალამბერი ვოლტერის ერთგული მეგობარია; მათი მეგობრობა და მიმოწერა ოცდაცამეტ წელიწადს გაგრძელდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი დ’ალამბერმა აკადემიას საკონკურსოდ წარუდგინა ვოლტერის ქება და 500 ლივრიან საპრიზო ფონდს საკუთარი ექვსასი დაამატა. მან დატოვა სამეცნიერო ნაშრომები, მნიშვნელოვანი მიმოწერა ფრიდრიხ II-სა და ფილოსოფოსებთან; დაწერა აკადემიის ისტორია სახელწოდებით 1700-1770 წლებში გარდაცვლილი აკადემიკოსების ქება, რომელიც აკადემიის სხდომებზე იქნა წაკითხული.

ევროპის ყველა აკადემიის წევრს, ყველა ფილოსოფოსის მეგობარს, ყველა სალონის სასურველ და ხშირ სტუმარს პენსიას უხდიდა ქალბატონი ჟოფრენი, რომელმაც სიცოცხლის განმავლობაში სარგებლობის უფლებით უანდერძა რენტა 1275 ფრანკის ოდენობით მასა და ოცი წლის განმავლობაში მის თანამგზავრს – მადმუაზელ ლეპინასს.

დ’ალამბერი იყო პიჩინისტების – XVIII ს. ცნობილი მუსიკოსის, ნიკოლო პიჩინის თაყვანისმცემლების ერთ-ერთი მეთაური, მას ხანგრძლივი პოლემიკა ჰქონდა ჟ.-ჟ. რუსოსთან, თავისთან სტუმრად ჰყავდა რუსეთის მეფე პავლე პირველი, უპასუხა აბატ მიიოს საზეიმო სიტყვას, მარმონტელთან ერთად მოამზადა ლექსიკონის მეხუთე გამოცემა. მისმა ნაშრომებმა შეადგინა 18 ტომი.

დ’ალამბერი რჩება XVIII ს.-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მათემატიკოსად და ფიზიკოსად და, იმავდროულად, ლუმიერების ფილოსოფოსად. იგი იყო პოლიტიკური და რელიგიური აბსოლუტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სულისჩამდგმელი. მან დეკარტისეული ტრადიცია გააერთიანა ნიუტონისეულ კონცეფციებთან და გზა გაუხსნა მოდერნულ [თანამედროვე] სამეცნიერო რაციონალიზმს. მისი ანალიზი წარმოადგენს მეცნიერების ჭეშმარიტ ფილოსოფიას.

დ’ალამბერი გარდაიცვალა 1783 წლის 29 ოქტომბერს. ავტორიტარული ხასიათის გამო აკადემიაში მისი გარდაცვალება დიდად არ სწყენიათ. მისი თანამედროვის, ვილმენის დახასიათებით იგი იყო „ცივი მწერალი ახალი იდეების გარეშე“.

დ’ალამბერს ეკუთვნის შემდეგი გამონათქვამები:

1. თუ სისტემას განვიხილავთ, როგორც მატერიალურ წერტილებს, ერთმანეთთან დაკავშირებულს ისე, რომ მათმა მასებმა შეიძინონ შესაბამისად განსხვავებული სიჩქარეები, რომლითაც ისინი თავისუფლად ან ერთდროულად [ერთნაირად] იმოძრავებენ, მოძრაობის სისტემაში მოგებული ან წაგებული მოძრაობების რაოდენობა თანაბარი იქნება.

2. მხოლოდ თავისუფალ აზროვნებასა და მოქმედებას შეუძლია დიადის შექმნა.

3. მაგარამ ის მცირედი ჩვევა, რაც გაგვაჩნია ხელოვნების შესახებ წერისა და ნაწერების კითხვისა, აძნელებს საგნების გასაგებად ახსნას. აქედან ჩნდება ფიგურების საჭიროება. შეგვეძლო ათასი მაგალითით დაგვენახვებინა, რომ წმინდა და მარტივი სახის განმარტებითი ლექსიკონი, რაც გინდ კარგად შედგენილი, გვერდს ვერ აუვლის ფიგურების გამოყენებას, ბნელსა და ბუნდოვან აღწერებს; რამდენად გვჭირდება ეს დახმარება? საგნისთვის ან მისი გამოსახულებისათვის თვალის ერთი შევლება მასზე გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე ერთგვერდიანი სიტყვა.

