ეს სუბკულტურა 1967 წელს ჩამოყალიბდა. მის დაარსებას დასაბამი ბიტნიკთა სუბკულტურამ მისცა. ჰიპების მოძრაობა ბერკლსა (კალიფორნია) და ნიუ-იორკში ფართოდ გავრცელდა და მოგვიანებით გასცდა ქვეყნის საზღვრებს. ჰიპები მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ უკმაყოფილებას არსებული ტრადიციებისა და ბურჟუაზიული, მეშჩანური წეს-ჩვეულებების მიმართ. აკრიტიკებდნენ საშუალო ფენის ღირებულებებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. ღიად აფიქსირებდნენ პროტესტს ვიეტნამის ომის გამო. თანამედროვე კულტურას აღიქვამდნენ როგორც არაადამიანურსა და ღირსების არმქონეს, რომელიც ძალისმიერი საშუალებებით ცვლიდა ადამიანებს და მათ ბედს.
ჰიპები მუდმივად ცხოვრების ფილოსოფიური საზრისის ძიების პროცესში იყვნენ. იმისათვის რომ გაეთავისუფლებინათ ცნიბიერება მათში გავრცელება ჰპოვა ჰაშიშის მოხმარებამ. მათ იტაცებდა აღმოსავლეთის ფილოსოფია და ხელოვნება. ზაფხულობით ისინი მოგზაურობდნენ ავტოსტოპით, შლიდნენ კარვებს. ეს მათი კომუნები იყო. მათი პროტესტი გამოიხატებოდა თავისუფალ სიყვარულსა და აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში. მათი ლოზუნგი იყო „დაკავდით სიყვარულით და არა ომით!“.
1967 წელს მოეწყო ცნობილი „სიყვარულის ზაფხული“. 100 000 მდე ახლგაზრდამ მოიყარა თავი აშბურიში, სან ფრანცისკოსთან ახლოს, რათა ღიად დაეფიქსირებინათ თავისი პოზიცია. იყო თავისუფალი სიყვარულის, მუსიკის, ყვავილების ზეიმი. ამ დღიდან ჰიპების კონტრკულტურა ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისთვის.
ჰიპებს გრძელი გაშლილი თმა ჰქონდათ. ჯინსები, სვიტერები და ფერადი ბალახონები ეცვათ. კისერზე ტყავის ჩანთა ეკიდათ, რომელიც გაწყობილი იყო ბისერით. ჰიპებს ბუნების სიყვარულის გამო „ყვავილების შვილებს“ უწოდებდნენ. მათ გარკვეუწილად მწვანეთა მოძრაობასაც მისცეს დასაბამი.