ახალგაზრდა თაობის აღზრდას სპარტაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა (ძვ.წ. IV საუკუნე).
სპარტის განათლების სისტემა ეფუძნებოდა მოქალაქე მეომრის აღზრდას. ყურადღება ექცეოდა ჯარისკაცის ფიზიკურ განვითარებას. მასში მორალური თვისებების – ერთგულების, ამტანობის და გამძლეობის განვითარებას.
აგოგე – ნიშნავს „წაყვანა“-ს ეს იყო საბრძოლო აღზრდის სისტემა სპარტაში (ძვ. წ VIII-IV ს) და სავალდებულო იყო მხოლოდ სპარტის სრულუფლებიანი მოქალაქეებისათვის. დანარჩენი სხვა კლასების წარმომდგენელ ახალგაზრდა ბიჭებს სისტემა შანსს აძლევდა მიეღო მოქალაქეობა.
ვერცერთი ისტორიკოსი კანონმდებელ ლიკურგეს ქვეყნის მეომრების შესახებ ვერ იტყოდა, რომ სპარტელებმა ერთხელ მაინც შეაქციეს ზურგი მტერს.
პლუტარქეს მიხედვით აღზრდის პროცესი იწყება ბავშვის დაბადებისთანავე, და არ არის დამოკიდებული მამის ნებაზე, – მამას ბავშვი „მიჰყავს „ლესხაში“ (Λέσχη), – ეს იყო ადგილი სადაც ისხდნენ უხუცესი ფილები და ამოწმებდნენ ახალშობილს. თუკი ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი იყო, ოჯახს უბრუნებდნენ გამოსაკვებად. თუკი ჩვილი სუსტი და მახინჯი აღმოჩნდებოდა მას აპოკსეტში ყრიდნენ (უფსკრული ტაიგეტის მახლობლად).
რჩცეულ ბავშვებს ჩვილობიდან სხვადასხვა გამოცდებს უტარებდნენ. საწოლი, რომელშიც ბავშვი იწვა ძალზედ უხეში და მაგარი იყო. 7 წლის ასაკში სპარტელ ბიჭუნას სპეციალურ საბრძოლო ბანაკში აგზავნიდნენ. აქ ისინი სწავლობდნენ, თუ როგორ გადაერჩინათ თავი. ის ვინც ამ გამოცდას ვერ უძლებდა – კვდებოდა.
ბიჭებს ჩალის საგებებზე ეძინათ, ხოლო ტანსაცმლის ტარების უფლებას 12 წლის ასაკიდან აძლევდნენ. ზოგიერთი ბავშვი თავის საგებზე ჭინჭარს აფენდა, რადგან ჭინჭრით დასუსხული სხეული უფრო თბებოდა. ბავშვები დაკავებულნი იყვნენ რთული ფიზიკური ვარჯიშით, სწავლობდნენ ხმლისა და შუბის ფლობის ხელოვნებას. კვებაზე მათ თვითონ უნდა ეზრუნათ – ზოგჯერ ქურდობის, ძარცვის და საჭიროების შემთხვევაში მკვლელობის გზითაც.
სხეულის წვრთნა ასაკის შესაფერისი სირთულის ხარისხის მიხედვით ხდებოდა. ცნობილია, რომ ვარჯიშებიდან ამოღებული იყო მუშტებით ჩხუბი, ვინაიდან ეს საქმე სპორტსმენებისთვის იყო დათმობილი. სირბილი, ხტომა, ბრძოლის ხელოვნება, დისკის სროლა ჩვეულებრივი ყოველდღიური სავარჯიშოები იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამას ემატებოდა ცეკვის რამოდენიმე სახეობა, ე. წ. პირიკული ცეკვები.
17 წლიდან, როდესაც ახალგაზრდა სპარტელი სახლში ბრუნდებოდა , მას უკანასკნელი გამოცდა ელოდა – ის უნდა მოხვედრილიყო არტემიდეს ტაძარში, რომელიც მაღალ მთაზე მდებარეობდა. ახალგაზრდა სპარტანელს „მსხვერპლი უნდა გაეღო“. ტაძრის ქურუმები ყმაწვილს დიდი სამსხვერპლო თასის ზევით აბავდნენ და როზგავდნენ სველი როზგებით სისხლის პირველი წვეთის გამოსვლამდე. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბიჭი არ გამოსცემდა ხმას, მაგრამ თუკი ახალგაზრდა დაიკვნესებდა, მას უფრო ძლიერად ურტყამდნენ, მანამ სანამ არ დადუმდებოდა. ეს შეიძლება გაგრძელებულიყო გონების დაკარგვამდე, ან სიკვდილამდეც კი. ასე იცხრილებოდნენ სპარტაში სუსტები.
საბრძოლო ხელოვნების გარდა ახალგაზრდა სპარტანელს ასწავლიდნენ წერას, კითხვას და სიმღერას. სპარტანელები ძალიან მოკლედ და გასაგებად საუბრობდნენ. სპარტელების ლაკონურობის საუკეთესო მაგალითია მათი პასუხი მაკედონიის მეფე ფილიპე მეორის მიმართვაზე: „გირჩევთ დაუყონებლივ ჩამბარდეთ, თუ ჩემი არმია თქვენს მიწაზე დაადგამს ფეხს, ჩვენ გავანდგურებთ თქვენს ბაღებს, დავიმონებთ თქვენს ხალხს და გავანადგურებთ ქალაქს. ამ მიმართვას სპარტელებმა მოკლედ ერთი სიტყვით უპასუხეს: „თუ“.
სპარტანელები იყვნენ პირველები საბრძოლო ისტორიაში, რომლებმაც საბრძოლო მიზნით გამოიყენეს მუსიკა და სიმღერა. ეს კეთდებოდა რიტმული ნაბიჯისა და სწორი წყობრისათვის.
როდესაც სპარსეთის მეფემ ქსერქსემ სპარსელებს ფარებისა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა, სპარტელებმა ასე უპასუხეს – „მოდი და წაიღე“. „ჩვენი ისრები და შუბები მზეს დაგიბნელებენ“ – დაემუქრნენ სპარსელები. „მაშინ ჩვენ ჩრდილში ვიბრძოლებთ“ – უპასუხეს სპარტანელებმა.
სპარტა ანტიკური სამყაროს ყველაზე ძლიერი და მეომარი ქვეყანა იყო. მათი ცხოვრების წესი იყო არა სიმხდალეს! არა შიშს! არა კაპიტულაციას! არსებობს მხოლოდ ღირსება და დიდება!