დენი დიდრო

1483449_10202394526642104_1744206331_nდენი დიდრო – ფრანგი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ხელოვნების კრიტიკოსი და მწერალი 1713 წლის 5 ოქტომბერს საფრანგეთში, ანგრში დაიბადა. განათლება იეზუიტურ კოლეჯში მიიღო. შემდგომ პარიზის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამართლით დაინტერესდა, მაგრამ მალე გადაწყვეტილება შეცვალა და წერა დაიწყო. ამ დროს ის ძირითადად მთარგმნელობითი საქმიანობით დაკავდა და არაერთი ინგლისურენოვანი ნაწარმოები თარგმნა ფრანგულ ენაზე.

1745 და 1747 წლებში დიდრომ გამოაქვეყნა თავისი ფილოსოფიური ესსები დმსახურებასა და ღირსებაზე, ფილოსფიური აზრები და სხვ. ნაშრომები ერთდროულად ქრისტიანულ და ათეისტურ ხასიათს ატარებდა. დიდრო მორალური პრინციპებისა და რელიგიის ორგანული კავშირების შესახებ არსებული თეზისების მწვავე კრიტიკით გამოვიდა. უარყო კავშირი რელიგიასა და ზნეობას შორის. ზნეობრივ პრინციპებს ის ადამიანის ბუნებაში ეძებს და ასკეტიზმის წინააღმდეგ გამოდის. ამ პეიროდის ნაშორმებში დიდრო დეისტურ მსოფლმხედველობას ემხრობა. შესამჩნევია ბენედიქტე სპინოზასთვის დამახასიათებელი პანთეისტური მიდგომები. დროთა განმავლობაში დიდრო მატერიალიზმისა და ათეიზმისკენ იხრება. მონტენისა და ბეილის მსგავსად, სკეპტიცისტური იდეების თანახმად, ზებუნებრივის კრიტიკას იწყებს და ამტკიცებს, რომ, ის, რაც არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ, ვერც ვერასდროს იქნება დამტკიცებული. პარიზის პარლამენტის დაგენილებით დიდროს ნაშრომები განადგურდა.

1749 წელს გამოცემული წერილები უსინათლოებზე, სადაც ჰობსის მატერიალისტური იდეები იყო გაზიარებული და ქრისტიანული მორალისა და რელიგური შეხედულებების უარყოფა და ათეისტური მსოფლმხედველობის დამკვიდრება მოხდა, დიდროს სამთვიანი პატიმრობის მიზეზი გახდა.

დიდროს უმნიშვნელოვანესი დამსახურებაა ფრანგულენოვანი მეცნიერებისა და ხელოვნების ენციკლოპედიის შექმნა. თავდაპირველად ენციკლოპედია ინგლისურენოვანი ენციკლოპედიის თარგმანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით მისი დამოუკიდებლად გამოცემა გადაწყდა.  1746 წელს, ანდრე ფრანსუა ლე ბრეტონმა და მისმა პარტნიორებმა ათტომიანი ენციკლოპედიის გამოცემის  უფლება მოიპოვეს. მთავარ შემდგენელად დენი დიდრო დასახელდა. ენციკლოპედიის მათემატიკურ ნაწილზე ჟან დალამბერი მუშაობდა. მის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ დიდი ფრგანგი განმანათლებლები: მოტესკიე, რუსო, ვოლტერი, ჰოლბახი. ათტომეულზე მუშაობა, რედაქტირება, მისი ხელახალი გამოცემა 25 წელი გაგრძელდა. დიდროს მიზანი მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ცოდნის მოგროვება და მისი თანამედროვეობისათვის გადაცემა, ადამიანის განათლების ხელშეწყობა იყო, რაც თავის მხრივ ფრანგული განმანათლებლობის მიზანსაც წარმოადგენდა. ენციკლოპედიის პირველი ტომი 1751 წელს გამოიცა. მეორე ტომის გამოცემის შემდეგ იეზუიტებმა და ანტაგონისტურად განწყობილმა მხარეებმა ენციკლოპედიის გამოცემა შეაჩერეს. დიდრო და ლე ბრეტონი მაინც განაგრძობდნენ ენციკლოპედიაზე მუშაობას. 1765 წელს გამოცემის გაგრძელებაზე ოფიციალური დასტური მიიღეს. 1775 წელს ათტომეულზე მუშაობა დასრულდა. ენციკლოპედია არამარტო საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში გაცრელდა და პოპულარული გახდა. 1789 წლისთვის მისი 25 000 ასლი იყო გავრცელებული.

