დრაკონის კანონები

ძველბერძნულ პოლის ათენში დრაკონმა, პირველმა ძვ. წ. 621 წელს შექმნა სამართლის ნორმები, რომელსაც „დრაკონის კანონები“ ეწოდა. ეს კანონები ათენის ისტორიაში ჩვენამდე პირველი წერილობითი ფორმით მოღწეული კანონთა კრებულია

ხშირ შემთხვევაში კანონის შედგენისას დრაკონმა წერილობით დააფიქსირა უკვე არსებული ნორმები. ანტიკურ სამყაროში დრაკონის კანონებს უწოდებდნენ არა „νομοι“ – „კანონები“, არამედ „υεσμοι“ – „წესი“.

დრაკონის კანონებში მეტ-ნაკლებად ნათლად იქნა გაწერილი პოლისის მმართველთა ფუნქციები და მათი არჩევის წესი.  მართალია კანონები  ეხებოდა სახელმწიფოს მოწყობის საკითხებსაც, მაგრამ მათში განსაკუთრებული ადგილი სისხლის სამართლის საკითხებს ეთმობოდა.

ამ კანონების მიხედვით ყველა დანაშაული, მიუხედავად იმისა, მცირე იყო ის თუ დიდი ისჯებოდა სიკვდილით. როდესაც დრაკონს ჰკითხეს თუ რატომ იყო მისი კანონები ასე მკაცრი, მან უპასუხა, რომ მცირე დანაშაულისთვის ასეთი სასჯელი დამსახურებულად მიაჩნდა, ხოლო უფრო მძიმე სასჯელისთვის სხვა ვერაფერი მოიფიქრა.

პლუტარქე ამბობდა, რომ დრაკონის კანონები დაწერილი იყო არა მელნით, არამედ სისხლით. ამ კანონების მიხედვით სიკვდილით ისჯებოდა როგორც მკვლელი, ასევე სხვის ბაღში შეაპრული ვაშლის ქურდიც. დანაშაულად არ განიხილებოდა მკვლელობა, რომელიც თავდაცვის მიზნით იყო ჩადენლი.

საგულისხმოა, რომ დრაკონის კანონები ვრცელდებოდა უსულო საგნებზეც, მაგალითად, როდესაც ბერძენი ათლეტის ფეაგენის სპილენძის ქანდაკება  ადამიანს დაეცა, დაზარალებულის შვილებმა ქანდაკების წინააღმდეგ მკვლელობის ბრალდებით საჩივარი შეიტანეს. პოლისის მცხოვრებლებმა დრაკონის კანონების შესაბამისად ქანდაკება ზღვაში გადააგდეს.

კანონის მიხედვით მკვლელობის დანაშაულს სხვადასხვა კვალიფკაცია ეძლეოდა. მაგ: წინასწარგანზრახული, გაუთვალისწინებელი, და თავდაცვის მიზნით ჩადენილი. გათვალისწინებულ იქნა უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილიც (მაგ. სპორტული შეჯიბრებების დროს).

არეოპაგი განიხილავდა მხოლოდ განზრახ მკვლელობის დანაშაულს და სასჯელიც შესაფერისად მკაცრი – სიკვდილით დასჯა იყო.

ეფეტების კოლეგია პალადიუმში რომელიც არჩეული მოქალაქეებიდან იყო დაკომპლექტებული და რომლის წევრთა ასაკიც 50 წლის აღემატებოდა გაუთვალისწინებელი მკვლელობების საქმეებს განიხილავდა ასეთი  მკვლელობები ისჯებოდა გაძევებით და არა სიკვდილით. თავდაცვის მიზნით მკვლელობა ან საკუთრების დაცვა არ ისჯებოდა კანონით.

ეფეტები ოთხ სასამართლო პალატში განიხილავდნენ გარკვეული შინაარსის საქმეებს, ამიტომ ეფესების სხდომა ხან ერთ და ხან მეორე პალატაში მიმდინარეობდა, იმისდა მიხედვით, თუ რომელ შემთხვევას განიხილავდნენ. მეფე თავმჯდომარეობდა ყველა საქმის განხილვას. შემდგომში დემოკრატიის განვითარებასთან ერთად ეფესების კოლეგიის საქმიანობა გარკვეულწილად შეიზღუდა. მას მხოლოდ რელიგიური საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცა.

