პანდორას ყუთი

pandoraროდესაც პრომეთემ მოკვდავებს ცეცხლი აჩუქა, ცოდნა შესძინა და ხელობა ასწავლა, ცხოვრება დედამიწაზე უფრო ბედნიერი და მხიარული გახდა.

ხალხის ბედნიერებამ ძლევამოსილი ზევსი ბრაზით აღავსო და პრომეთესა და ადამიანების დასჯა გადაწყვიტა. ზევსმა ცნობილ მჭედელს, ჰეფესტოს თიხისგან მშვენიერი ქალწულის გამოძერწვა დაავალა. ქალწულს მშვენიერებაში ბადალი არ უნდა ჰყოლოდა.

მტკიცე ბუნებით და ღვთაებრივი მზერით დაჯილოდვებული ქალწულს ღმერთებმა სხვადასხვა ძღვენი უბოძეს: ათენამ მდიდრული სამოსით შემოსა, აფროდიტემ  სილამაზე აჩუქა, ჰერმესმა  გონიერებით დააჯილდოვა.

დამატყვევებელი სილამაზის ქალწულს პანდორა დაარქვეს, რაც ყველასგან დასაჩუქრებულს ნიშნავს.

პანდორას ადამიანებისთვის უბედურება უნდა მოეტანა.

ერთ დღეს, ზევსის ბრძანებით ჰერმესმა მშვენიერი პანდორა პრომეთეს ძმას, ეპიმეთეს მიჰგვარა.

ბერვჯერ გააფრთხილა პრომეთემ ძმა, ზევსისაგნ ძღვენი არასდროს მიიღოო, მაგრამ როდესაც ეპიმეთემ პანდორას მშვენიერება იხილა, ცდუნებას ვერ გაუძლო და ზევსის მოგზავნილი ქალწული ცოლად შეირთო.

ეპიმეთეს სახლში დიდი სკივრი ინახებოდა. არავინ იცოდა, რა იმალებოდა ჩარაზულ სკივრში, შიშობდნენ, რომ მისი გახსნა უბედურებას მოიტანდა.

ერთ დღეს, პანდორას ცნობისმოყვარეობამ სძლია და სკივრს თავი ახადა. უეცრად სკივრიდან მასში დატყვევებული კაცობრიობის ყველა უბედურება ამოიფრქვა – ომი, ავადმყოფობა, სევდა, ცოდვა, წამში მთელ დედამიწაზე გაიფანტა და ადამინაებს მოედო.

შეშინებულმა პანდორამ სკივრს სასწრაფოდ თავი დაახურა. მაგრამ გვიანი იყო. სკივრში ერთი რამ დარჩა – იმედი, მხოლოდ იმედი, რომელიც ბოლომდე ცოცხლობს.

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 10

მაშინ გამოვიდა ციხით. და მესამესა კჳრიაკესა მოუწოდა მცველსა ერთსა, ჰკითხა მას და ჰრქუა: „აქამომდე ცოცხალღა არსა საწყალობელი იგი?“. ხოლო მან ჰრქუა: „უფალო, სიკუდილდ კერძო უფრო საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, რამეთუ შიმშილითა უფროჲს ხოლო მოკუდების, რამეთუ არარას მიიღებს საზრდელსა“. ხოლო მან ჰრქუა: „ნურა რაჲ გგლიან, უტე, მოკუდეს“.

ხოლო მე მრავლითა ვედრებითა ვარქუ მცველსა მას და უქადე ჭურჭერი ერთი სამისოჲ. და ძნიად თავს იდვა შეტევებაჲ ჩემი და მრქუა მე: „რაჟამს დაღამდეს, მოვედ შენ ხოლო მარტოჲ“. და ვითარ შემიყვანა მცველმან მან, და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტჱსი შუენიერად ვითარცა სძალი შემკული საკრველთა მათგან, და მე, ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „კეთილისა ამისთჳს სტირა, ხუცეს?“ ხოლო მცველმან მან მრქუა მე: „ესეღა თუმცა მეცნა, არამცა შემოგიტევე შენ“. ხოლო მე ვიწყე სიტყუად და განმტკიცებად მისა, რავდენი ღმერთმან მომცა მე სიტყუად. და ვიჯმენ მისგან და წარვედ სწრაფით ვანად ჩემდა.

ხოლო პიტიახში ჩორდ წარემართა. და ჯოჯიკ ძმაჲ მისი არა დახუდა, ოდეს საქმჱ ესე იქმნა წმიდისა შუშანიკის ზედა. და ვითარ მოიწია ჯოჯიკ, უკუანა სდევდა პიტიახშსა. და მიეწია მას საზღვართა ჰერეთისათა და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი. და ვითარ ფრიად აწყინა, ბრძანა განტევებაჲ საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰჴადა ჯაჭჳ იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაჲ არა თავს–იდვა წმიდამან შუშანიკ ვიდრე აღსასრულამდე მითურთ.

რამეთუ ექუსი წელი ციხესა მას შინა აღასრულა და წესიერებითა საღმრთოჲთა ყუაოდა: მარხვითა, მარადის მღჳძარებითა, ზედგომითა, თაყუანის-ცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაჲთა მოუწყინებელად. განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხჱ სულიერითა მით ქნარითა.

თავი მეცხრე თავი მეთერთმეტე