კარიერის მანძილზე დენი დიდროს მსფოლმხედველობა კათოლიციზმიდან დეიზმზე ინაცვლებდა. დეიზმიდან – ათეიზმსა და ფილოსოფიურ მატერიალიზმზე. დიდროს აზრით ქრისტიანობა მორალურ ზიანს აყენებს თავის მიმდევრებს და წარმოადგენს საფრთხეს მათთვის, ვინც მას ჯერ არ იცნობს. დიდროს სწამდა, რომ კაცობრიობის მორალური გაუმჯობესება პირდაპირ აისახება ცივილიზაციის პროგრესში. იკვლევდა კავშირს ბიოლოგიასა და ადამიანის ბუნებას, კულტურასა და მორალს შორის. ეყრდნობოდა განმანათლებლობის მეცნიერულ მატერიალიზმს. თარგმნა ჯონ ლოკის რამდენიმე ნაშრომი და იზიარებდა მის მოსაზრებებს. განმანათლებლობა გასაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანს, როგორც ინდივიდს, უნიკალურ და ერთადერთ ქმნილებას. დიდრო აკრიტიკებდა ეკლესიას იმის გამო, რომ ის ყველასთვის აწესებდა თავის სტანდარტებს. მას სწამდა, რომ განათლებამ ახალგაზრდაში ცნობისმოყვარეობა და ინტერესი უნდა გააღვიძოს და არ იყოს მხოლოდ სტატიური, უმოქმედო ცოდნა.

დიდროს დრამატული ნაწარმოებები კლასიკური ფრანგული დრამის ნიმუშებია. („რამოს ძმისწული“, „მონაზონი“, „ჟაკ ფატალისტი“) მისი ბევრი ნაწარმოები აკრძალული იყო და მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ გამოიცა.

დენი დიდრო პარიზში, 1784 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა.

ერნესტ გელნერი

Untitled-1ერნესტ გელნერი მეოცე საუკუნის გვიანი პერიდის ერთ-ერთი გამორჩეული  თეორეტიკოსი, მოღვაწეობდა ფილოსოფიის სხვადასხვა სფეროებში. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი სოციალურ ანთროპოლოგიაში. 1984-1993 წლებში იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის პროფესორი; 1993-1995 წლებში – ბუდაპეშტის ცენტრალურ-ევროპული უნივერსიტეტში ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

ერნესტ გელნერი 1925 წლის 9 დეკემბერს, პარიზში დაიბადა. შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად პრაღაში გადავიდა. სადაც გელნერი ინგლისური გრამატიკის სკოლაში სწავლობდა. 1939 წლიდან გელნერის ოჯახი ინგლისში ცხოვრობდა და ომის დასრულების შემდეგ გელნერმა სწავლა ოქსფორდში განაგრძო. ფილოსოფიაში, ეკონომიკასა და პოლიტიკაში ხარისხის მინიჭების შემდეგ ერნესტ გელნერი ლონდონში ფილოსოფიის, ლოგიკისა და სამეცნიერო მეთოდიკის პროფესორი გახდა. ამ პერიოდში გამოჩნდა მისი შეტევები ორთოდოქსულ ლინგვისტურ იდეალიზმზე, რაც ცნობილ ნაშრომში „სიტყვები და საგნები“  (1959) გამოიხატა. ორთოდოქსული იდეების კრიტიკის გამო, გელნერი ბოლომდე არ იყო მიღებული აკადემიურ წერეებში.

50 იან წლებში გელნერი ანთროპოლოგიით დაინტერესდა. მისი შრომები მოიცავდა ფართო სპექტრს  საბჭოთა მარქსისტული ანთროპოლოგიის ნაშრომების ექსპოზციიდან დასავლური სოციოლოგიის ვებერისა და დურკჰემისეულ დახვეწილ სინთეზამდე;  „კაცობრიობის ისტორიის სტრუქტურის“ ღრმა გადამუშავებიდან ეთნიკურობისა და ნაციონალიზმის ახლადჩამოყალიბებულ ანალიზამდე. გელნერისათვის დამხასიათებელია თეორიზაცია და სისტემატიზაცია. მუხედავად იმისა, რომ მას ევროცენტრისტად მიიჩნევენ. ის პატივს სცემდა და სიმპატიით იყო განწყობილი სხვადასხვა კულტურების მიმართ. აშკარად და დაუფარავად გამოხატავდა ინტელექტუალური წრეების მიერ კულტურული იდენტობების სიყალბის დემონსტრირების მიმართ მწვავე კრიტიკას.

