ბიტნიკები – 50 იანი წლების აშშ-ში, სან ფრანცისკოში წარმოქმნილი ახლაგზრდული სუბკულტურა, რომლის ბირთვსაც ლიტერატურული და ხელოვენბასთან დაკავშირებული ადამიანები წარმოადგენდნენ. თავდაპირველად მათ ასე პირველად „სან ფრანცისკოს ქრონიკების“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰერბ კოენმა უწოდა. ის ერთ-ერთი მთავარი ბიტნიკის მწერლისა და პოეტის ჯეკ კერუაკის ნათქვამს დაესესხა. კერუაკი თავის თაობას „დამსხვრეულ თაობად“ – სიტყვიდან Beat (დამსხვრეული, გაცვეთილი) აღწერდა ეს იყო გარკვეული კავშირი „დაკარგულ თაობასთან“. მოგვიანებით გაჩნდა სახელწოდების წარმოშობის არაერთი ვერსია. თითქოს წამოქმნილი იყო ლათინური beatus-დან, (ბედნიერი, ნეტარი) ბიბლიური ნეტარებიდან.
ერთ-ერთ ინტერვიუში კერუაკმა ისიც თქვა, Beat ჩვენი გულისცემიდან მოდისო. ასეა თუ ისე სახელწოდების უტყუარი წყარო უცნობია. ჯგუფში გაერთიანებულნი იყვნენ ახალგაზრდა მწერლები ჯეკ კერუაკი, ალენ გინზბერგი, უილიამ ბაროუზი და სხვები. ბიტნიკებისთვის დამახასიათებელი იყო დამკვიდრებული ფასეულობებისადმი შეცვლილი დამოკიდებულება, ნონკომფორმიზმი, ფსიქოდელიური ჭვრეტა. მეინსტრიმის უარყოფა და კრიტიკა. რაც შეეხება სტერეოტიპს, ვიზუალურად ბიტნიკები ასე გამოიყრებოდნენ: ეცვათ შავი ფერის ყელიანი სვიტრები, ატარებდნენ ბერეტს და მუქ სათვალეს. უსმენდნენ ჯაზს, მისდევდნენ თავისუფალი ცხოვრების სტილს. ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ სასმელისა და ნარკოტიკების მიმართ. მოგზაურობდნენ. გატაცებულნი იყვნენ ძენ ბუდიზმით. უარყოფდნენ სოციალურ პრობლემებს და ტექსტის იმპრესიონისტული ფორმა იტაცებდათ. მათ საფუძველი დაუდეს ახალი ქუჩის ენას. დღესდღეისობით ფართოდ გავრცელებული ტერმინი Cool სწორედ მათ შემოიტანეს ხმარებაში (ტერმინი ჯაზთან იყო დაკავშირებული).