მართალია კანონებმა, რომელიც დრაკონს ეკუთვნის მკაცრი და ულმობელი კანონების სახელი დაიმკვიდრეს ისტორიაში, უნდა ღინიშნოს, რომ ისინი ბერძნული სამართლის განვითარების საქმეში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

სიკვდილით დასჯა ადრეულ ხანაში

სიკვდილით დასჯის წინაპირობა თავდაპირველად ჩვეულებრივი შურისძიება იყო. რომელიც ადამიანებს შორის, მათივე ინიციატივით ხდებოდა. მოგვიანებით ეს ფუნქცია სახელმწიფომ იკისრა და ჩვეულებრივ სასამართლოს პრეროგატივად იქცა. ჰამურაბის კანონები (1792-1750 წწ.). მანუს კანონები (2000- 12000 წწ.), დრაკონის კანონები ძველ საბერძნეთში (621 წ.) რომის 12 დაფის (ტაბულის) კანონები სიკვდილით დასჯას სამართლებრივად განიხილავდნენ. უძველესი კანომდებლობა სიკვილით დასჯის მეთოდებში სასტიკ ზომებს მიმართავდა. იგულისხმებოდა, რომ ამ გზით მოხდებოდა საჯელის პრევენცია. ამის შესახებ წერდა პლატონი, ის დაშვებულად მიიჩნევდა სიკვდილით დასჯას, თუმცა აღნიშნავდა, რომ ეს სასჯელის მხოლოდ უკიდურესი ზომა უნდა ყოფილიყო.ძველ საბერძნეთში არსებობდა სიკვდილით დასჯის რანჟირებული სისტემა. თავისუფალ მოქალაქეებს ძირითადად კდლიდან აგდებდნენ ან საწამლავით კლავდნენ. მონებს ქვებით ქოლავდნენ, წვავდნენ, ჯვარსაცვამდნენ, ახრჩობდნენ. ფართოდ გავრცელებული იყო ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვა.სიკვდლით დასჯის მიზეზი ხშირად საკმაოდ უცნაურიც იყო. მაგალითად საერთო პლანტაციიდან ბოსტენულის მოპარვა. ისჯებოდნენ, საგნები და ცხოველები, იმ შემთხვევაში თუ ისინი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდებოდნენ. ასე დასაჯეს ერთ-ერთი ქანადაკება, რომელმაც ათენელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. პლუტარქე წერს, რომ ალექსანდრე მაკედონელს დამნაშვესთვის სიკვდილის მისჯის ვერდიქტის გამოტანის დროს ყურზე ხელი ჰქონდა აფარებული, რომ დამნაშავის მიმართ თანაგრძნბა არ გასჩენოდა.

ბაბილონში სიკვდილით დასჯა, გაწერილი კანონების თანახმად ხორციელდბეოდა. ისჯებოდნენ ქურდობის, მკვლელობისთვის. ისჯებოდნენ ისინიც, ვინც არამყარ ნაგებობას ააშენებდა, რისი მსხვერპლიც შეიძლებოდა ბინადარი გადხდარიყო. დიდგვაროვნების დასჯას გაცილებით უფრო უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ.

ძველ რომში სიკვდილით დასჯის განსაკუთრებულად სასტიკი მეთოდები ჰქონდათ. დაწვა, დახრჩობა, თავის მოკვეთა, ჯვარცმა. დიდგვაროვნებს უფლება ეძლეოდათ აერჩიათ მათთვის სასურველი სიკვდილით დასჯის ფორმა. ან თავი მოეკლათ. ჯვარცმა განსაკუთრებით სასირცხვილოდ ითვლებოდა და უფრო დაბალი ფენის ხალხში გამოიყენებოდა. ვესტას ღვათების ქურუმ ქალიშვილებს პრივილეგია ჰქონდათ და შეძლოთ სიკვდილიმისჯილი გაეთავისუფლბინათ სასჯელისგან, თუ ის სიკვდლით დასჯის ადგილზე მიმავალ გზაზე მათ ცერემონიას გადააწყდებოდა. თუმცა ქალიშვილებს ფიცი უნდა დაედოთ, რომ ეს შეხვერდა სრულიად შემთხვევითი იყო. ვესტას ქურუმები დაუქორწინებლობის ფიცს დებდნენ, და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში მათ თავად სიკვდლიიდთ დასჯა ელოდათ. რომაულ კანონმდელობაში სხვებისგან განსხვავებით უფრო დაკონკრეტებული იყო დანაშაულის ტიპი. დანაშაულში თანამონაწილეობის ფორმები და სხვა. თუმცა, ძირითადად ეს იყო თვალი თავლის წილ კანონები. რომულუსის კანონების თანახმად სიკვდლით ისჯებოდნენ მამის მკვლელები, ცოლის გამყიდველი ქმრები. თუ რესპუბლიის ხანაში ძირითადად შურისძიების პრინციპი მოქმედებდა, იმპერიის ხანაში ამოქმედდა დანაშულის პრევენციის მცდელობა სიკვდილით დასჯის გზით. განსაკუთრებით ეს მონებსა და დაბალი ფენის ადამიანებზე ვრცელდებოდა. არსებობდა ე.წ. პროსკრიპციები, სპეციალური სია, მასში მოხვედრილი ადამიანები კანონგარეშედ ითვლებოდნენ და მათი მოკვლა ნებისმიერს შეეძლო, ამაზე მათ ჯილდოც კი ერგებოდათ.

