სუბგენიოსთა რელიგია

 

რელიგიების ერთგარ პაროდირებას წარმოადგენს, როგორც ამბობენ ის 1950-იან წლებში გაჩნდა. სუბგენიოსთა რელიგიის წინამძღვრად „მსოფლიოს უდიდესი მეზღვაური ჯ.რ. „ბობ“ დობსი ითვლება. იგი მულტიპლიკაციური პერსონაჟი იყო, მამაკაცი ჩიბუხით. ეს რელიგია ძირითადად საყოველთაო უმოქმედობის ძალაუფლებას და .ე.წ. აქტიურ სიზარმაცეს აღიარებს, რომელიც ყველაფრის მიღმაა და რომელშიც შიძლება ბედნიერება მოიპოვო. 1979 წლიდან რელიგიის მიმდევრებმა სუბგენიოსთა პირველი პამფლეტი გამოსცეს. მას მხრდაჭერა ჰქონდა ე.წ. ანდერგრაუნდ პოპ კულტურაში, ახალგაზრდულ კამპუსებსა და ინტერნეტ ქსელში. 1998 წლის 5 ივლისი მათ X დღედ გამოაცხადეს, დღედ, როცა უცხო პლანეტელების არმია დედამიწას დაესხმევა თავს. მას შემდეგ, რაც ეს არ მოხდა, რელიგიამ მეტ-ნაკლებად დაკარგა თავისი ყოფილი ძლიერება.