1964 წელს გამოცემულ ნაშრომში მან წამოჭრა საკამათო თეზისი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი წესრიგი მხოლოდ მაშინ ითვლება ლეგიტიმურად,  როცა ის პასუხობს ნაციოალიზმისა და დოვლათის მოთხოვნებს. ნაციონალიზმი უპირველესად პოლიტიკური პრინციპია, რომელიც პოლიტიკური და ეროვნული ერთეულების თანხმობასა და ჰარმონიაზე დგას. გელნერის აზრით, ნაციონალიზმმა სოციოლოგიურად განსაკუთრებული მნიშვნელობა თანამედროვეობაში შეიძინა. ადრეულ პერიოდში მმართველებს არ ამოძრავებდათ მართულთა კულტურული ერთგვაროვნების თავს მოხვევის სურვილი. მაგრამ თანამედროვე ეპოქაში სამუშაო მექანიკური გახდა. იმისათვის რომ მართო მანქანა, საჭიროა ისწავლო მისი მართვა. არსებობს არაპიროვნული, კონტექსტისგან თავისუფალი კომუნიკაციისა და კულტურული სტანდარტიზაციის მაღალი ხარისხის მოთხოვნილება. მეტიც, ინდუსტრიულ  საზოგადოებას ამყარებს ის გარემოება, რომ არსებობს მუდმივი ზრდა – დასაქმების ტიპები იცვლება და საჭიროა ახალი უნარების ათვისება. ზოგადი დასაქმების ტრენინგები წინ უსწრებს სპეციალიზებულ დასაქმების ტრენინგებს. ტერიტორიულ დონეზე ჩნდება კონკურენცია მიმდებარე აუზის ქვეყნების მოსახვეჭად. იმისათვის რომ შენარჩუნდეს  რესურსების ფლობა და პროგრესი სახელმწიფო და კულტურა შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთთან. შესაბამისად, ნაციონალიზმი აუცილებლობაა.

ერნესტ გელნერმა მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა სამოქალაქო საზოგადოებას. გელენერის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი არასამთავრობო ინსტიტუტების ერთიანობაა, რომელსაც შესწევს უნარი იყოს სახელმწიფოს საპირწონე და ამასთან, არ შეუშალოს მას ხელი შეასრულოს მშვიდოსბიმყოფელისა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის არბიტრის როლი. შეაკავოს მისი მისწრაფება დომინირებისა და სხვა საზოგადოებების ატომიზებისაგან. უნდა მოხდეს სამოქალააქო საზოგადოების შეზღუდვა სეგმენტირებისაგან. ცენტრის ტირანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საზოგადოება ადამიანებს დაეხმარება, შეიმეცნონ სოციალური არსებობის ნორმები, სოციალური ცხოვრების ორგანიზების ფორმათა არსი. გელნერი უარყოფს ანტიკურ დემოკრატიას, სადაც ნებისმიერი ადამიანური ქმედება რეგლამენტირებულია საზოგადოების მიერ. სამოქალაქო საზოგადოება გაგებულია როგორც პოლიტიკური ცენტრალიზაციის და ეკონომიკური დეცენტრალიზაციის სისტემის ბალანსი. გელნერის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოებას ახასიათებს ატომიზაციის (მარქსისტული ტერმინით – გაუცხოების) დაძლევის ახალი მეთოდი. საზოგადოების ატომიზაცია ძლიერდება და ვითარდება პატრიარქალური ტიპის ტრადიციების რღვევით, რაც ადრეული კაპიტალისტური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, საზოგადოებრივი ქმედებების რიტუალიზაციაში გამოიხატება. გელნერი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება „ნამდვილი“ ატომიზაციის დაძლევის საშუალებაა.

