რას ნიშნავს ადამიანის უფლებები?
დეფინიცია „ადამიანის უფლებები“ ორი სიტყვისგან შედგება – ადამიანი და უფლებები.
ადამიანი არის საზოგადოებრივი გონიერი არსება: მამაკაცი, ქალი ბავშვი.
უფლება არის მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ხშირად სამართლიანად ვაცხადებთ.
მაგალითად, ბავშვს აქვს უფლება წაიყვანონ ზოოპარკში თუ მშობლები შეჰპირდნენ. მაგრამ ბავშვს ზოპარკში წაყვანის იმედი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის პირობებს და გარანტიებს მშობლები ანუ მეორე მხარე იძლევა.
ამ ტიპის მოთხოვნებისაგან განსხვავებით ადამიანის უფლებები არ არის დამოკიდებული მეორე მხარის დაპირებებსა და გარანტიებზე.
მაგალითად, სიცოცხლის უფლება არ არის დამოკიდებული ვინმეს დაპირებაზე.
ადამიანის სიცოცხლე შეიძლება იყოს სხვაზე დამოკიდებული; ადამიანის სიცოცხლის უფლება შეუძლებელია დამოკიდებული იყოს ვინმეზე ან რამეზე.
სიცოცხლის უფლება არის თანდაყოლილი უფლება. სიცოცხლის უფლება ადამიანს იმიტომ ეკუთვნის, რომ ადამიანად დაიბადა.
ამიტომ ყველას შეუძლია განაცხადოს:
მე მაქვს სიცოცხლის უფლება, უფლება, იმის და მიუხედავად რას გააკეთებთ ან იტყვით თქვენ, იმიტომ, რომ მე ადამიანი ვარ ისევე როგორც თქვენ. და თუ მე შემიძლია განვაცხადო პრეტენზია ამ უფლებაზე, მაშინ ყველას შეუძლია გააკეთოს იგივე.
ფუნდამენტური უფლებები ყოველთვის და ყველგან მთელს მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის ერთი და იგივეა მიუხედავად რასის, ფერის, სქესის, ენის, სარწმუნოების, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონების, წარმოშობის თუ სხვა სტატუსისა.
სიცოცხლის, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია.
ეს უფლებები თანდაყოლილია. და არავის – არც ერთ პიროვნებას, არც ერთ მთავრობას არ შეუძლია ადამიანისთვის ამ უფლებების წართმევა.
სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სხვა ფუნდამენტური უფლებები კონსტიტუციაზე, ქვეყნის ძირითად კანონზე მაღლა დგანან.