სიკვდილით დასჯა

სასჯელის განსაკუთრებული ზომა. ტრადიციულად, ადამიანის საერთაშორისო უფლებები აღიარებს სახელმწიფოების უფლებას გამოიყენოს სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, გარკვეული დანაშაულებისთვის, რომელთა განაჩენსაც გამოიტანს კომპეტენტური სასამართლო. თუმცა ამჟამად საერთაშორისო სამართალი არაორაზროვნად გმობს სიკვდილით დასჯას. მეოცე საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა ამგვარი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ აშკარად გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების შეხედულებას სიკვდილით დასჯაზე – მე-6 მუხლში მოცემულია მიმართვა იმ სახელმწიფოებისადმი, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს ასეთი სასჯელი, რომ აღნიშნულმა სახელმწიფოებმა სიფრთხილით მიმართონ სასჯელის ამგვარი ზომის შეფარდებას. მე-6(6) მუხლში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ არ უნდა განხორციელდეს რაიმე ისეთი, რაც „ხელს შეუშლის წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს სასჯელის უმაღლესი ზომის გაუქმებაში“. მე-6 ზოგად შენიშვნაში ადამიანის უფლებათა კომიტეტი სახელმწიფოთა ანგარიშებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ გაუქმებასთან დაკავშირებული პროგრესი საკმაოდ არაადეკვატურია (პ. 6). კომიტეტი ასევე ფიქრობს, რომ თუმცა სახელმწიფოები არ არიან ვალდებულნი სრულიად გააუქმონ სიკვდილით დასჯა, მაგრამ მათ უნდა შეზღუდონ აღნიშნული ზომის გამოყენება და მიმართონ მას მხოლოდ ძალიან მძიმე დანაშაულებისას (პარაგ. 6). სიკვდილით დასჯა უნდა იყოს „დიდი გამონაკლისი“ და მოიცავდეს შესაბამის დამცავ მექნიზმს სასამართლო განხილვისას. სიკვდილმისჯილს უნდა ჰქონდეს საქმის გადასინჯვის და პატიების ან განაჩენის შეცვლის მოთხოვნის უფლება (პ. 7). ფაქტიურად, როგორც ამას გვიჩვენებს აფრიკულ კომისიაში წარდგენილი საჩივრები, სიცოცხლის უფლება ირღვევა, როცა ინდივიდი ისჯება ისეთი განაჩენის საფუძველზე, რომელიც გამოტანილია სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დარღვევით.

სიკვდილით დასჯა აზიის ქვეყნებში

ჩინეთში სიკვდილით დასჯის განსაკუთრებულად ეგზოტიკური მეთოდები ჰქონდათ. დამნაშავეს ნორჩი ბამბუკის რტოებზე ამაგრებდნენ და მოგვინაბით ბამბუკი იზრდებოდა და საშინელ ტკივილს აყენებდა ადამიანს. ჩინელი დიდგვაროვანმა შან იანმა სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდი შემოიტანა (390-338წწ.). მისი კანონმდებლობის თანახმად ნებისმიერი, ვინც დამნაშავეს არ ამხელდა, სიკვდილით დაისჯებოდა და მას ორ ნაწილად გაყოფდნენ. ჩინეთში დაიწყეს ადამიანების ცოცხლად დამარხვაც. მაგალითად, 460 ადამიანი ცინ შიხუანეს დროს ცოცხლად დამარხეს კონფუცის სწავლების მიმდევრობის გამო.

Image

კორეაში ადამიანის ორგანიზმს ძმრით ბერავდნენ და შემდეგ დასარტყამ ინსტრუმენტად იყენებდნენ.