პოლიტიკისგან ეკონომიკის გამოყოფით სამოქალაქო საზოგადოება განსხვავდება ტრადიციონალისტური საზოგადოებისგან. ამასთან, ეკონომიკური შემადგენელი არის დეცენტრალიზებული და პრიორიტეტული; პოლიტიკური კი – ვერტიკალური, ცენტრისტული გადახრით. თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებას ახასიათებს მინიმუმ სამღერძიანი სტრატიფიკაცია – ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული (სოციალური). მტკიცდება კლასიკური ტრიადა: ტრანსნაციონალური კაპიტალიზმის ეკონომიკა, ნეოლიბერალიზმის პოსტმოდერნული იდეოლოგია და დემოკრატიის არჩევითი სისტემა. არისტოტელეს, ლოკის და ჰეგელის კვალდაკვალ კერძო საკუთრება სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლად არის აღიარებული.

სამოქალაქო საზოგადოების ცნების საკვანძო მომენტია მოდულური ადამიანი. რომელიც ადვილად ერთვება მუდმივმოქმედ ინსტიტუტებსა და ასოციაციებში. შედის დროებით კავშირებში და სურვილის შემთხვევაში ტოვებს მათ. გელნერი თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოების არსი ეფექტური და მოქნილი კავშირების ფორმირებაში მდგომარეობს. გელნერის მოდულური ადამიანი პასუხობს „ახალი ადამიანის“ იდეას, რომელიც ფრანგელმა განმანათლებლებმა შემოიღეს. მოდულობაში იგულისხმება სოციალური მობილობის მოთხოვნა და საზოგადოებრივი კავშირების სრულყოფა. მოდულურის ანტონიმია – ტრადიციული, ცალსახა. მოდულური ადამიანის გაჩენას ხელი შეუწყოო ინფორმაციის გავრცელებამ. გარდა ტრადიციულობისა, მოდულური ადამიანი გამოხატავს უკმაყოფილებას იმ ცვლილებების მიმართ, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მის არსებობას.

მოდულური ადამიანი ინდივიდუალისტია და ამავე დროს შეუძლია გაერთიანდეს კავშირებში და გამოვიდეს სახელმწიფოს  წინააღმდეგ. მოდულური ადამიანი ნაციონალისტიცაა. თავდაპირველად ნაციონალისტური და სამოქალაქო მოსაზრებები გვერდიგვერდ არსებობენ, მაგრამ შემდგომ მათი გზები იყოფა. ნაციონალიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები, რომლებიც მოდის „ერთი კულტურა-ერთი სახელმწიფოდან“ განსაკუთრებით აშკარაა აღმოსავლეთ ევროპაში. ადამიანის მოდულური მოწყობა მჭიდროდაა დაკავშირებული ინდუსტრიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ საზოგადოებასთან და მას ორი ასპექტი აქვს. პირველ რიგში ის ბადებს სამოქალაქო საზოგადოების არსებობის შესაძლებლობას. სისტემის, რომელიც პლურალისტურ პოლიტიკურ ასოციაციებსა და ეკონომიკურ ინსტიტუტებს ათანაბრებს და არ იმონებს ადამიანს. მეორე, ის ზრდის ეთნიკური იდენტობის მნიშვნელობას. რამდენადაც ადამიანი უკვე აღარ არის სამუდამოდ მიჯაჭვული მოცემულ სოციალურ ნიშასთან, და კულტურის გარკვეულ სფეროსთან არის ასოცირებული. სამოქალაქო საზოგადოება ეხმარება ადამიანს, გაიგოს, როგორ  ფუნქციონირებს თავად საზოგადოება სისტემის შიგნით, რით განსხვავდება ის ორგანიზაციების სხვა ფორმებისაგან.

ერნესტ გელნერი 1995 წლის 5 ნოემბერს, პრაღაში გარდაიცვალა.

ერნესტ გელნერის მნიშვნელოვან ნაშრომებს განეკუთვნება სიტყვები და საგნები, 1962 წ. ნაციები და ნაციონალიზმი; 1991 წ.  ნაციონალიზმის შემოსვლა: ნაციებისა და კლასების მითები. 2002წ. თავისუფლების პირობები. სამოქალაქო საზოგადოება და მისი ისტორიული კონკურენტები. 2004 წ.

