პანკები

პანკების სუბკულტურა ჩაისახა იმ პერიოდში, როდესაც ამერიკაში დაიწყეს კედლების მოხატვა. (60-70-იანი წლები). პანკების მთავარ ამოცანას წარმოდგენდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. პროტესტს გამოხატავდნენ ყველგან და ყველა საშუალებით. ისინი უგულვებელყოფდნენ კანონებს და აკეთებდნენ ყველაფერს რაც მათ სურდათ. პროტესტი გამოიხატებოდა ყველაფერში: გამომწვევი ვარცხნილობა, ტყავის პიჯაკები, საყურეები სახესა და ყურებში, როკერების ქურთუკები, ვიწრო ჯინსები. იროკეზის მსგავსი ვარცხნილობა. დახეული ტანსაცმელი დამაგრებული ჰქონდათ ქინძისთავებით. შავი ნაგვის პარკები ხშირად კაბის ფუნქციას ასრულებდა, სამართებლები კი სამკაულებად გამოიყენებოდა. უხეში ჟარგონი მათთვის ნორმად იყო. სპირტიანი სასმელები, ნარკოტიკები, ტოქსიკური საშუალებები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა

ბანდიტიზმი და ხელჩართული ჩხუბი პანკებისათვისს არსებობისა და გართობის საშუალება იყო.

ყველაფერი ის რაც ჩვეულებრივი ადამიანისათვის აკრძლული იყო პანკებისთვის დასაშვები ხდებოდა. თავდაპირველად პანკები ძალიან მცირერიცხოვანნი იყვნენ იმისათვის რომ საზოგადოებას მათთვის ყურადღება მიექცია. მაგრამ 1975 წელს ლეგენდარული ჯგუფის Sex Pistols-ის გამოსვლის შემდეგ ხალხი ალაპარაკდა „პანკების რევოლუციაზე“.

ჩვეულებრივი ადამიანებისათვის მათი ცხოვრების წესი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. გაჩნდა ასობით „პანკ-ჯგუფები“ ქუჩებში შეხვდებოდით პანკების მთელ „ლაშქარს“, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილი და აკეთებდნენ იმას რაც სურდათ. თავდაპირველად ხელისუფლება შეეცადა აეკრძალა „პანკ-ჯგუფების“ კონცერტების ჩატარება. ხშირად აპატიმრებდნენ, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. მოგვიანებით გადაწყდა პანკებისთვის ტელეეთერი დაეთმოთ. რამაც საბოოდ დაამარცხა პანკები. ნელ-ნელა საზოგადოებაში ანტისოციალური განწყობა მიწყნარდა და „პანკების რევოლუციაც“ ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.