გოთები

70-იან წლებში პანკების სუბკულტურიდან ფორმირდება ახალი პოსტპანკების მოძრაობა. გოთური სუბკულტურა საკმაოდ არაერთფეროვანია. მათ აერთიანებთ გოთური მუსიკისადმი სიყვარული და სპეციფიური გარეგნული იმიჯი. გოთურმა მუსიკამ განვითარების მწვერვალს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც პოპულარობა მოიპოვეს ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: Bauhaus, Southern Death Cult, Siouxsie and the Banshees

90-იან წლებში გოთური მიმართულება იყოფა სხვადასხვა დამოუკიდებელ განშტოებებად. დღეს გოთები გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

გოთების მსოფლმხედველობა გამოირჩევა ცხოვრების დეპრესიული ხედვით. ისინი ჩაკეტილები და დეპრესიულები არიან. მელანქოლიული და ზედმეტად მგრძნობიარენი. საზოგადოებიდან იზოლირება, სტერეოტიპებიის მიუღებლობა და ზებუნებრივობისაკენ სწრაფვა გოთების დამახასიათებელი თვისებებია.

გოთები ძირითადად შავ სამოსს ანიჭებენ უპირატესობას, თმას, ტუჩებს და თვალებს შავად იღებავენ. ტანსაცმელში ჭარბობს ხავერდი და ტყავი. ქვედაბოლოები ხშირად შავი მაქმანითაა გაწყობილი. აქსესუარებად იყენებენ ბადეს, რომელსაც ფეხებსა და ხელებზე იცვამენ. ფეხზე მათ „კამელოტები“ (სამხედრო ჩექმები) აცვიათ.