ვოლტერი

volteri1ვოლტერი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფოსია განმანათლებლებს შორის. მისი ლანდი გასდევს მთელ მე-18 საუკუნეს. ფილოსოფოსი, დრამატურგი, პოეტი, ისტორიკოსი, შეუდარებელი პოლემისტი, ადამიანი, რომელიც განასახიერებს იმ ეპოქის „ფრანგულ სულს“. მისი მწერლური ნიჭი მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს: კომედია, ტრაგედია, პამფლეტი, ჟურნალისტიკა, ფილოსოფიური ზღაპრები, ისტორიული ნაშრომები, მჭევრმეტყველება, ლიტერატურული კრიტიკა. ვოლტერი იბრძოდა ადამიანთა უფლებების დაცვისთვის და რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ.

ვოლტერი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა მარი არუე, დაიბადა 1694 წლის 21 ნოემბერს. მამა მეფის მრჩეველი და ნოტარიუსი იყო, დედა შვიდი წლისას გარდაეცვალა. ვოლტერი სწავლობდა იეზუიტურ კოლეჯში ლუი-ლე-გრანში და ბრწყინვალე მოსწავლე იყო რიტორიკასა და ფილოსოფიაში; შემდეგ სწავლა განაგრძო იურიდიულ ფაკულტეტზე, პარიზში.

1717 წელს, ვოლტერს ბრალად დასდეს მეფე ფილიპ მესამის რეგენტის საწინააღმდეგო პამფლეტის დაწერა და დააპატიმრეს. ბასტილიაში, მან თავისი პირველი პიესა „ოიდიპოსი“ დაწერა. ამ პერიოდში აიღო ფსევდონიმი – ვოლტერი, რომელიც თავისი სახელის ანაგრამაა.

1726 წელს, ვოლტერი კვლავ გაგზავნეს ბასტილიაში შევალიე დე როანთან ჩხუბის გამო. ის იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ნებაყოფლობით გადასახლდებოდა ინგლისში. ვოლტერმა დატოვა საფრანგეთი. ინგლისში, მასზე ძლიერი გავლენა მოახდინა ისააკ ნიუტონის თეორიამ და ჯონ ლოკის ფილოსოფიამ. ის იმედოვნებდა საფრანგეთის საზოგადოების გარდაქმნას სოციალურ და სასამართლო დონეზე.

1729 წელს, ვოლტერი დაბრუნდა პარიზში, მაგრამ 1734 წელს იძულებული გახდა, კვლავ დაეტოვებინა დედაქალაქი „ფილოსოფიური წერილების“ გამოქვეყნების გამო ცენზურის ნებართვის გარეშე. „ფილოსოფიური წერილები“ კოცონზე დაწვეს, ავტორმა კი თავი ლოთარინგიას შეაფარა. ფილოსოფოსი დაინტერესებული იყო მეცნიერებითაც, იკვლევდა ცივილიზაციის კონცეფციას და შექმნა „ტრაქტატი მეტაფიზიკის შესახებ“, რომელიც მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. 1738 წელს გამოქვეყნდა მისი „ნიუტონის ელემენტების ფილოსოფია“, ხოლო 1739 წელს – „ლუი XIV-ის ეპოქა“.

1745 წლის აპრილში, ვოლტერი დანიშნეს საფრანგეთის ისტორიოგრაფად, 1746 წელს კი აირჩიეს საფრანგეთის აკადემიაში. 1759 წელს, მან დაასრულა თავისი ერთ-ერთი შედევრი „კანდიდი ანუ ოპტიმისტი“.

1778 წელს, ვოლტერი პარიზში დაბრუნდა. ბრძოლამ თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგ, მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ვოლტერის ნაწარმოებები აკრიტიკებენ ომს, რელიგიურ შეუწყნარებლობას, პოლიტიკურ და სოციალურ უსამართლობას, რაც გამეფებული იყო მე-18 საუკუნეში.

ვოლტერი გარდაიცვალა 1778 წლის 30 მაისს. 1791 წლის 11 ივლისს, მისი ნეშტი გადაასვენეს პანთეონში. ვოლტერის სხვა მნიშვნელოვან ნაშრომებს შორისაა: „ზადიგი ანუ ბედისწერა“, „ფილოსოფიური ლექსიკონი“, „ტრაქტატი ტოლერანტობის შესახებ“, „მიამიტი“, „ირენი“, „მიკრომეგასი“, „ჰენრიადა“, „ბრუტუსი“, „ზაირი“, „მაჰმუდი“, „მეროპე“, „ჩინელი ობოლი“, „ღმერთი და ხალხი“.

თარგმნა: იზა გიგაურმა

წყარო: http://www.linternaute.com/biographie/voltaire-1/biographie/

http://www.larousse.fr/encyclopedie/personnage/François_Marie_Arouet_dit_Voltaire/149270

ჟან ჟაკ რუსო

Jean-Jacques_Rousseauჟან-ჟაკ რუსო მნიშვნელოვანი ფიგურაა ფილოსოფიის ისტორიაში, როგორც მისი წვლილის გამო პოლიტიკურ ფილოსოფიასა და მორალის ფსიქოლოგიაში, ასევე მისი გავლენის გამო შემდგომ მოაზროვნეებზე. რუსო, აგრეთვე, იყო კომპოზიტორი და მუსიკის თეორეტიკოსი, თანამედროვე ავტობიოგრაფიული ჟანრის პიონერი, ნოველისტი და ბოტანიკოსი.

ჟან-ჟაკ რუსო დაიბადა1712 წლის 28 ივნისს, ჟენევაში. მამა მესაათე იყო, დედა კი დაბადებიდან ცხრა დღის შემდეგ გარდაიცვალა. როდესაც მამამ დატოვა ქალაქი, რათა თავი აერიდებინა პატიმრობისთვის, ჟან-ჟაკი ჯერ პასტორს მიაბარეს, შემდეგ კი გრავიორს – შეგირდად. მოგვიანებით, იგი გახდა მოხეტიალე მუსიკოსი, მუსიკის გადამწერი და მასწავლებელი.

1742 წელს, რუსომ პარიზში ჩაიტანა თავისი გამოგონილი, ციფრებზე დაფუძნებული სანოტო ჩაწერის სისტემის გეგმა და მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა, მაგრამ აკადემიამ სისტემა დაიწუნა. რუსო ამ პერიოდში შეხვდა დენი დიდროს და დაიწყო წერა „ენციკლოპედიაში“ მუსიკის შესახებ.

1745 წელს, რუსომ გაიცნო ტერეზა ლევასერი, გაუნათლებელი მოახლე, რომლზეც მოგვიანებით დაქორწინდა. მათ შეეძინათ ხუთი შვილი, რომლებიც თავშესაფარში მიაბარეს.

1749 წელს, დიჟონის აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე: ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებამ გააუმჯობესა თუ გახრწნა საზოგადოებრივი მორალი, რუსომ წარადგინა „მსჯელობა მეცნიერებასა და ხელოვნებათა გამო“ და გაიმარჯვა. 1755 წელს გამოიცა მისი „მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობასა და საფუძველზე“, კვლავ დიჟონის აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მან ამჯერად ვერ გაიმარჯვა, „მეორე მსჯელობა“ უფრო სრულყოფილია და მასში რუსო ავითარებს ადამიანთა სოციალური განვითარებისა და მორალის ფსიქოლოგიის თეორიებს.

1761 წელს გამოვიდა რუსოს რომანი „ჟიული ანუ ახალი ელოიზა“, რომელიც მაშინვე წარმატებული გახდა. 1762 წელს კი გამოვიდა „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები“, რომელიც ფრანგი რევოლუციონერების ბიბლიად იქცა. ორივე წიგნი ერეტიკულად გამოაცხა დესპარიზსა და ჟენევაში.

1766 წელს, რუსო გაემგზავრა ინგლისში, სადაც მუშაობდა თავის ავტოგრაფიულ თხზულებაზე „აღსარება“.

ჟან-ჟაკ რუსო გარდაიცვალა თრომბით, ერმენონვილში (საფრანგეთი), 1778 წლის 2 ივლისს. 1794 წელს, ფრანგმა რევოლუციონერებმა მისი ნეშტი პარიზის პანთეონში გადაასვენეს.

ჟან-ჟაკ რუსოს სხვა მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „მსჯელობა პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ“, „განსჯანი პოლონეთის მმართველობის შესახებ“, „დიალოგები. რუსო ასამართლებს ჟან-ჟაკს“, „მარტოხელა მეოცნების გასეირნებანი“, „ენების წარმოშობის შესახებ“, „წერილი ფრანგული მუსიკის შესახებ“, აგრეთვე ოპერა „სოფლელი ჯადოქარი“.